რადგან ღმერთი ასეთი საოცარი გზით გვაცხონებს, ჩვენი აუცილებელი მოვალეობაა განუწყვეტლივ ვმადლობდეთ და ვაკურთხევდეთ მის ყოვლადწმიდა სახელს. ეს არა მარტო სიტყვით უნდა ვაკეთოთ, არამედ უმთავრესად საქმით, რომ ჩვენმა საქციელმა მისი ღვთიურ...
იხილეთ სრულად
რადგან ღმერთი ასეთი საოცარი გზით გვაცხონებს, ჩვენი აუცილებელი მოვალეობაა განუწყვეტლივ ვმადლობდეთ და ვაკურთხევდეთ მის ყოვლადწმიდა სახელს. ეს არა მარტო სიტყვით უნდა ვაკეთოთ, არამედ უმთავრესად საქმით, რომ ჩვენმა საქციელმა მისი ღვთიური დიდებულება არ შეურაცხყოს. რადგან თუ ბაგით ვაკურთხევთ, ხოლო საქმით შეურაცხვყოფთ, ეს მისი დაცინვაა.
როგორც ექიმი აჭირვებს ავადმყოფს ოპერაციებით, მწარე წამლებით, სხეულის ასოების მოკვეთით და ა. შ. – რა თქმა უნდა, მისი განკურნების მიზნით და არა ბოროტების გამო – ასევე ღმერთიც, ჩვენი სულისა და ხორცის მკურნალი, ყოველგვარი წამლით, მწუხ...
იხილეთ სრულად
როგორც ექიმი აჭირვებს ავადმყოფს ოპერაციებით, მწარე წამლებით, სხეულის ასოების მოკვეთით და ა. შ. – რა თქმა უნდა, მისი განკურნების მიზნით და არა ბოროტების გამო – ასევე ღმერთიც, ჩვენი სულისა და ხორცის მკურნალი, ყოველგვარი წამლით, მწუხარებითა და ტკივილით გვმკურნალობს, რომ ყველაზე დიდი სიკეთე სულიერი ჯანმრთელობა – მოგვანიჭოს. მაგრამ ის, ვინც დრტვინავს და არ ითმენს, როგორც მე, სულიერ სარგებელს კარგავს და მხოლოდ ტკივილი რჩება.
არ შეიძლება და არც შეგვშვენის, რომ უფლის სწავლების დროს გულისწყრომამ მოგვიცვას. ყველაფერი სიმდაბლით და მორჩილებით უნდა დავითმინოთ, რადგან უფლის სწავლების მიზანია სულის უძვირფასესი ჯანმრთელობა მოგვანიჭოს.
ღმერთი ჩვენს სასარგებლოდ გვწვრთნის, რომ მის სიწმინდეს ვეზიაროთ. უფალი თავის მოყვარულ ერთგულ მონებს სხვადასხვაგვარი მწუხარებით საუკუნო დიდებას უმზადებს.
ნეტარია, შვილო, ვინც ამ ცხოვრების მწუხარებებს მოთმინებითა და ღვთისადმი მადლიერებით იღებს. უფალი ამგვარი მწუხარებით უკვდავ სულს თავისი სასუფევლის საუკუნო სიკეთის მისაღებად ამზადებს.