წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) - ციტატები, ამონარიდები
თუკი დღისით მოვქსოვთ და ღამით დავარღვევთ, ვერასოდეს მოვქსოვთ. თუკი დღისით ავაშენებთ, ხოლო ღამით დავარღვევთ, ვერასოდეს ავაშენებთ. თუკი ღვთის წინაშე ვილოცებთ, მის წინაშე კი ბოროტებას ჩავიდენთ, ვერასოდეს ვერც მოვქსოვთ, ვერ... იხილეთ სრულად
სამყაროს მთელი მშვენიერება უზენაესი საიდუმლოს საიდუმლოებიდან ამოდის. ამის გარეშე ბუნება წამითაც ვერ შეინარჩუნებდა იმ მშვიდ, უბიწო მშვენიერებას, რომელსაც იგი ასხივებს. ქმნილი ბუნება - ღრუბელია, რომელიც ფარავს ღვთაებრივი ცეცხლი... იხილეთ სრულად
თუ მდიდარი ხარ, იფიქრე იმაზე, შეძლებ თუ არა სიღარიბის ღირსეულად გადატანას. თუ ბედნიერი ხარ, წარმოიდგინე, როგორ შეხვდე ღირსეულად უბედურებას. როდესაც ადამიანები გაქებენ, იფიქრე, შეძლებ თუ არა ღირსეულად გადაიტანო ძაგება. იხილეთ სრულად
ზოგჯერ ადამიანი თავის უძლურებას ფარავს მათგან, ვისაც იგი უყვარს, რათა მათ არ ითაკილონ. ფარავს მათგანაც, ვინც მას აქებს, რათა მათ არ აძაგონ იგი. იგი ორგზის ცდება: ჯერ ერთი, ან არ ესმის, რომ, თუკი თვითონ გაამხელს საკუთარ სისუსტ... იხილეთ სრულად
შეუძლია თუ არა აღასრულოს სიკეთე მან, ვინც არ არსებობს? შეხედე, რამდენი სიკეთე მოუტანა ადამიანთა მოდგმას სასუფეველმა: რამდენი კეთილი საქმის სულისჩამდგმელია იგი; რამდენი მწუხარება აქცია სიკეთედ; რამდენი ცრემლი ამოაშრო; რამდენ სულში... იხილეთ სრულად
შეუძლია თუ არა სიკეთე აკეთოს მან, ვინც არ არსებობს? -შეხედე, რამდენი სიკეთე მოუტანა ჯოჯოხეთმა ადამიანთა მოდგმას: რამდენი ბოროტმოქმედი მოიყვანა სინანულში; რამდენი ცოდვილი აქცია წმინდანად; რამდენ ცოდვას არ მისცა აღსრულების საშუ... იხილეთ სრულად
როგორც ვაშლის ხეს არ შეუძლია აყვავებამდე ნაყოფის გამოღება, ასევე ადამიანს არ შეუძლია სულიერი ნაყოფის მოტანა, სანამ გარეგნულ მორთულობებს არ მოიშორებს
შეეცადე, გაუკეთო ადამიანებს ის, რისთვისაც ჯერ გაგლანძღავენ, შემდეგ კი შეგაქებენ; და ნურასოდეს გააკეთებ რაიმეს იმისათვის, რათა შეგაქონ, ბოლოს კი გაგლანძღონ
ნერონი ჯერ აქებდა თავის დედას, რომელსაც იგი ბიწიერებისაკენ მიჰყავდა, მაგრამ როდესაც ამან უფსკრულში ჩაიყვანა, დასწყევლა იგი