ურწმუნოებს ეშინიათ სიკვდილის, რადგანაც მასში სიცოცხლის განადგურებას ხედავენ. მრავალ მორწმუნეს ეშინია სიკვდილის, რადგანაც თვლის რომ უნდა აღასრულოს თავისი საქმე ამქვეყნად: ფეხზე დააყენოს შვილები, ანდა დაამთავროს დაწყებული საქმე. თვი...
იხილეთ სრულად
ურწმუნოებს ეშინიათ სიკვდილის, რადგანაც მასში სიცოცხლის განადგურებას ხედავენ. მრავალ მორწმუნეს ეშინია სიკვდილის, რადგანაც თვლის რომ უნდა აღასრულოს თავისი საქმე ამქვეყნად: ფეხზე დააყენოს შვილები, ანდა დაამთავროს დაწყებული საქმე. თვით ზოგიერთი წმიდანიც კი შიშს განიცდიდა სიკვდილის ჟამს. როდესაც ანგელოზნი დაეშვნენ, რათა მიეღოთ სული წმიდა სისოისა, ეს ზეციური ადამიანი ევედრებოდა, რომ ცოტა ხნით კიდევ დაეტოვებინათ ამ ცხოვრებაში, რათა შესძლებოდა, მოენანიებ...
სიკვდილის წინ ავადმყოფობა ძალიან მნიშვნელოვანია. მრავალ ცოდვილს მან მარადიული ხსნა მოუტანა. და ათასობით ცოდვილმა ღმერთი და საკუთარი სული მხოლოდ ავადმყოფობის სარეცელზე შეიცნო. ხოლო, როდესაც შეიცნობდნენ ამ ორ უდიდეს რეალობას, რომელთ...
იხილეთ სრულად
სიკვდილის წინ ავადმყოფობა ძალიან მნიშვნელოვანია. მრავალ ცოდვილს მან მარადიული ხსნა მოუტანა. და ათასობით ცოდვილმა ღმერთი და საკუთარი სული მხოლოდ ავადმყოფობის სარეცელზე შეიცნო. ხოლო, როდესაც შეიცნობდნენ ამ ორ უდიდეს რეალობას, რომელთაც სიცოცხლეში არ უფრთხილდებოდნენ, მწარედ ინანიებდნენ და მისტიროდნენ თავიანთ უგუნურ ცხოვრებას. აღსარებას ამბობდნენ, ეზიარებოდნენ და ქრისტეს ცრემლითა და სისხლით განწმენდილნი მის ზეციურ, ნათელ სასახლეში შესვლის ღირსნი ხდებო...
ზოგიერთი წმიდანი ღმერთს ევედრებოდა, რომ მისთვის სნეულება გამოეგზავნა, რათა სიკვდილი გაუფრთხილებლად არ მოსულიყო და მონანიების გარეშე არ მომკვდარიყვნენ, არ დაეტოვებინათ ეს სამყარო მანამ, ვიდრე ტანჯვის სიმწარე ხორციელ სიამოვნებათა ყვ...
იხილეთ სრულად
ზოგიერთი წმიდანი ღმერთს ევედრებოდა, რომ მისთვის სნეულება გამოეგზავნა, რათა სიკვდილი გაუფრთხილებლად არ მოსულიყო და მონანიების გარეშე არ მომკვდარიყვნენ, არ დაეტოვებინათ ეს სამყარო მანამ, ვიდრე ტანჯვის სიმწარე ხორციელ სიამოვნებათა ყველა მოგონებას არ გაანადგურებდა. წმიდა წერილში ნათქვამია: „რამეთუ რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის; და ტანჯის ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის“ (ებრ. 12, 6). შესაბამისად, ვისაც არ სჯის, იმას უხალისოდ იღებს.
ამიტომაც, ნუ გშურს...
ზეციური ცხოვრების რწმენის გარეშე, სიკვდილის შიში უბრალოდ თოკია კისერზე, რომლითაც სიკვდილი განსჯილებს საკუთარი ხახისაკენ მოათრევს. სიცოცხლე ურწმუნოსათვის სხვა არაფერია, თუ არა ქროლვა სიკვდილისა, ქროლვა, რომელიც აშლის და მიმოაბნევს ...
იხილეთ სრულად
ზეციური ცხოვრების რწმენის გარეშე, სიკვდილის შიში უბრალოდ თოკია კისერზე, რომლითაც სიკვდილი განსჯილებს საკუთარი ხახისაკენ მოათრევს. სიცოცხლე ურწმუნოსათვის სხვა არაფერია, თუ არა ქროლვა სიკვდილისა, ქროლვა, რომელიც აშლის და მიმოაბნევს მკვდარ ფერფლს, გაჰქექს და ჩატკეპნის მას მიწაში. უღმერთოს რომ შესძლებოდა ყველაფრის ბოლომდე, ლოგიკურად გააზრება, მას უნდა ეთქვა, სიცოცხლე საერთოდ არ არსებობს, სიკვდილი – ერთადერთი რწმენაა მისი, სიკვდილი – ერთადერთი მარადიუ...
დიდი მაშინ გახდები, როდესაც გონებაში შენს თავს არარაობად წარმოიდგენ, როდესაც საკუთარი სულით უსასრულო და უსაზღვრო სულთან ამაღლდები, და ამ სიმაღლიდან შეხედავ საკუთარ თავს ისევე ობიექტურად, როგორც უყურებ ყველაფერს, რაც შენს გარშემოა;...
იხილეთ სრულად
დიდი მაშინ გახდები, როდესაც გონებაში შენს თავს არარაობად წარმოიდგენ, როდესაც საკუთარი სულით უსასრულო და უსაზღვრო სულთან ამაღლდები, და ამ სიმაღლიდან შეხედავ საკუთარ თავს ისევე ობიექტურად, როგორც უყურებ ყველაფერს, რაც შენს გარშემოა; როდესაც ამ სიმაღლიდანაც შეხედავ საკუთარ თავს, როგორც მიცვალებულსა და ფერფლს; როდესაც მარადიული ცხოვრებით უკვდავებას შეუერთდები; მაშინ შენს წინაშე მთელი სისრულით გაცხადდება სიკვდილის უმწეობა და ამაოება; დაინახავ თვითონ ს...
ბუნება არ არის დამნაშავე, თუკი მას ურწმუნო გააღმერთებს. იგი მთელი არსებით ეწინააღმდეგება უფლის უარმყოფლებს და მის გამღმერთებლებს. მთელი ბუნება: დაწყებული თვალუწვდენელი მზიდან და უმცირესი ატომით დამთავრებული, ერთხმად და ჰარმონიულად...
იხილეთ სრულად
ბუნება არ არის დამნაშავე, თუკი მას ურწმუნო გააღმერთებს. იგი მთელი არსებით ეწინააღმდეგება უფლის უარმყოფლებს და მის გამღმერთებლებს. მთელი ბუნება: დაწყებული თვალუწვდენელი მზიდან და უმცირესი ატომით დამთავრებული, ერთხმად და ჰარმონიულად მოწმობენ მათი შემოქმედის ყოფიერებასა და მოქმედებას.
ბრძენი ადამიანი, ვიდრე ჯანმრთელია, ფიქრობს სიკვდილზე, აღარ ვლაპარაკობ ავადმყოფებზე. სიკვდილის ამ საუფლოში სიკვდილზე უფრო რეალური არაფერია, უთხრა უფალმა შეშლილ მდიდარს, რომელიც კიდევ უფრო გამდიდრების გეგმებს აწყობდა: „უგუნურო, ამას...
იხილეთ სრულად
ბრძენი ადამიანი, ვიდრე ჯანმრთელია, ფიქრობს სიკვდილზე, აღარ ვლაპარაკობ ავადმყოფებზე. სიკვდილის ამ საუფლოში სიკვდილზე უფრო რეალური არაფერია, უთხრა უფალმა შეშლილ მდიდარს, რომელიც კიდევ უფრო გამდიდრების გეგმებს აწყობდა: „უგუნურო, ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან; ეგე, რომელ მოიმზადე ვისა იყოს?“
ბანკირი, რომელიც ფულს ითვლის, წარმოიდგენს, კიდევ რამდენ ხანს შეუძლია დრო ატაროს.
მშიერი მეკუბოვე რომელიც ქალაქს უყურებს, ფიქრობს იმაზე, თუ ვისი ბაგეებიდან მიიღებს ხვალ პურის ლუკმას.
არ ღირს ისურვო უეცარი სიკვდილი, მისთვის მზადყოფნაა საჭირო, როცა არ უნდა დადგეს იგი, – ასე ასწავლის ეკლესია. არსებობს მრავალი კანონიკური ლოცვა, რომლითაც შევთხოვთ უფალს, დაგვიფაროს ყოველგვარი უბედურებისაგან, რომელსაც უეცარი სიკვდილი...
იხილეთ სრულად
არ ღირს ისურვო უეცარი სიკვდილი, მისთვის მზადყოფნაა საჭირო, როცა არ უნდა დადგეს იგი, – ასე ასწავლის ეკლესია. არსებობს მრავალი კანონიკური ლოცვა, რომლითაც შევთხოვთ უფალს, დაგვიფაროს ყოველგვარი უბედურებისაგან, რომელსაც უეცარი სიკვდილიც მიეკუთვნება. მაგრამ ის, ვის ხელშიცაა სიკვდილ–სიცოცხლის ძალაუფლება, მოქმედებს საკუთარი წმიდა განგებულებით, ყოველი ადამიანის სულის სასარგებლოდ, მიჰყავს იგი ამქვეყნიდან უეცრად, თუ სტოვებს მას აქ გარკვეული დროით. ზოგჯერ იგ...