ეს გრძნობა მარადიულია და მისი ძალა ულევი. არაფერი ისე არ აახლოებს ადამიანებს, როგორც სიყვარული და წმინდა ცხოვრება. უფალი მოგვიწოდებს: "... იყუარებოდეთ ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარეთ თქუენ" (ინ. 15,12).
ყოველწლიურად ჩვენ ყველანი ზეიმით ვეგებებით პასექის ბრწყინვალე დღესასწაულს, რომელსაც მუდამ ახალი, ადრინდელისგან განსხვავებული სიხარული მოაქვს. ესაა განცდა მარადიული ნეტარებისა. ყოველ წელს ჩვენს გულებში ინთება ახალი კანდელი ცათა სას...
იხილეთ სრულად
ყოველწლიურად ჩვენ ყველანი ზეიმით ვეგებებით პასექის ბრწყინვალე დღესასწაულს, რომელსაც მუდამ ახალი, ადრინდელისგან განსხვავებული სიხარული მოაქვს. ესაა განცდა მარადიული ნეტარებისა. ყოველ წელს ჩვენს გულებში ინთება ახალი კანდელი ცათა სასუფევლისკენ ჩვენი მომავალი მსვლელობის გზის გამნათებელი.
შეიმუსრა ბჭენი ჯოჯოხეთისანი და ჩვენ სიკვდილის დათრგუნვასა და მარადიული ცხოვრების დაწყებას ვდღესასწაულობთ. სააღდგომო საგალობელში ვკითხულობთ: "დღეს მეუფემან წარმოსტყვენა ჯოჯოხეთი და აღადგინა კრულნი, რომელნი საუკუნითგან ბოროტად პყ...
იხილეთ სრულად
შეიმუსრა ბჭენი ჯოჯოხეთისანი და ჩვენ სიკვდილის დათრგუნვასა და მარადიული ცხოვრების დაწყებას ვდღესასწაულობთ.სააღდგომო საგალობელში ვკითხულობთ: "დღეს მეუფემან წარმოსტყვენა ჯოჯოხეთი და აღადგინა კრულნი, რომელნი საუკუნითგან ბოროტად პყრობილ იყვნეს მას შინა".
ქრისტე აღდგა! რა მშვენიერია და დიდებული ეს საოცარი ზეიმი! ამ დღეს თითქოს ახლდება ჩვენი რწმენა და სიყვარული, რადგან თვით უფალი იდგამს ტახტს ჩვენს გულებში და ღვთის ამ უსაზღვრო წყალობით დაჯილდოვებულნი ჩვენც უშურველად ვუნაწილებთ სი...
იხილეთ სრულად
ქრისტე აღდგა!რა მშვენიერია და დიდებული ეს საოცარი ზეიმი! ამ დღეს თითქოს ახლდება ჩვენი რწმენა და სიყვარული, რადგან თვით უფალი იდგამს ტახტს ჩვენს გულებში და ღვთის ამ უსაზღვრო წყალობით დაჯილდოვებულნი ჩვენც უშურველად ვუნაწილებთ სიყვარულს ყველას და ერთმანეთს ყველაფერს ვპატიობთ.