წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) - ციტატები, ამონარიდები
ადამიანთა ბედნიერება სიცილსა და მწუხარების კვნესას შორის გაიელვებს ხოლმე რაღაც იდუმალი ღიმილი, რომელიც ათბობს, მაგრამ არ წვავს. ეს ღიმილი სრულებით არ ჰგავს ცინიკოსის დამცინავ, ცივ ჩაცინებას. დედის ღიმილი მოთამაშე ჩვილის საწოლთან ა... იხილეთ სრულად
ბედი – ეს ფიქრია უფლისა, ყველაფერი მომხდარის შესახებ, მაგრამ არა ისეთი პასიური და უძლური, როგორც – ადამიანისა, არამედ აქტიური და გადამწყვეტი. ვიღაც დილით უახლოეს ქალაქში აპირებდა გამგზავრებას, მაგრამ ღამით სიკვდილი წამოეწია და შორ... იხილეთ სრულად
რა არის ქვეყნად უფრო არასანდო, ვიდრე ადამიანის ფიქრები? რამდენი ადამიანი ინანიებს საღამოს იმას, რაც დღისით ილაპარაკა? თუკი არ გსურს, საკუთარ სულს ავნო, ყველას, ვინც გაკვრით რამეს გეტყვის, ყურს ნუ დაუგდებ, მაგრამ უსმინე, რას ამბობს... იხილეთ სრულად
აღსარება – ეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანს დაეხმაროს საკუთარი უძლურების დანახვაში, რომელსაც იგი ძლიერების ნიღბით ფარავს.
აღსარება – ეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანს დაეხმაროს იმ სულიერი ჭრილობების გახსნაში, რომელსაც ჯანმრთელობის საფარველით ფარავს.
აღსარება – ეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანს დაანახოს საკუთარი სულის არარაობა და ბოროტება, რომელსაც იგი ოსტატურად ფარავს კეთილსურნელებით.
აღსარება – ეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანმა, რომელიც საკუთარ თავს ბრწყინვალე რაინდად წარმოიდგენს, დაინახოს ის არარაობა, რომლითაც იგი ღვთის პირისპირ წარსდგება.
არავინ მიდის ექიმთან იმისათვის, რომ საკუთარი ჯანმრთელობით იტრაბახოს, არამედ იმისათვის, რომ თავისი წყლულები აჩვენოს მას. არავინ მიდის მოძღვართან იმისათვის, რათა საკუთარი სიმართლით თავი მოაწონოს მას, არამედ იმისათვის, რომ თავისი სიმ... იხილეთ სრულად
საჭიროა, ბავშვებს ყველაზე მთავარი ვასწავლოთ, რამეთუ ის, რასაც ადამიანი ბავშვობისას ისწავლის, აღარ დაივიწყებს. მეორეხარისხოვანი საგნების სწავლება მოგვიანებითაც შეიძლება, დიდი უბედურება ამაში არ იქნება. მაგრამ თუკი მთავარს არ ასწავლ... იხილეთ სრულად