ღმერთს ადვილად არ სწყინს და ადამიანის შრომასა და მოთმინებას აჯილდოებს; ადამიანიც ასეთივე უნდა იყოს ღმერთთან მიმართებაში - არ დაიშუროს შრომა და მოთმინება მისთვის.
ღირსი უნდა იყო იმისა, ვინც თავისი ძე გიწოდა და ისე უნდა იქცეოდე, როგორც ღვთის ძეს შეჰფერის, როცა რამის კეთებას იწყებ, გაიხსენე, რომ ღმერთს მამას უწოდებ.
თუკი საკუთარ თავში არ გრძნობ სურვილს, აღასრულო ის, რაც უფალს ესათნოება, მაშინ ბრმაც ხარ, ყრუც, მუნჯიცა და ხელ-ფეხიც გაკლია, განრღვეულზე ბევრად უარეს მდგომარეობაში იმყოფები.
ჩვენც კი არ ვღებულობთ მეგობრების წრეში, არ დავუშვებთ ჩვენს საზოგადოებაში, ვერ ვითმენთ ჩვენს სახლში მათ, ვინც ყოველთვის ჩვენს საწინააღმდეგოდ ცხოვრობს. ასევე ღმერთიც, მით უმეტეს იგი, როგორც ყოვლადწმიდა და მართლმსაჯული, არასდროს ღებუ...
იხილეთ სრულად
ჩვენც კი არ ვღებულობთ მეგობრების წრეში, არ დავუშვებთ ჩვენს საზოგადოებაში, ვერ ვითმენთ ჩვენს სახლში მათ, ვინც ყოველთვის ჩვენს საწინააღმდეგოდ ცხოვრობს. ასევე ღმერთიც, მით უმეტეს იგი, როგორც ყოვლადწმიდა და მართლმსაჯული, არასდროს ღებულობს თავის ზეციურ სასუფეველში ჯიუტი, ბოროტი ნების ადამიანებს.