წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
ნაყროვანება არის სტომაქის თვალთმაქცობა, რადგან იგი, როცა მაძღარია, მოსთქვამს: "ცოტაა". გასკდომამდე ამოვსებული ყვირის - "მშია!"
თუ ერთ სადინარს დაუხშობ მას, მეორედან გამოედინება, თუ მასაც დაუხშობ, კიდევ სხვა მხრიდან გადმოხეთქავს და გძლევს
ნაყროვანება თვალის ცდუნებაა, ზომას აგირევს, რადგან მუცელი ცოტას ითხოვს, მას კი ყველაფრის ერთად შთანთქმა სურს
ვინც ლომს უალერსებს, ხშირად იმორჩილებს მას, ხოლო ვინც სხეულს აამებს, მის გაუმაძღრობას აძლიერებს
ურიას შაბათი და დღესასწაული ახარებს, ხოლო ნაყროვანი მონაზონი შაბათს და კვირა დღეებშია გახარებული. მარხვაში დღეებს ითვლის, თუ რამდენი დარჩა აღდგომამდე და მრავალი დღით ადრე იმზადებს სანოვაგეს
მუცლის მონა იმაზე ფიქრობს, თუ რა სანოვაგით დაუხვდეს დღესასწაულს, ხოლო მონა ღვთისა იმაზე ფიქრობს, თუ რა ნიჭებით შეუძლია გამდიდრდეს
როცა სტუმარი ეწვევა, ნაყროვანი ერთიანად სიყვარულითაა სიყვარულითაა აღძრული, რაც გაუმაძღრობიდან გამომდინარეობს და ჰგონია, რომ რადგან ძმისთვის ნუგეშისცემის შემთხვევა მიეცა, თვითონაც მაძღრისად ჭამის ნება აქვს. სხვისი სტუმრობა ღვი... იხილეთ სრულად
ხშირად პატივმოყვარეობა ნაყროვანებას აღუდგება წინ და ეს ორი ვნება საბრალო მონაზვნის - როგორც ნაყიდი მონის - დასაპყრობად ერთმანეთს ებრძვის. ნაყროვანება ჩააგონებს, რომ გაიხსნილოს, პატივმოყვარეობა სათნოებად წარმოჩინებას ლამობს. იხილეთ სრულად