ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები
ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები ღმერთი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ღმერთმა იცის, ყოველი ადამიანის საჭიროება, ძალების საზომი და ყოველი მათგანის უძლურება.
ღვთის სიბრძნე პოულობს საშუალებებსა და გზებს იქაც კი, სადაც ჩვენ თავად ვერაფერს ვხედავთ, გარდა საფრთხისა და სატანჯველისა.
აქ თუ არა, იქ, და მით უმეტეს, იქ, თუ არა - აქ, უფალი ყოველს თავისი საქმისამებს მიაგებს
ის, ვინც უფლის გულმოწყალებაზე დაყრდნობით ცოდვებს არ შეწყვეტს, უნდა ეკრძალოს, რომ საკუთარ თავზე მისი მართალი მსჯავრი არ გამოსცადოს
ღმერთი გულმოწყალეა, მაგრამ სამართლიანი. უსასრულოდ გულმოწყალე, მაგრამ, ამავე დროს, უსაზღვროდ მართლმსაჯული
ღმერთი რაოდენ დიდხანს გითმენდა და გითმენს! მიუხედავად ამისა, შენ მაინც არ გამოსწორებულხარ