განუწყვეტელ ლოცვაში გაწაფვისთვის იღვწით. კეთილი! მაგრამ დაუკვირდით, მოკლე ლოცვის მხოლოდ ენით გამეორებით არ შემოიფარგლოთ. ეს იქნება ლოცვის მექანიკური გამეორება ლოცვის გარეშე. უნდა მიეჩვიოთ რომ (ღმრთის) შიშსა და მოწიწებაში, შემუსვრი...
იხილეთ სრულად
განუწყვეტელ ლოცვაში გაწაფვისთვის იღვწით. კეთილი! მაგრამ დაუკვირდით, მოკლე ლოცვის მხოლოდ ენით გამეორებით არ შემოიფარგლოთ. ეს იქნება ლოცვის მექანიკური გამეორება ლოცვის გარეშე. უნდა მიეჩვიოთ რომ (ღმრთის) შიშსა და მოწიწებაში, შემუსვრილებასა და სიმდაბლეში იპყარით თავი. ისე იყავით, თითქოს უფლის წინაშე სამსჯავროზე იმყოფებოდეთ და თქვენს შესახებ უკანასკნელ განჩინებას ელოდეთ
იესოს ლოცვაში მხატვრული დასაქმება... ყურადღებით გულში მისი აღსრულება ან სვლა ღვთის ხსოვნით მარტივია, ჩვენი შრომის არსია და მას თავისთავად თავისი ბუნებრივი არამადლისმიერი ნაყოფები აქვს. ეს ნაყოფებია: აზრების მოკრება, მოკრძალება და ...
იხილეთ სრულად
იესოს ლოცვაში მხატვრული დასაქმება... ყურადღებით გულში მისი აღსრულება ან სვლა ღვთის ხსოვნით მარტივია, ჩვენი შრომის არსია და მას თავისთავად თავისი ბუნებრივი არამადლისმიერი ნაყოფები აქვს. ეს ნაყოფებია: აზრების მოკრება, მოკრძალება და ღვთის შიში; სიკვდილის ხსოვნა, გულისთქმების მოკვდინება და გულის შესამჩნევი სითბო. ეს ყველაფერი შინაგანი ლოცვის ბუნებრივი ნაყოფებია. ეს ყველაფერი კარგად უნდა დავიმახსოვროთ, თავი რომ არ მოვიწონოთ და სხვათა წინაშე არ დავიწყო...
ვნებებთან ცნობილი ბრძოლა გონებით ბრძოლაა. იგი ქმედითია, რადგან ვნებებს არ აძლევს საკვების მიღების საშუალებას და ამით აუძლურებს მათ. მაგრამ არსებობს მათთან საქმით ბრძოლაც - განზრახ კეთება ვნებათა საპირისპირო საქმეებისა. მაგალითად, ...
იხილეთ სრულად
ვნებებთან ცნობილი ბრძოლა გონებით ბრძოლაა. იგი ქმედითია, რადგან ვნებებს არ აძლევს საკვების მიღების საშუალებას და ამით აუძლურებს მათ. მაგრამ არსებობს მათთან საქმით ბრძოლაც - განზრახ კეთება ვნებათა საპირისპირო საქმეებისა. მაგალითად, სიძუნწის დასაძლევად საჭიროა დავიწყოთ ხელგაშლილი გაცემა; ამპარტავნების საპირისპიროდ უნდა ავირჩიოთ დამამდაბლებელი, დამამცირებელი საქმიანობა; გართობა-მხიარულების ვნების წინააღმდეგ - შინიდან გაუსვლელობა და ა.შ. ისც მართალია ...