კარგი იქნება, თუ ყველა შენს სათნოებას უზარმაზარი სანთელივით დაანთებ. მაგრამ თუ ამასთან ერთად საკუთარ თავში დიდებისმოყვარეობას ვერ დაამარცხებ, იგი ქარიშხალივით ჩააქრობს ყველა შენს სანთელს. შენ კვლავ აანთებ მათ, მაგრამ ქარი ხელახლა ...
იხილეთ სრულად
კარგი იქნება, თუ ყველა შენს სათნოებას უზარმაზარი სანთელივით დაანთებ. მაგრამ თუ ამასთან ერთად საკუთარ თავში დიდებისმოყვარეობას ვერ დაამარცხებ, იგი ქარიშხალივით ჩააქრობს ყველა შენს სანთელს. შენ კვლავ აანთებ მათ, მაგრამ ქარი ხელახლა დაუბერავს. ამიტომ თავდაპირველად ქარი უნდა შეაჩერო
ყოველდღიურად შეცოდება და მონანიება ნიშნავს იმას, რომ ერთსა და იმავე ადგილას იტკეპნებოდე, იმის ნაცვლად, რომ წინ მიდიოდე. სანამ სინანული შენს ცოდვას არ გადასძალავს და ცოდვა არ შემცირდება, ჩვენი ყოფა აღსავსე იქნება ერთიდაიმავე კოშკის...
იხილეთ სრულად
ყოველდღიურად შეცოდება და მონანიება ნიშნავს იმას, რომ ერთსა და იმავე ადგილას იტკეპნებოდე, იმის ნაცვლად, რომ წინ მიდიოდე. სანამ სინანული შენს ცოდვას არ გადასძალავს და ცოდვა არ შემცირდება, ჩვენი ყოფა აღსავსე იქნება ერთიდაიმავე კოშკის აშენებითა და ნგრევით. უნდა იშრომო, რათა ერთხელაც შეინარჩუნო თუნდაც რაღაც დაუნგრეველი გუშინდელი დღიდან. ეს შენი ცხოვრების პირველი დღე იქნება
ადამიანს სძულს ის, ვის წინაშეც იგი შემცოდეა. თავიდან ეშინია, შემდეგ კი სძულს. როდესაც ადამიანი თავისი მეგობრის წინაშე შესცოდავს, მის წინაშე განიცდის შიშს, რომელიც შემდგომ სიძულვილში გადაიზრდება. სიძულვილი კი აბრმავებს. ადამიანს ე...
იხილეთ სრულად
ადამიანს სძულს ის, ვის წინაშეც იგი შემცოდეა. თავიდან ეშინია, შემდეგ კი სძულს. როდესაც ადამიანი თავისი მეგობრის წინაშე შესცოდავს, მის წინაშე განიცდის შიშს, რომელიც შემდგომ სიძულვილში გადაიზრდება. სიძულვილი კი აბრმავებს. ადამიანს ეშინია იმისი, ვინც მისი ცოდვები უწყის. შიშს კი სიძულვილი მოსდევს. როდესაც ადამიანმა იცის, რომ მისი ცოდვა ვინმესთვის ცნობილია, მისი სული შიშით ივსება, რომელიც მალე სიძულვილში გადაიზრდება. სიძულვილი კი აბრმავებს. იგივე ხდებ...
ღვთის სიყვარული ადამიანისადმი, აღემატება ადამიანის სიყვარულს უფლისადმი. ვინ იცის, ეყვარებოდა ბავშვს დედა, რომ არ ეგრძნო მისი სიყვარული საკუთარი თავისადმი? ასევე ადამიანსაც არ შეუძლია, აღანთოს თავის თავში ღვთისადმი სიყვარული ...
იხილეთ სრულად
ღვთის სიყვარული ადამიანისადმი, აღემატება ადამიანის სიყვარულს უფლისადმი. ვინ იცის, ეყვარებოდა ბავშვს დედა, რომ არ ეგრძნო მისი სიყვარული საკუთარი თავისადმი? ასევე ადამიანსაც არ შეუძლია, აღანთოს თავის თავში ღვთისადმი სიყვარული მანამდე, სანამ არ იგრძნობს ღვთის დაუსრულებელ სიყვარულს საკუთარი თავის მიმართ
როგორიცაა მიწა გეოგრაფიულ რუკასთან შედარებით, ისეთივეა სამყაროს ქრისტიანული გაგება კაბინეტურ ფილოსოფიასთან შედარებით. ეს სიმართლეა: ზოგჯერ რუკა მიწაზე უფრო ლამაზად გამოიყურება, მაგრამ რუკაზე ვერასოდეს ამოიზრდება თავთავი და ვერასოდ...
იხილეთ სრულად
როგორიცაა მიწა გეოგრაფიულ რუკასთან შედარებით, ისეთივეა სამყაროს ქრისტიანული გაგება კაბინეტურ ფილოსოფიასთან შედარებით. ეს სიმართლეა: ზოგჯერ რუკა მიწაზე უფრო ლამაზად გამოიყურება, მაგრამ რუკაზე ვერასოდეს ამოიზრდება თავთავი და ვერასოდეს ამოხეთქავს ანკარა ნაკადული
ქრისტე აღსდგა - მაშასადამე, ღმერთი ჭეშმარიტად არსებობს. ქრისტე აღსდგა - მაშასადამე, მართლაც არსებობს სულიერი სამყარო. ქრისტე აღსდგა - მაშასადამე, სიცოცხლე სიკვდილზე ძლიერია. ქრისტე აღსდგა - მაშასადამე, სიკეთე ბოროტე...
იხილეთ სრულად
ქრისტე აღსდგა - მაშასადამე, ღმერთი ჭეშმარიტად არსებობს.ქრისტე აღსდგა - მაშასადამე, მართლაც არსებობს სულიერი სამყარო.ქრისტე აღსდგა - მაშასადამე, სიცოცხლე სიკვდილზე ძლიერია.ქრისტე აღსდგა - მაშასადამე, სიკეთე ბოროტებაზე ძლიერია.ქრისტე აღსდგა - მაშასადამე, ქრისტიანთა სასოება გამართლებულია.ქრისტე აღსდგა - მაშასადამე, ყველა მიწიერი სიძნელეები დაძლეულია. ყველა სიძნელე დაძლეულია, მთავარი და მტანჯველი საიდუმლოებანი გახსნილია, ბოროტებისა და ტანჯვის ბორკილე...
ყოველნაირად ეცადე, ადამიანთა მიმართ ბოროტებისაგან გული განიწმინდო. რამეთუ, თუკი ადამიანების მიმართ ბოროტებას დაიგროვებ, იგროვებ შხამს, რომელიც ადრე თუ გვიან შენში ადამიანს მოკლავს. მთელი ძალისხმევით აღზარდე საკუთარ თავში სიკეთე ად...
იხილეთ სრულად
ყოველნაირად ეცადე, ადამიანთა მიმართ ბოროტებისაგან გული განიწმინდო. რამეთუ, თუკი ადამიანების მიმართ ბოროტებას დაიგროვებ, იგროვებ შხამს, რომელიც ადრე თუ გვიან შენში ადამიანს მოკლავს. მთელი ძალისხმევით აღზარდე საკუთარ თავში სიკეთე ადამიანების მიმართ, მეტად დაატანე ძალა შენს გამშრალ სულს და წყლის წვეთებივით ყოველთვის გამოადენ სიკეთეს, მტრების გამართლებას. ეს კი ნიშნავს, რომ სიკეთით მათზე სულიერად გაიმარჯვებ. ნუ დაუშვებ, რომ მზე შენზე კეთილშობილი იყოს...
დანაშაული ყოველთვის სისუსტეა. დამნაშავე მხდალია და არა გმირი. ამიტომ მას, ვინც გაწყენინებს, უყურე ისე, როგორც შენზე სუსტს; ისევე როგორც პატარა ბავშვს სამაგიეროს არ გადაუხდი, ასევე ნურავის მიაგებ სანაცვლოს. რამეთუ იგი ბოროტებისგან ...
იხილეთ სრულად
დანაშაული ყოველთვის სისუსტეა. დამნაშავე მხდალია და არა გმირი. ამიტომ მას, ვინც გაწყენინებს, უყურე ისე, როგორც შენზე სუსტს; ისევე როგორც პატარა ბავშვს სამაგიეროს არ გადაუხდი, ასევე ნურავის მიაგებ სანაცვლოს. რამეთუ იგი ბოროტებისგან კი არა, სისუსტისაგან იბადება. ასე შეინარჩუნებ ძალას და მიემსგავსები წყნარ ზღვას, რომელიც არასოდეს გადმოვა ნაპირებიდან იმ უგუნურის დასახრჩობად, მას ქვებს რომ ესვრის
მეცნიერის გულწრფელი შეკითხვა ბუნებასთან ასეთი იქნებოდა: "ბუნებავ, მითხარი, ვინ ხარ შენ, რათა გავიგო ვინ ვარ მე..." ისტორიკოსის გულწრფელი შეკითხვა ისტორიის მიმართ ასეთი იქნებოდა: "ისტორიავ, მითხარი, ვინ ხარ შენ, რათა ვიცოდე, ვ...
იხილეთ სრულად
მეცნიერის გულწრფელი შეკითხვა ბუნებასთან ასეთი იქნებოდა: "ბუნებავ, მითხარი, ვინ ხარ შენ, რათა გავიგო ვინ ვარ მე..."ისტორიკოსის გულწრფელი შეკითხვა ისტორიის მიმართ ასეთი იქნებოდა: "ისტორიავ, მითხარი, ვინ ხარ შენ, რათა ვიცოდე, ვინ ვარ მე..."მოძღვრის გულწრფელი შეკითხვა ღვთის მიმართ ასეთი იქნებოდა: "ღმერთო, მითხარი, ვინ ხარ შენ, რათა ვიცოდე, ვინ მე..."სამივე ამ კითხვის უცდომელი პასუხი ასეთი იქნებოდა: "ადამიანო, მიპოვე საკუთარ თავში!"