წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
ზღვის ტალღები არასოდეს შეწყვეტენ ღელვას, ხოლო ვერცხლისმოყვარის გულს მწუხარება არასდროს დატოვებს
ვინც სახმართმოყვარება დასძლია, თავისმართლებისა და პასუხისგებისაგან გათავისუფლდა. სახმართმოყვარე კი მზადაა ნემსისთვისაც კი ბოლომდე იბრძოლოს
შეურყეველი სარწმუნოება ამაო საზრუნავს მოიკვეთს, ხოლო სიკვდილის გახსენება ხორცსაც უარჰყოფს
იობთან ვერცხლისმოყვარების კვალსაც კი ვერსად ვნახავთ, რადგან ის, ყველაფრის დაკარგვის მიუხედავად, მწუხარებას არ შეუპყრია
ვერცხლისმოყვარება ძირი არს ყოველთა ბოროტთა. (1 ტიმ. 6, 10). და ეს ნამდვილად ასეა, რადგან სიძულვილს, შურს, განყოფას, ბრძოლას, მწუხარებას, ავმეხსიერებას, სისასტიკესა და მკვლელობას შობს
მრავლისმეტყველება უგუნურების ნიშანია, ბოროტი სიტყვის კარი, დაცინვის ხელმძღვანელი, სიცრუის მსახური, გულის ლმობიერების მომსვრელი, მოწყინების მომწოდებელი, სიზმრების მომასწავებელი, გონების განმაბნეველი, გულის დაცვის დამთრგუნველი, წმინ... იხილეთ სრულად
კეთილგონიერი მდუმარება ლოცვის დედაა, გაბნეული გონების მომკრებელი, ღვთაებრივი ცეცხლის დამცველი, აზრთა გუშაგი, მტრების მეთვალყურე, გლოვის მასწავლებელი, ცრემლის მეგობარი, სიკვდილის ხსოვნის მოღვაწე, მარადიული ტანჯვის აღმწერი, მომავალი... იხილეთ სრულად
ვინც საკუთარი ცოდვები შეიცნო, ის ენასაც მართავს. ხოლო მრავლისმეტყველს თავი ჯერაც ვერ შეუცვნია ისე - როგორც საჭიროა
მდუმარებისმოყვარე ღმერთს უახლოვდება, მასთან საიდუმლოდ საუბრობს და ნათლდება მის მიერ