წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
მინახავს ადამიანები, რომლებიც სიცრუითა და ამაოდმეტყველებით განდიდნენ, ენამახვილობით სიცილს აღძრავენ და მსმენელში გლოვასა და სულიერ შემუსრვილებას კლავენ
როდესაც ეშმაკები ნახავენ, რომ ჩვენ დასაწყისშივე ვცდილობთ ბოროტი მთხრობელის სამხიარულო ამბების მოსმენა ისე ავიცილოთ თავიდან, როგორც სასიკვდილო ჭრილობა, მაშინ შეეცდებიან ორმაგი აზრით გვაცდუნონ. ისინი ჩაგვაგონებენ: - ნუ დაამწუხრებ ამ... იხილეთ სრულად
თვალთმაქცობა სიცრუის დედაა, ხშირად კი მისი მიზეზიც ხდება, რადგან ზოგი ამბობს, რომ თვალთმაქცობა სხვა არაფერია, თუ არა სიცრუეში დახელოვნება და სიცრუის მომგონებელი, რომელსაც თან სასჯელის ღირსი ცრუ ფიცი ერთვის
როგორც ყოველგვარ ვნებას, ასევე სიცრუეშიც სხვადასხვაგვარი სიმძიმის ბოროტება არსებობს; რადგან სხვაგვარად განისჯება იგი, ვინც სასჯელის შიშით ცრუობს და სხვაგვარად - რომელიც უმიზეზოდ ტყუის
ერთი მხიარულებისთვის ტყუის, მეორე - გემოთმოყვარებისთვის, მესამე - იმისთვის, რომ გარშემომყოფნი გააცინოს. ზოგიერთი სულაც იმისთვის, რომ მოყვასს მახე დაუგოს და ბოროტი მიაგოს
სიცრუის მთქმელი კეთილ განზრახვას იმიზეზებს და მას, რაც სინამდვილეში სულის დამღუპველია, იგი მართალ საქმედ მიიჩნევს
ცრუ კაცი ცდილობს, რაბის მიმბაძველი გამოჩნდეს და ჰგონია, რომ თავისი წარწყმედით სხვებს იხსნის