ახალი აღთქმა, სახარება - ციტატები, გამონათქვამები ახალი აღთქმა, სახარება, გამონათქვამები
ევედრე უფალს, შემუსვრილი გულით, რომ თვალი აგიხილოს იმ დიდი სასწაულების დასანახად, რომლებიც მის სჯულში ან სახარებაშია დამარხული. და როგორც კი ადამიანს თვალი აეხილება, მაშინვე იგრძნობს სულის სასწაულებრივ განკურნებას ცოდვისაგან, რასა...
იხილეთ სრულად
ევედრე უფალს, შემუსვრილი გულით, რომ თვალი აგიხილოს იმ დიდი სასწაულების დასანახად, რომლებიც მის სჯულში ან სახარებაშია დამარხული. და როგორც კი ადამიანს თვალი აეხილება, მაშინვე იგრძნობს სულის სასწაულებრივ განკურნებას ცოდვისაგან, რასაც ქრისტე აღასრულებს. ხორციელ სალმობათა კურნება მხოლოდ სულის კურნების დასტური იყო, რომელიც ხორციელ ადამიანებს, გრძნობადით დაბრმავებულ გონებას სჭირდებოდა.
link
ღმერთმა გაუმჟღავნა თავისი ნება საბრალო მტვერს - ადამიანს! წიგნი, რომელშიც ეს დიდი და ყოვლად წმიდა ნებაა გადმოცემული, წინ გიდევს. შეგიძლია მიიღო ან უარყო შენი შემოქმედისა და მაცხოვრის ნება - გააჩნია, როგორ ისურვებ. შენ საუკუნო ცხოვ...
იხილეთ სრულად
ღმერთმა გაუმჟღავნა თავისი ნება საბრალო მტვერს - ადამიანს! წიგნი, რომელშიც ეს დიდი და ყოვლად წმიდა ნებაა გადმოცემული, წინ გიდევს. შეგიძლია მიიღო ან უარყო შენი შემოქმედისა და მაცხოვრის ნება - გააჩნია, როგორ ისურვებ. შენ საუკუნო ცხოვრება და საუკუნო სიკვდილი შენსავე ხელთაა. მაშ დაფიქრდი, რა სიფრთხილე და გონიერება გმართებს. ნუ ეთამაშები საუკუნო ცხოვრებას!
link
როდესაც სახარებას გადაშლი და წაკითხვას დააპირებ, გაიხსენე, რომ ხვალ იგი შენს საუკუნო ხვედრს გადაწყვეტს. სახარების მიხედვით განვისჯებით და, იმის შესაბამისად, თუ როგორ ვიქცევით აქ, მიწაზე, სახარებასთან მიმართებაში, ჩვენი წილხვედრი ი...
იხილეთ სრულად
როდესაც სახარებას გადაშლი და წაკითხვას დააპირებ, გაიხსენე, რომ ხვალ იგი შენს საუკუნო ხვედრს გადაწყვეტს. სახარების მიხედვით განვისჯებით და, იმის შესაბამისად, თუ როგორ ვიქცევით აქ, მიწაზე, სახარებასთან მიმართებაში, ჩვენი წილხვედრი იქნება საუკუნო ნეტარება ან საუკუნო ტანჯვა.
link
ნუ დასჯერდები სახარების უბრალო კითხვას, ეცადე მისი მცნებები შეასრულო, ეცადე შენი საქმეებით იკითხო იგი. სახარება ცხოვრების წიგნია და მას თვით ცხოვრებით უნდა კითხულობდე.
სახარების კითხვისას ნუ ეძიებ ტკბობას, აღტაცებას, ბრწყინვალე აზრებს: ეძიე შეუცდომლად დაინახო წმიდა ჭეშმარიტება.
როდესაც სახარება თეორიულ ჭეშმარიტებებსა და რწმენის დოგმატებს გასწავლის, შენ აღიარებ მათ უდიდეს ღირსებას, თუმცაღა, იგი გთავაზობს პრაქტიკულ რჩევებს შენი ჩვევების გამოსასწორებლად, შენში კი იღვიძებს ყველა შენი ჟინი და შენზე ზეწოლას იწ...
იხილეთ სრულად
როდესაც სახარება თეორიულ ჭეშმარიტებებსა და რწმენის დოგმატებს გასწავლის, შენ აღიარებ მათ უდიდეს ღირსებას, თუმცაღა, იგი გთავაზობს პრაქტიკულ რჩევებს შენი ჩვევების გამოსასწორებლად, შენში კი იღვიძებს ყველა შენი ჟინი და შენზე ზეწოლას იწყებს, რადგანაც არ სურს სახარებისეული მცნებების მორჩილება. ასე რომ, იცოდე, როგორც უფალი ბრძანებს, "რომელმან შეურაცხმყოს მე და არა შეიწყნარნეს სიტყუანი ჩემნი, აქუს მსაჯული თვისი: სიტყუასა, რომელსა ვიტყოდე, მან საჯოს იგი უკ...
link
სახარების სწავლების სარგებლიანობა იქიდანაც ჩანს, რომ მასში არის სწავლება და ცოდნა, რომელსაც ცხონებისა და ცხოვრებისაკენ მივყავართ, ვითარცა წერილ არს: "მიცემად მეცნიერებაი ცხოვრებისაი ერსა თვისსა" (ლუკა 1, 77). და კიდევ: "სიტყუათა რ...
იხილეთ სრულად
სახარების სწავლების სარგებლიანობა იქიდანაც ჩანს, რომ მასში არის სწავლება და ცოდნა, რომელსაც ცხონებისა და ცხოვრებისაკენ მივყავართ, ვითარცა წერილ არს: "მიცემად მეცნიერებაი ცხოვრებისაი ერსა თვისსა" (ლუკა 1, 77). და კიდევ: "სიტყუათა რომელთა გეტყვი თქუენ, სულ არიან და ცხოვრება" (იოანე 6, 63), რადგან ისინი შეიცავენ ქრისტიანული ზნეობის ყველა საფუძველს. ისინი გვიჩვენებენ, რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება და ვიმოსავთ ახალ ადამიანს, "ღმრთისა მიერ დაბადებ...
link
სახარებისეული სწავლება ჭეშმარიტია იმიტომ, რომ იგი თვით უზენაესის ყოვლადბრძენი ბაგეებიდან გამოდის, რომელიც არის ჭეშმარიტება, როგორც ბრძანებს სიბრძნე ზირაქისა: "მე (ანუ სიბრძნე) გამოვედი უზენაესის პირიდან" (ზირ. 24, 3). და მართლაც, ...
იხილეთ სრულად
სახარებისეული სწავლება ჭეშმარიტია იმიტომ, რომ იგი თვით უზენაესის ყოვლადბრძენი ბაგეებიდან გამოდის, რომელიც არის ჭეშმარიტება, როგორც ბრძანებს სიბრძნე ზირაქისა: "მე (ანუ სიბრძნე) გამოვედი უზენაესის პირიდან" (ზირ. 24, 3). და მართლაც, ყველა ადამიანი – ადამიდან სამყაროს აღსასრულამდე – ცრუ აღმოჩნდება, მხოლოდ ღმერთი არაა ცრუ, არამედ ყოველთვის ჭეშმარიტია როგორც პავლე მოციქული ამბობს: "იყავნ ღმერთი მხოლოი ჭეშმარიტ, და ყოველი კაცი ცრუ" (რომ. 3, 4).
link
მოციქული ბართლომე ძალიან ხშირად უწოდებდა სახარებას ერთდოულად მცირესაც და დიდსაც. მცირეს – მოცულობით და დიდს – შინაარსითა და სწავლების სიმაღლით. წმიდა ამბროსი მედიოლანელის სიტყვით, სახარება ჰგავს მორევს, რომელშიც შეგვიძლია მოვძებნო...
იხილეთ სრულად
მოციქული ბართლომე ძალიან ხშირად უწოდებდა სახარებას ერთდოულად მცირესაც და დიდსაც. მცირეს – მოცულობით და დიდს – შინაარსითა და სწავლების სიმაღლით. წმიდა ამბროსი მედიოლანელის სიტყვით, სახარება ჰგავს მორევს, რომელშიც შეგვიძლია მოვძებნოთ ნიჭთა სისრულე; იგი თითქოსდა სულიერ საიდუმლოებათა ზღვაა, რომელშიც დაცურავს იდუმალი თევზი – იესო ქრისტე, ძე ღვთისა, მაცხოვარი. ნეტარი იერონიმე სახარებას შემოკლებულ ღვთისმეტყველებას უწოდებს, ორიგენე – მთელი წმიდა წერილის ...
link
სწავლების სიმაღლე, ადრე დაფარული და ბრძენთათვის მიუწვდომელი, ახლა ნათელი გახდა, როგორც უფალი ბრძანებს: "აღვაღო იგავით პირი ჩემი და ვიტყოდი დაფარულთა დასაბამითგან სოფლისათა" (მათე 13, 35). ამ დრომდე სამყარო თვლიდა, რომ იგი მხოლოდ მ...
იხილეთ სრულად
სწავლების სიმაღლე, ადრე დაფარული და ბრძენთათვის მიუწვდომელი, ახლა ნათელი გახდა, როგორც უფალი ბრძანებს: "აღვაღო იგავით პირი ჩემი და ვიტყოდი დაფარულთა დასაბამითგან სოფლისათა" (მათე 13, 35). ამ დრომდე სამყარო თვლიდა, რომ იგი მხოლოდ მაშინ იქნება ბედნიერი, როდესაც ფლობს სიმდიდრეს, დიდებასა და სიამოვნებას. ახლა შეგიძლია, წარმოიდგინო, როგორ გაოცდა ადამიანთა მოდგმა, როდესაც პირველად მოისმინა, რომ უფალი სრულიად საწინააღმდეგო რამეზე ლაპარაკობდა – იმაზე, რო...
link