ჯვრისწერის დროს მეფე-დედოფალი ერთი სასმისიდან სვამენ ღვინოს. ეს სიმბოლოა არა მარტო მათი ერთად ყოფნისა, არამედ იესო ქრისტესთან, ეკლესიასთან მათი ერთობისა.
ქალი დაჯილდოებულია თავისი მისიისადმი განსაკუთრებული ერთგულების უნარით; ის შეიმეცნებს თავის თავს დედობის პირველსაწყისიდან წარმომდინარე წყაროდ ცხოვრებისა.
ქალმა დაიწყო თავისი ადგილის ძებნა ოჯახის გარეთ. ცივილიზაციამ, ცივმა განსჯამ, პრაქტიციზმმა გამოიწვია მისი ფაქიზი ქალური ბუნების რღვევა. მას გაუნელდა შვილების ყოლისა და მათი აღზრდის სურვილი. ქალები მიილტვიან ოჯახიდან, რადგან იგი მათ...
იხილეთ სრულად
ქალმა დაიწყო თავისი ადგილის ძებნა ოჯახის გარეთ. ცივილიზაციამ, ცივმა განსჯამ, პრაქტიციზმმა გამოიწვია მისი ფაქიზი ქალური ბუნების რღვევა. მას გაუნელდა შვილების ყოლისა და მათი აღზრდის სურვილი. ქალები მიილტვიან ოჯახიდან, რადგან იგი მათთვის მძიმე ტვირთად იქცა. გამოვიდა რა ოჯახიდან, ქალმა დაკარგა შინაგანი სიმშვიდე, კდემამოსილება. შეიცვალა მისი მზერა, მიმოხვრა, მისი იერი.ვუყურებთ ძველ ფოტოსურათებს და ვხედავთ მაღალ შუბლს, რომლის იქით იგრძნობა დაფარული აზრ...
კარგახანია გაჩნდა ქალისა და მამაკაცის გათანაბრების ტენდენცია. ეს თეორია ქალისთვის მაცდუნებელ ძალად იქცა. ქალის წინაშე წამოიჭრა უამრავი პრობლემა: ვინ არის იგი, რისთვის არის მოწოდებული, რა როლი აკისრია ოჯახში, საზოგადოებაში, რა გავლ...
იხილეთ სრულად
კარგახანია გაჩნდა ქალისა და მამაკაცის გათანაბრების ტენდენცია. ეს თეორია ქალისთვის მაცდუნებელ ძალად იქცა. ქალის წინაშე წამოიჭრა უამრავი პრობლემა: ვინ არის იგი, რისთვის არის მოწოდებული, რა როლი აკისრია ოჯახში, საზოგადოებაში, რა გავლენას ახდენს ცხოვრებისეული და საზოგადოებრივი ცვლილებანი მის სულიერ სამყაროზე, გარეგნულ იერზე?