განსჯა - ციტატები, გამონათქვამები
განსჯა - ციტატები, გამონათქვამები განსჯა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
რიდესაც სასარგებლო სიტყვა გესმის, ნუ განსჯი იმას, ვინც მას ამბობს, რათა სასარგებლო სწავლებას არ მოაკლდე.
ვიდრე არ გამოიძიებ, ნუ გაკიცხავ, ჯერ დაფიქრდი და შემდეგ შერისხე. ვიდრე არ მოისმენ, ნუ უპასუხებ და სიტყვას შუაში ნუ გააწყვეტინებ. საქმეზე, რომელიც შენ არ გეხება, ნუ კამათობ და ცოდვილთა დასჯაში მონაწილეობას ნუ მიიღებ. იხილეთ სრულად
საკუთარი ენა ღვთის სადიდებლად მივმართოთ. ყოველდღიურად გავარჩიოთ ჩვენი ცხოვრება, სხვისი ცხოვრების განსჯა კი მივანდოთ მას, ვინც ზუსტად უწყის დაფარული.
ღვთის სამსჯავრო ჯერ არ ყოფილა. მაშ, ნურც შენ განსჯი დროზე ადრე ნურცერთ ადამიანს. შესაძლოა, ცოდვილი გამოსწორდეს, ცუდი კი კეთილი გახდეს.
ჩვენ ყველამ ვიცით და ვამბობთ, რომ ადამიანი ხშირად საკუთარ თავს არ ჰგავს - რომ აზრები, გონება, ხასიათი და ყველა ჩვენი სულიერი ნიჭი გრძნობს გავლენას იმ გარემოებებისა, რომლებიც ჩვენზე არ არის დამოკიდებული; ჩვენ კი როგორ განვსჯით ადამ... იხილეთ სრულად
ცოდვილი ადამიანები განკითხვისას საკუთარ თავს განვიკითხავთ, რადგან არც ჩვენ ვართ თავისუფალნი ცოდვისგან.
ნუ განიკითხავ სხვას, არამედ ეცადე, საკუთარი თავი გამოასწორო, რათა თვითონ არ გახდე განსჯის ღირსი.
რაც უფრო მკაცრად და მიუკერძოებლად მსჯელობს ადამიანი საკუთარი საქმეების შესახებ, მით უფრო შემწყნარებელი და სამართლიანია მისი განსჯა მოყვასის საქმეების მიმართ.