შობის დღესასწაული - ციტატები, გამონათქვამები შობის დღესასწაული, გამონათქვამები, ციტატები
კვლავაც დაგვიდგა დღე იდუმალი – შობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი; ამ დიადი საიდუმლოს თანაზიარნი მუხლმოდრეკით თაყვანსა ვსცემთ ბეთლემს შობილ ყრმას და მთელი არსებით ვმადლობთ მამაზეციერს, რომელმან "ესრეთ შეიყუარა სოფელი, ვითარმედ ძეცა...
იხილეთ სრულად
კვლავაც დაგვიდგა დღე იდუმალი – შობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი; ამ დიადი საიდუმლოს თანაზიარნი მუხლმოდრეკით თაყვანსა ვსცემთ ბეთლემს შობილ ყრმას და მთელი არსებით ვმადლობთ მამაზეციერს, რომელმან "ესრეთ შეიყუარა სოფელი, ვითარმედ ძეცა თვისი მხოლოდშობილი მოსცა მას, რათა ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხოვრება საუკუნო" (ინ. 3, 16).
link
აი, უკვე 2011 წელია, გვესმის ანგელოზთა საოცარი საგალობელი: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება", რათა ჩვენც, იუდეის მწყემსთა და აღმოსავლელ მოგვთა მსგავსად, მივეახლოთ და თაყვანი ვსცეთ ბეთლე...
იხილეთ სრულად
აი, უკვე 2011 წელია, გვესმის ანგელოზთა საოცარი საგალობელი: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება", რათა ჩვენც, იუდეის მწყემსთა და აღმოსავლელ მოგვთა მსგავსად, მივეახლოთ და თაყვანი ვსცეთ ბეთლემის ცივ გამოქვაბულში, ბაგასა შინა მწოლ უჩვეულო ყრმას და გავიხაროთ სიხარულითა დიდითა, რადგან ეს დღე არის საწყისი ცოდვის ბორკილთაგან ჩვენი გათავისუფლებისა და სულიერი თვალ-მარგალიტით გამშვენებისა, დღე იმ აღთქმის აღსრულებისა...
link
საუკუნო სიცოცხლის სიტყვები მასა აქვს მხოლოდ
ისევ გადაიშალა ჟამთა ბრუნვის ერთი ფურცელი, ისევ ინათა ვარსკვლავმა ბეთლემის თავზე და მოვიდა დიდებული დღე, ქრისტეს შობისა. ანგელოზთა გუნდნი ისევ მოაფენენ ჩვენს ნაცნობ ჰანგებს ცასა და ქვეყანას: დიდებაი მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყან...
იხილეთ სრულად
ისევ გადაიშალა ჟამთა ბრუნვის ერთი ფურცელი, ისევ ინათა ვარსკვლავმა ბეთლემის თავზე და მოვიდა დიდებული დღე, ქრისტეს შობისა. ანგელოზთა გუნდნი ისევ მოაფენენ ჩვენს ნაცნობ ჰანგებს ცასა და ქვეყანას: დიდებაი მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშვიდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ (ლკ. 2, 14).
link
საზეიმო სიჩუმე და სიწყნარე იდუმალი ღამისა დაარღვია ელვარე ნათლით მოსილმა ანგელოზთა საგალობელმა: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება" (ლკ. 2, 14), რომელიც ყოველთა უწინარეს მწყემსებმა გაიგონ...
იხილეთ სრულად
საზეიმო სიჩუმე და სიწყნარე იდუმალი ღამისა დაარღვია ელვარე ნათლით მოსილმა ანგელოზთა საგალობელმა: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება" (ლკ. 2, 14), რომელიც ყოველთა უწინარეს მწყემსებმა გაიგონეს.
link
შობა ქრისტესი არ არის მხოლოდ ისტორიული მოვლენა; დღესაც ღმერთი იგი უჟამო ჟამიერ იქმნება, უხორცო უფალი განხორციელდება. მაგრამ მთავარია, მაცხოვარი იშვას თითოეულ ჩვენგანში, რომ განგვაახლოს, აღგვადგინოს და აღარასოდეს განგვშორდეს ჩვენ.
ქრისტეს შობის ღამეს ბეთლემის ზეცას მოეფინა ანგელოზთა სადღესასწაულო გალობა: დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქვეყანასა ზედა მშვიდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ (ლკ. 2, 14). დღეს ეს დიადი ქებათა ქება კვლავაც ისმის სამყაროში და ქრისტი...
იხილეთ სრულად
ქრისტეს შობის ღამეს ბეთლემის ზეცას მოეფინა ანგელოზთა სადღესასწაულო გალობა: დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქვეყანასა ზედა მშვიდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ (ლკ. 2, 14). დღეს ეს დიადი ქებათა ქება კვლავაც ისმის სამყაროში და ქრისტიანთა გულებს ავსებს უსაზღვრო სიხარულით, რომლის არსიც წმ. მოციქულმა იოანე ღვთისმეტყველმა ასე გამოხატა: და სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის... სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა (ინ. 1, 14).
link
გიხაროდეთ, "ღამე იგი განგვეშორა და დღე შემოგვეახლა" (რომ. 13, 12); აღსრულდა უდიდესი საიდუმლო ქრისტეს განკაცებისა; ზეიმობს ცა და ქვეყანა და წმიდა ეკლესიაც სიხარულით ღაღადებს: "დღეს ქრისტე იშვების ბეთლემს ქალწულისაგან უბიწოჲსა, დღეს...
იხილეთ სრულად
გიხაროდეთ, "ღამე იგი განგვეშორა და დღე შემოგვეახლა" (რომ. 13, 12); აღსრულდა უდიდესი საიდუმლო ქრისტეს განკაცებისა; ზეიმობს ცა და ქვეყანა და წმიდა ეკლესიაც სიხარულით ღაღადებს: "დღეს ქრისტე იშვების ბეთლემს ქალწულისაგან უბიწოჲსა, დღეს დაუსაბამოჲ დაიბადების, სიტყვაი ხორცთა შეისხამს და ძალნი ცათანი აქებენ სიხარულით"; ამ გამოუთქმელ სიხარულს ვეზიარებით ჩვენც, ყველა და წმიდა ეკლესიასთან ერთად ვუგალობთ უფალს: "ქრისტეს შობასა ვადიდებთ და აღვამაღლებთ ღმერთსა...
link
აღსრულდა საიდუმლო განგებულება, - ძე ღვთისა, შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, რომელსაც ვერ იტევს ცანი და ქვეყანა, დაიბადა ბაგაში, ბეთლემის გამოქვაბულში! "დღეს ქრისტე იშვების ბეთლემს ქალწულისაგან უბიწოჲსა; დღეს დაუსაბამოჲ დაიბა...
იხილეთ სრულად
აღსრულდა საიდუმლო განგებულება, - ძე ღვთისა, შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, რომელსაც ვერ იტევს ცანი და ქვეყანა, დაიბადა ბაგაში, ბეთლემის გამოქვაბულში!"დღეს ქრისტე იშვების ბეთლემს ქალწულისაგან უბიწოჲსა; დღეს დაუსაბამოჲ დაიბადების, სიტყუაჲ ხორცთა შეისხამს; ძალნი ცათანი აქებენ სიხარულით და ჩუენ, ქუეყანისანი, თაყუანისვცემთ და მათთანა ვღაღადებთ და ვიტყვით: დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება" (შობის საცისკრ...
link
დღეს ზეიმობს ცა და ქვეყანა, ანგელოზნი უგალობენ ახალშობილ მაცხოვარს: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება", და ჩვენც მათთან ერთად აღმოვთქვამთ სადიდებელს ღვთისა: უფალო ძლიერო, ბეთლემს შობი...
იხილეთ სრულად
დღეს ზეიმობს ცა და ქვეყანა, ანგელოზნი უგალობენ ახალშობილ მაცხოვარს: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება", და ჩვენც მათთან ერთად აღმოვთქვამთ სადიდებელს ღვთისა:უფალო ძლიერო, ბეთლემს შობილო. აღგვადგინე დაცემულნი და კვლავ მოგვანიჭე მადლი შენი; მოგვმადლე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩვენისა; მოგვეც სიბრძნე, სიმშვიდე, ერთგულება, ერთსულოვნება, გულის სიწრფელე, რწმენის სიმტკიცე, ჯანის სიმრთელე, მთ...
link