სინანული - ციტატები, გამონათქვამები

სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ქვეყნად განხორციელებულმა მესიამ - იესო მაცხოვარმაც სინანულის ქადაგებით დაიწყო თავისი მოღვაწეობა კაცთა შორის. მთელი მისი ქვეყნიური ცხოვრება ხომ საკაცობრიო სინანული იყო. იგი ხომ მთელი ქვეყნიერებისათვის ეწამა, ივნო, მოკვდა და აღსდგა მესამე დღეს; მან ხომ დაითმინა საკაცობრიო დასათმენი, გაიღო საქვეყნო მსხვერპლი და გამოისყიდა ცოდვის მონებისაგან ადამიანი. უფლის მიერ კაცთათვის დათხეული სისხლის საფასურად მხდა განახლება ადამიანის დაცემული ბუნებისა. იესო ქრისტემ - უწმიდესმა და უცოდველმა, იმიტომ დაითმინა ჯოჯოხეთური ტანჯვა-წამება, იმიტომ ზიდა ადამიანთა ცოდვებით დამძიმებული უდიდესი ჯავრი ქვეყნისა, რომ მოეცა მაგალითი კაცთათვის ცოდვის მონებისაგან განთავისუფლებისა. ცოდვამ დააშორა კაცი ღმერთს და ამიტომ მისი ღმერთთან მიახლოებაც ცოდვებისაგან განთავისუფლებითა და დაკარგული სიწმიდისა და პატიოსნების დაბრუნებით არის შესაძლებელი. მხოლოდ სინანულით გვეხსნება ქვეყნის მკვიდრთ ზეცის კარები. ქვეყნად განხორციელებულმა მესიამ - იესო

უკეთუ ჟამსა სინანულისასა არა ჰყო გლოვა, არად შეერაცხების და ურგებ ექმნების სინანული იგი უდროოდ უკეთუ ჟამსა სინანულისასა არა ჰყო გლოვა, არად

სინანულიც ხშირად არასწორად, მცდარად გვესმის. ზოგს სინანული მარტო ცოდვების აღიარება ჰგონია. ეს აღიარებაა და არა სინანული. თუ აღსარებას სინანული არ ახლავს, ცოდვების აღიარებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, არაფრის მომცემია. სინანულიც ხშირად არასწორად, მცდარად გვესმის.

სინანულიცა ძმანო და სინანულიც. არის სინანული საკუთარი ნებით, ე.ი. შეგნებული და არის სინანული უნებლიე, შეუგნებელი. უნებლიე სინანულია, როცა მაგალითად, კაცი მხნეობისას ფეხებს არ ასვენებდა უწესო საქმეებისაგან და შემდეგ, როცა უძლურდება და ფეხები უმძიმდება, ვეღარ ახერხებს ბოროტ საქმეთათვის მოძრაობას; ხელი არ ცხრებოდა შფოთისა და ბრძოლებისაგან და შემდეგ უძლურებაში აღარ ძალუძს მოქმედება მათი; თვალები მისი დავსებული იყო შურისაგან, ახლა კი, როცა სინათლე წაერთვა, ცუდად იცრემლება; ენა მისი ბილწსიტყვაობასა და გინებში იყო დაღლილი, სიბერისას კი ჩიფჩიფით იწყებს მეტყველებას; თვითონ აღარ შეუძლია ადგომა-დაჯდომა და სიარული და რწევითა და ბარბაცით იწყებს რონინს. სად არის ძმანო, აქ სინანული? ეს ხომ იძულებითი მდგომარეობაა სიბერით გამოწვეული და არა შეგნებული სინანული ცოდვებისათვის?
ამიტომ იჩქარეთ და შეინანეთ საყვარელნო! ნუ გადასდებთ სინანულს მომავლისათვის, რადგან არ ვიცით სიკვდილი როდის მოგვაკლითხავს. მონანიებისათვის ადრე არასოდეს არ არის, დაგვიანებულს კი ვეღარაფრით უშველი. სინანულიცა ძმანო და სინანულიც. არის სინანული

სინანული ესე არს მარგებელი: რაჟამს ცოდვილი ადრე მოეგოს თავსა თვისსა და გონებათა თვისთა, განიხილვიდეს და შესტირებდეს ნაცოდავთა თვისთა, და წინა დაიდებდეს და განიცდიდეს სულგრძელებათა ღმრთისათა:
- ვითარ-ძი ღმერთმან მე შემიყვარა და რაოდენნი პატივნი მომანიჭნა, და მე სიყვარული ღმრთისა დაუტევე და ესოდენსა სიბილწეთა შინა ვიყავ და ესოდენ ღმერთი სულგრძელ მექმნა, - და ტიროდეს მწარედ მსგავსად პეტრესა, და მივიდეს მოძღვრისა და განიწმიდოს აღსარებით თავი, და ეგრე მოიძულოს ცოდვა ვითარცა უყვარდა.
ხოლო ურგები სინანული ესე არს, რომელი ყო იუდა. რამეთუ სირცხვილისათვის მოიკლა თავი და არა გულითა შემუსრვილითა ვიდოდა სიმდაბლითა. და მეორე, მსგავსი ამისა, რაჟამს თქვას კაცმან:
- ღმერთი მოწყალე და სულგრძელ არს, ცოდვა ესე აღვასრულო და შემდგომად შევინანო.
იხილე, თუ სოფელსა ამას შინა თქვას მონამან ვინმე:
-პირველად შევსცოდო მეფესა ჩემსა და მერმე შევინანო და ვმსახურო?
არამედ დღითიდღე ჰმატებს სამსახურთა. უკეთუ საწუთოსა მეფისა არა განივლების გულთა კაცისათა, ვითარ იტყვი ამასა რამეთუ - ჯერეთ ცოდვა ესე აღვასრულო და შემდგომად შევინანო, რამეთუ ღმერთი მოწყალე არს და შემინდობსო. სინანული ესე არს მარგებელი: რაჟამს ცოდვილი

სინანული არის კაცთ ცთომისაგან თავისი ნებითა ხელის აღება, მოძაგება და მოძულება, როგორც რომ დავითიც ღარადებს: "ცოდვა მოვიძულე და მოვიძაგე". და თავს გამოდებით ცდა და თავს გამოსაჯურებით დგომა კეთილობაზედა, რომ აღარც კი მოხედოს, როგორც რომ მართალთა აქვს ჩვეულება, რომ მოსაგონებელად ეძვინებათ, ართუ ისე საქმელათღა მოიგონონ და დატკბონ, რომელთაც რომ თვით თავადი არს ღმერთი სული ყოვლად წმიდაც ემოწმება: "რამეთუ არა მიხედნა ამაოებასა, არცა სიცბილსა ტყუოლისასა. და არის სინანული მრავალგვარად განფენილი და მოწლედ შესატკბობი და შესაყვარებელი. არის ღმრთის კაცთმოყვარებისაგან ხელიშ ეხებითაც სამოქმედო სინანული, და არის კაცთგონიერებისაგანაც განჩინებული და ტკბილად მიღებული და აღსრულებული. და არის სინანული ეკლესიის ხმისაგანაც ქადაგებული და ტკბილად შეწყნარებული და საყოველთაოდ დიდებული, ყოველთ სიტყვიერთაგან მოკვდავთა მიღებული და მისაღებელი. და არის სინანული ჟამად მიღებული და ჟამად დატევებული.
და აქვს ცოდვასაცა და სინანულსაცა მრავალი უცნაურება ადგილთაცა, ჟამითაცა, კაცთაგანცა და უეცრად შევარდნითაცა მოუნდომებლათა და უფიქრებლათაცა, როგორც რომ მრავალნი ბრძენნი და კაცნი მართალნი და წმიდანიც შევარდნენ და ცოდვასა შეეხეთქნენ. და ზოგნი კი აღდგნენ და აღემართნენ. და ზოგნი კი განიწირნენ და წარწმდენ. და იმათის საქმის დაფარულება ერთს ღმერთს ესაცნაურების და არა სხვათა ვისმე. სინანული არის კაცთ ცთომისაგან თავისი ნებითა

სინანულია მთავარი... სინანულს ითხოვს ღმერთი ცოდვის სანაცვლოდ, რადგან სინანულია ის საშუალება, რომლითაც შემცოდე ადამიანს უბრუნდება ღმერთთან ურთიერთობის მორალური უფლება და, როცა ერს არ აქვს საკმარისი სინანული, მაშინ კაცთმოყვარე ღმერთი, ისევ ჩვენდა სასიკეთოდ, გვიგზავნის ტკივილს, მწუხარებას, შიმშილს და სხვადასხვა სახის განსაცდელს და ამით გვიბათილებს ცოდვებს. ცოდვა მატერიაა, ის არ ქრება. ის უარყოფითი, ბოროტი ენერგიაა და მისი განეიტრალება მხოლოდ ცოდვის გამოტირებით ან ტანჯვითა და ტკივილებით არის შესაძლებელი. სინანულია მთავარი... სინანულს ითხოვს ღმერთი

სინანულზე ჩვენ გვისაუბრია და ვთქვით, რომ ადამიანი ვერასოდეს მისწვდება სრულიად იმას, თუ რა არის სინანული, მას ვერასოდეს განმარტავს სიტყვით. ამიტომაც იწოდება იგი წმიდა საიდუმლოდ. სინანულის თემა ამოუწურავია, რადგან სინანული ჩვენ უფალთან მიგვაახლებს. როგორ უნდა გამოთქვა სიტყვით ის, რაც ღმერთთან გაკავშირებს, რაც შენ გაცხოვნებს. სინანული არის გზა ცხონებისაკენ. ეს არს გზა, ეს არის გარკვეული გამოცდილება და არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს რაიმე თეორიას ან რაიმე კონცეფციას.
სინანული ძალზედ რთული და მტკივნეული პროცესია, რადგან ამ დროს ადამიანი სრულ მეტამორფოზას განიცდის. სინანული ასეც იწოდება. წმიდა მოციქულებამა სინანულს უწოდეს მეტანია. ბერძნული სიტყვა მეტანია სწორედ ამ მატემორფოზას ნიშნავს (ბერძ. მეტა "გადა", "გარდა" და ნოია "ცვლილება" გონებრივი, სულიერი ცვლილება), რაც მხოლოდ საკუთარი თავის იძულებით მიიღწევა, როგორც უფალი განმარტავს: "სასუფეველი ცათა - იიძულების, და რომელნი აიძულებენ, მათ მიიტაცონ იგი" (მათე 11, 12); "სასუფეველი ღმრთისა - ეხარების, და ყოველივე მისა მიმართ იიძულების" (ლუკა 16, 16). თავისთავად ცხადია, რომ ეს მტკივნეული პროცესია. სინანულზე ჩვენ გვისაუბრია და ვთქვით, რომ

რამეთუ ვითარცა მტრისა უწყალოისა მირ ნაკრავნი ისარნი და სხვანი მახვილნი დაჰკოდენ და დააწყლულებენ ხორცთა კაცთასა, ეგრეთვე უდიდესად და უმძიმესად ცოდვანი მოსწყლავენ სულსა კაცთასა და დაჰკიდენ უწყალოდ; ვითარცა მკურნალნი და დასტაქარნი წყლულთა მათ წამალთა და ემპლასტროთა და სალბუნთა მიერ უმსწრაფლესად და უადვილეაად განჰკურნებს, სულსა შეცოდებულსა - გლოვანი, ტირილნი და სინანული მწუხარენი. და ვითარცა გვიან რა მოუნახონ მოყვანებად სნეულსა მკურნალი და მოწყლულსა მას - დასტაქარი, და გარდაექცეს სასიკვდინედ და მიახდეს სიკვდილი და არღარა ერგოს მის მიერ და უხმარ იქმნეს მოსვლა მკურნალისა და ცუდ წამალნი მისნი მისთვის, ეგრეთვე უჟამოთა და უდროოთა ჟამთა ურგებელ და ცუდ არს სულისათვის ცოდვათა სინანული. არამედ ჟამსა მარჯვესა და წესიერსა ხამს, რათა ყოს სინანული და გლოვა. რამეთუ ვითარცა მტრისა უწყალოისა მირ ნაკრავნი

ჰე საყუარელნო, გევედრები და ვითხოვ თქუენგან, რაითა ვიღუაყოთ მოსწრაფედ სულთა ჩუენთა ცხორებისათვის, რაითა არა გუერქუას ჩუენ წერილი იგი, ვითარმედ: "კაცნი იგი ნინეველნი აღდგენ სასჯელსა ნათესავისა ამის ზედა და დასჯიდენ მათ" (მათე 12,41). რამეთუ შეინანეს ერთისა მის ქადაგებისაგან, რომელი-იგი ესმა მათ, და განიშორეს ყოველივე იგი ბოროტისა ჩუეულებაი მათგან და მიიწინეს იგინი თავსა სათნოებისასა. რამეთუ ვითარცა ესმა მათ, ვითარმედ ქალაქი მათი დაიქცევის, შეშინდეს და ძრწოდეს, და მოიქცეს ღმრთისა სინანულითა. ხოლო ჩუენ მარადის გუესმის ჯოჯოხეეთისათვის და საუკუნეთა მათთვის სატანჯველთა და არა მეშინის. მათ არაოდეს ესმინა სწავლაი წინასწარმეტყუელთაი, ხოლო ჩუენ მარადის ვიშუებთ თქუმულითა მათითა და ვიხარებთ ნიჭთა მიერ მადლისათა, რომელი გარდაემეტა ჩუენ ზედა ქრისტეს მოსლვითა ჰე საყუარელნო, გევედრები და ვითხოვ თქუენგან

სინანული, გამონათქვამები, ციტატები

2