ერისკაცთ უფრო უჭირთ გააცნობიერონ, რომ თვითონ სხვაზე არანაკლებად დაცემულნი არიან, რომ განკითხვა აბინძურებს სულს და მათ ისედაც ცოდვით სავსე ცხოვრებას ახალ სიმძიმეს ჰმატებს
თანამედროვე ათონელი დიდი მოძღვარი, მამა გიორგი, წერს: „რწმენა თეორია კი არ არის, არამედ ცოცხალი განცდაა მისი. ღვთისმოყვარე გული ისე აირეკლავს უფალს, როგორც წყალი – მზეს. ჩვენ ძენი ვართ აღდგომისა. აღდგომის სიხარულის გარეშე შეუძლებე...
იხილეთ სრულად
თანამედროვე ათონელი დიდი მოძღვარი, მამა გიორგი, წერს: „რწმენა თეორია კი არ არის, არამედ ცოცხალი განცდაა მისი. ღვთისმოყვარე გული ისე აირეკლავს უფალს, როგორც წყალი – მზეს. ჩვენ ძენი ვართ აღდგომისა. აღდგომის სიხარულის გარეშე შეუძლებელია სიცოცხლე, შეუძლებელია გადარჩენა“.
„სიკვდილითა სიკვდილისა შემუსვრასა ჯოჯოხეთისასა დღეს ვდღესასწაულობთ, დასაბამსა და მიზეზსა ახლისა ცხოვრებისასა ვუგალობთ“ (VII საგალობელი) და სასოებით ვიმეორებთ მარადიული სიხარულის გამომხატველ სიტყვებს: ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად...
იხილეთ სრულად
„სიკვდილითა სიკვდილისა შემუსვრასა ჯოჯოხეთისასა დღეს ვდღესასწაულობთ, დასაბამსა და მიზეზსა ახლისა ცხოვრებისასა ვუგალობთ“ (VII საგალობელი) და სასოებით ვიმეორებთ მარადიული სიხარულის გამომხატველ სიტყვებს:ქრისტე აღდგა!ჭეშმარიტად აღდგა!