სიბრძნე - ციტატები, გამონათქვამები
ბრძენი ადამიანი ძილის წინ ყოველთვის აანალიზებს განვლილ დღეს; ფიქრობს, რომელი უარყოფითი თვისება ან მავნე ჩვევა დაძლია, რა გააკეთა ცუდი, რა გააკეთა კარგი... ასე იქცეოდა, მაგალითად, ციცერონი. იგი წერს: "ყოველდღიურად ჩემს თავს ვე... იხილეთ სრულად
ღმერთო, აცხოვნე (უნდა ითქვას მაჭირვებელთა სახელი) და მისი ლოცვით მეც მაცხოვნე, - ამ სიტყვებში დიდი სიბრძნეა.
მთელი სიბრძნე კი უფლის ამ დარიგებაშია: შეიყვარე ღმერთი ყოვლითა გულითა, გონებითა, ყოვლითა სულითა და ძალითა შენითა; შეიყვარე მოყვასი, ვითარცა თავი შენი (მთ. 22,37).
როგორ მნიშვნელოვანია ადამიანისათვის ცოდნა და გონიერება, ჩვენ კი თითქმის არ ვზრუნავთ მისი შეძენისათვის, ნამდვილი ცოდნისა და სიბრძნის მოპოვებისათვის.
მეფე სოლომონი, ყველაზე ბრძენი ბიბლიური კაცი და მეფე, წერს: "უფლის შიში ცოდნის სათავეა. სიბრძნე და შეგონება ბრიყვებს არ უყვართ" (იგავნი 1,7). "...უფალი იძლევა სიბრძნეს და მის ბაგეთაგან არის ცოდნა და გონიერება... მაშინ მიხვდები რა ა... იხილეთ სრულად
სიბრძნე თავისით არ მოდის. იგი წყალობაა ღვთისა, რომელიც ეძლევა ღვთის მორწმუნე და მოშიშ ადამიანს.
ადამიანისთვის აუცილებელია, იყოს ჭეშმარიტი სარწმუნოების მიმდევარი, აუცილებელია გონიერება, რომ განასხვაოს ერთმანეთისგან სიკეთე და ბოროტება და შეძლოს მის გარშემო არსებული სიტუაციიდან სწორი არჩევანის გაკეთება. "ხოლო თუ რომელიმე თქვენგ... იხილეთ სრულად
ღირსი დიონისე ასე გვარიგებს: სიბრძნე გონებას მჭვრეტელობით უნარს ანიჭებს, მჭვრეტელობით ცოდნა მოიპოვება. ჭეშმარიტი ცოდნით კი - ჭეშმარიტებას ვეზიარებით. სიბრძნე არის გონების ძალა და უნარი. თუ გონება ფილოსოფიურია, იგი იწყებს სამყაროს ... იხილეთ სრულად