როგორც კი ადამიანი ლოცვად დგება, იწყება მისი ყურადღების მიზიდვა ყველა იმ სირთულისკენ, რასაც აწყდება ოჯახში თუ სამუშაოზე.
ეს არის ეშმაკის არსებობის დამადასტურებელი. ლოცვა მას წვავს, ამიტომაც მას მთელი ძალით აღუდგება ხოლმე წინ...
იხილეთ სრულად
როგორც კი ადამიანი ლოცვად დგება, იწყება მისი ყურადღების მიზიდვა ყველა იმ სირთულისკენ, რასაც აწყდება ოჯახში თუ სამუშაოზე.
ეს არის ეშმაკის არსებობის დამადასტურებელი. ლოცვა მას წვავს, ამიტომაც მას მთელი ძალით აღუდგება ხოლმე წინ.
link
მხედველობიდან არ გამოგვრჩეს, რომ გონებით ლოცვას დემონები უმხედრდებიან და წინ ეღობებიან. ისინი ცდილობენ, ადამიანს გონება გაუფანტონ, რომ ამაოდ ილოცონ; საბრალო ადამიანის გონებას მრავალ სხვადასხვა აზრს ახვევენ, რათა წარიტაცონ ნაყოფი ლ...
იხილეთ სრულად
მხედველობიდან არ გამოგვრჩეს, რომ გონებით ლოცვას დემონები უმხედრდებიან და წინ ეღობებიან. ისინი ცდილობენ, ადამიანს გონება გაუფანტონ, რომ ამაოდ ილოცონ; საბრალო ადამიანის გონებას მრავალ სხვადასხვა აზრს ახვევენ, რათა წარიტაცონ ნაყოფი ლოცვისა და მლოცველს მხოლოდ ფოთლები – ხორციელი შრომა და ძალისხმევა მიუგდონ.
ამიტომ კეთილად ლოცვის მსურველს მართებს ლოცვის აღვლენამდე განაგდოს ყოველი საზრუნავი და გულისსიტყვა. დაე, გონება ზედამხედველად დააყენოს, რომ მან თვა...
link
ლოცვის დროს ჩვენს ფანტაზიასთან შეერთებული და დემონური ძალებით მოძრავი ეს შთაბეჭდილებები გონების ზედაპირზე ამოტივტივდებიან, სულს სქელი ნისლივით ეხვევიან და ადამიანს საკუთარი სიტყვები აღარ ესმის. რა ვიღონოით, წარმოსახვა როგორც მოვთო...
იხილეთ სრულად
ლოცვის დროს ჩვენს ფანტაზიასთან შეერთებული და დემონური ძალებით მოძრავი ეს შთაბეჭდილებები გონების ზედაპირზე ამოტივტივდებიან, სულს სქელი ნისლივით ეხვევიან და ადამიანს საკუთარი სიტყვები აღარ ესმის. რა ვიღონოით, წარმოსახვა როგორც მოვთოკოთ, აზრებს თავი როგორ მოვუყაროთ, როგორ ვაიძულოთ გონება, რომ გულისყური მხოლოდ ლოცვას მიუგდოს? როგორ განვაგდოთ აზრები, ზრახვები, რომლებიც ჩვენს გარშემო კრაზანებივით ბზუიან? უფალმა ბრძანა, რომ დემონები მხოლოდ ლოცვითა და მა...
link
უხორცო მტრები ლოცვის დროს და მის გარეშეც შთააგონებენ ადამიანს ბილწ, ვერაგ, საგმობელ აზრებს, სულსა და სხეულს მცონარებისათვის განაწყობენ, მოჰგვრიან თვლემას, მთქნარებას, აიძულებენ შეღავათი მისცენ ხორცს – უდროო დროს დაჯდომით, კედელზე ...
იხილეთ სრულად
უხორცო მტრები ლოცვის დროს და მის გარეშეც შთააგონებენ ადამიანს ბილწ, ვერაგ, საგმობელ აზრებს, სულსა და სხეულს მცონარებისათვის განაწყობენ, მოჰგვრიან თვლემას, მთქნარებას, აიძულებენ შეღავათი მისცენ ხორცს – უდროო დროს დაჯდომით, კედელზე მიყუდებით და ა.შ. ისინი შთააგონებენ ზიზღს და უკადრობას ყოველივეს მიმართ ან მოჰგვრიან ადამიანს სხვა ადამიანთა შიშს (ან რაიმე გაურკვევლისას).
link
კვლავ შეგახსენებთ იმის შესახებ, თუ რა შრომაა გასაწევი. აზრებს თავისუფლად მიმოტაცების საშუალება არ მივცეთ და თუ აზრი უნებურად მაინც გაგვექცა, თავი გავკიცხოთ და აზრების მოთოკვის სურვილით აღვენთოთ.
წმ. იოანე კიბისაღმწერელი ამის...
იხილეთ სრულად
კვლავ შეგახსენებთ იმის შესახებ, თუ რა შრომაა გასაწევი. აზრებს თავისუფლად მიმოტაცების საშუალება არ მივცეთ და თუ აზრი უნებურად მაინც გაგვექცა, თავი გავკიცხოთ და აზრების მოთოკვის სურვილით აღვენთოთ.
წმ. იოანე კიბისაღმწერელი ამის შესახებ ამბობს: "საჭიროა გონება იძულებით მოვაქციოთ ლოცვის სიტყვებში".
link
ეგ არაფერი, თუ გონება, ზოგჯერ შორდება ლოცვას, შორდება იმ სიტყვებს, რომელსაც წარმოვთქვამთ. მთავარია, უცებ არ ავიკრათ გუდა–ნაბადი, დავრჩეთ ადგილზე და გონება დაგვიბრუნდება. გონება კვიცსაც ჰგავს, აღმა–დაღმა დარბის; დედასთან, რომელიც დ...
იხილეთ სრულად
ეგ არაფერი, თუ გონება, ზოგჯერ შორდება ლოცვას, შორდება იმ სიტყვებს, რომელსაც წარმოვთქვამთ. მთავარია, უცებ არ ავიკრათ გუდა–ნაბადი, დავრჩეთ ადგილზე და გონება დაგვიბრუნდება. გონება კვიცსაც ჰგავს, აღმა–დაღმა დარბის; დედასთან, რომელიც დაბმულია, არ ჩერდება. მაგრამ როცა იღლება, ბრუნდება და დედის ფეხებთან წვება.
link
44. ილოცვიდე რაი, ღმრთისა მიმართ აღიყვანე გულისსიტყუაი შენი; დაღათუ მიმოგანბნევით განვიდეს მიერ, კუალად მუნვე შეიყვანე
126. როგორ მოვიქცე, თუ ლოცვისას გონება მეფანტება?
107. რა გზით მოვიპოვებთ ყურადღებას ლოცვისას?
27. იესოს ლოცვის შესრულებისას გამუდმებით გონება მეფანტება, რა სარგებელი შეიძლება მივიღო ასეთი ლოცვისაგან?