დიდი მაშინ გახდები, როდესაც გონებაში საკუთარ თავს არარაობად წარმოიდგენ, როდესაც საკუთარი სულით უსასრულო და უსაზღვრო სულთან ამაღლდები და ამ სიმაღლიდან შეხედავ საკუთარ თავს ისევე ობიექტურად, როგორც უყურებ ყველაფერს, რაც შენს გარშემო...
იხილეთ სრულად
დიდი მაშინ გახდები, როდესაც გონებაში საკუთარ თავს არარაობად წარმოიდგენ, როდესაც საკუთარი სულით უსასრულო და უსაზღვრო სულთან ამაღლდები და ამ სიმაღლიდან შეხედავ საკუთარ თავს ისევე ობიექტურად, როგორც უყურებ ყველაფერს, რაც შენს გარშემოა; როდესაც ამ სიმაღლიდანაც შეხედავ საკუთარ თავს, როგორც მიცვალებულსა და ფერფლს; როდესაც უკვდავებას შეუერთდები მარადიული ცხოვრებით. მაშინ შენს წინაშე მთელი სისრულით გაცხადდება სიკვდილის უმწეობა და ამაოება; დაინახავ თვითონ...
თუკი შემოგთავაზებენდნენ ოქროს თასს მსოფლიოში საუკეთესო ღვინით და გეტყოდნენ: "დალიე, მაგრამ იცოდე, რომ ფსკერზე მორიელია" - დალევდი? მიწიერ სიამოვნებათა ყოველ ფიალაში მორიელი იმალება. თვით ეს ფიალებიც სულაც არაა ისე ღრმა, რომ მ...
იხილეთ სრულად
თუკი შემოგთავაზებენდნენ ოქროს თასს მსოფლიოში საუკეთესო ღვინით და გეტყოდნენ: "დალიე, მაგრამ იცოდე, რომ ფსკერზე მორიელია" - დალევდი?მიწიერ სიამოვნებათა ყოველ ფიალაში მორიელი იმალება. თვით ეს ფიალებიც სულაც არაა ისე ღრმა, რომ მორიელი ძალზე ახლოს არ იყოს ჩვენს ბაგეებთან
link
ბანკირი, რომელიც ფულს ითვლის, წარმოიდგენს, კიდევ რამდენ ხანს შეუძლია დრო ატაროს. მშიერი მეკუბოვე, რომელიც ქალაქს უყურებს, ფიქრობს იმაზე, თუ ვისი ხელიდან მიიღებს ხვალ პურის ლუკმას
ეძიებდე ჭეშმარიტებას ნიშნავს, ეძიებდე სიყვარულს. ეძიებდე ჭეშმარიტებას, რათა იგი იარაღად აქციო - ნიშნავს, ეძიებდე ჭეშმარიტებას მრუშობისათვის. და ვინც მას ამ მიზნით ეძიებს, ჭეშმარიტება მას უგდებს ძვალს, თვითონ კი მისგან ცხრა მთ...
იხილეთ სრულად
ეძიებდე ჭეშმარიტებას ნიშნავს, ეძიებდე სიყვარულს.ეძიებდე ჭეშმარიტებას, რათა იგი იარაღად აქციო - ნიშნავს, ეძიებდე ჭეშმარიტებას მრუშობისათვის. და ვინც მას ამ მიზნით ეძიებს, ჭეშმარიტება მას უგდებს ძვალს, თვითონ კი მისგან ცხრა მთას იქით გარბის. ცხრა მთას იქით, საყვარელნო!
თუ ჭეშმარიტებას სიყვარულითა და სიყვარულისთვის ეძიებ, იგი თავის ნათელ სახეს გაგიხსნის იმდენად, რამდენადაც შენ მის დატევნას შესძლებ ისე, რომ არ დაგწვას. ამასთან ერთად, იგი მოგიტანს შენ ყველაფერს, მაგრამ მიხვდები, რომ მისი ბრწყინვალე...
იხილეთ სრულად
თუ ჭეშმარიტებას სიყვარულითა და სიყვარულისთვის ეძიებ, იგი თავის ნათელ სახეს გაგიხსნის იმდენად, რამდენადაც შენ მის დატევნას შესძლებ ისე, რომ არ დაგწვას. ამასთან ერთად, იგი მოგიტანს შენ ყველაფერს, მაგრამ მიხვდები, რომ მისი ბრწყინვალე სახის გარდა არაფერი გჭირდება.როდესაც ცხოვრების შფოთსა და ფუსფუსში მხედველობიდან გამოგრჩება ჭეშმარიტების ნამდვილი სახე, მარტოობასა და ნაღველს შეიგრძნობ თვით ყველაზე ახლობელი ადამიანების - მეგობრებისა და ნათესავების გვერდ...
ყველა საქმე, რომელსაც ღვთის სახელისა და მისი ლოცვა-კურთხევის გარეშე აღასრულებ, მწარე ნაყოფს გამოიღებს, რამეთუ მასზე არ გარდამოდინდება ზეციური დალოცვილი ნამი და მაცოცხლებელი ნათელი. რა საქმესაც უნდა მოჰკიდო ხელი, მიაყურადე ღვთ...
იხილეთ სრულად
ყველა საქმე, რომელსაც ღვთის სახელისა და მისი ლოცვა-კურთხევის გარეშე აღასრულებ, მწარე ნაყოფს გამოიღებს, რამეთუ მასზე არ გარდამოდინდება ზეციური დალოცვილი ნამი და მაცოცხლებელი ნათელი.რა საქმესაც უნდა მოჰკიდო ხელი, მიაყურადე ღვთის ხმას.შენი ცხოვრების თითოეული სახე და მოხატულობა ზეციური ძაფებით მოქსოვე
ჩვენ ყველანი ამქვეყნად თითქოსდა ბაზარზე გამოფენილი საქონელი ვართ. ერთნი ჩვენს ფასს ზეცამდე აღამაღლებენ, მეორენი კი გროშის ფასად მიიჩნევენ. ქება და ძაგება, რომლებსაც ჩვენ ადამიანებისგან ვღებულობთ, ჩვენს სულს ყოველთვის აორებენ:...
იხილეთ სრულად
ჩვენ ყველანი ამქვეყნად თითქოსდა ბაზარზე გამოფენილი საქონელი ვართ. ერთნი ჩვენს ფასს ზეცამდე აღამაღლებენ, მეორენი კი გროშის ფასად მიიჩნევენ.ქება და ძაგება, რომლებსაც ჩვენ ადამიანებისგან ვღებულობთ, ჩვენს სულს ყოველთვის აორებენ: სულის ერთ ნახევარს უხარია ქება, წუხს ძაგების გამო. რადგან საკუთარი შემეცნების საიდუმლო სიღრმეში ვგრძნობთ, რომ არც ქებითა და არც ძაგებით ჩვენს შესახებ სრულყოფილად არაფერია ნათქვამი. ფხიზლად უყურე გადამეტებულ ქებასაც და გადამეტ...
"თვალები სულების შეხვედრის წერტილია!" - თქვა ერთმა ბრძენმა. სულის თვალი სულში აღწევს: იგი სანთელს ჰგავს, რომლის საშუალებითაც ჩვენ მეორე სულს ვუახლოვდებით, რათა გამოვცადოთ და შევიცნოთ იგი. როდესაც ბრმას ვყურებთ თვალებში - საპა...
იხილეთ სრულად
"თვალები სულების შეხვედრის წერტილია!" - თქვა ერთმა ბრძენმა. სულის თვალი სულში აღწევს: იგი სანთელს ჰგავს, რომლის საშუალებითაც ჩვენ მეორე სულს ვუახლოვდებით, რათა გამოვცადოთ და შევიცნოთ იგი.როდესაც ბრმას ვყურებთ თვალებში - საპასუხო გამოხედვის ამაო მოლოდინში, ჩვენ რაღაც იდუმალ, შემაშფოთებელ გრძნობას განვიცდით, ისევე, როგორც გვაშინებს სიბნელეში წყლის ყურება, ანდა უფანჯრებო სახლი.მზერა - საიმედო ჯაჭვია, რომლითაც ბუნება ადამიანს საკუთარ თავზე მიაჯაჭვავს...
რაც მეტია უღმერთო სიმდიდრე, მით მეტია სიღატაკე. რაც მეტია უღმერთო ცოდნა, მით მეტია სიცარიელე მხოლოდ ღმერთი აძლევს ადამიანს სიმდიდრესა და სიბრძნეს. უღმერთო სამყარო ღატაკებსა და სულელებს შობს
რაც უფრო ვიწროა ჰორიზონტი, მით მეტია მღელვარება. რაც უფრო ფართოა ჰორიზონტი, მით ნაკლებია მღელვარება. რაც უფრო ვიწროა ჰორიზონტი, მით მეტია წარმოდგენა საკუთარ თავზე. რაც უფრო ფართოა ჰორიზონტი, მით უფრო ნაკლებია წარმო...
იხილეთ სრულად
რაც უფრო ვიწროა ჰორიზონტი, მით მეტია მღელვარება.რაც უფრო ფართოა ჰორიზონტი, მით ნაკლებია მღელვარება.რაც უფრო ვიწროა ჰორიზონტი, მით მეტია წარმოდგენა საკუთარ თავზე.რაც უფრო ფართოა ჰორიზონტი, მით უფრო ნაკლებია წარმოდგენა საკუთარ თავზე.თუკი ჭის ქედმაღალი გომბეშო ოკეანის ნაპირას აღმოჩნდებოდა, იგი განიკურნებოდა ქედმაღლობისაგან