დიდი მნიშვნელობა ენიჭება გულისა და გონების სისუფთავეს. ამიტომაც ცდილობდნენ ღირსი მამები ლოცვას, მარხვასა და სულიერ ღვაწლთან ერთად განეწმინდათ გონება, რათა უბიწო ყოფილიყო მათი ფიქრი, ხოლო აზროვნება – ღრმა (რაც უფლის შიშიდან მომდინა...
იხილეთ სრულად
დიდი მნიშვნელობა ენიჭება გულისა და გონების სისუფთავეს. ამიტომაც ცდილობდნენ ღირსი მამები ლოცვას, მარხვასა და სულიერ ღვაწლთან ერთად განეწმინდათ გონება, რათა უბიწო ყოფილიყო მათი ფიქრი, ხოლო აზროვნება – ღრმა (რაც უფლის შიშიდან მომდინარეობს და არა განსწავლულობიდან, როგორც ეს ზოგიერთს ჰგონია).
ჩვენი კულტურა ევროპისა და აზიის კულტურული მემკვიდრეობის ჩვენეული აღქმაა და არა მექანიკურად გამეორება სხვათა ნააზრევისა. ამიტომაცაა იგი ძვირფასი. ამიტომაც შევიტანეთ ჩვენი ღირსეული წვლილი მსოფლიოს კულტურულ საგანძურში.
ჩვენ ყოველთვის დიდ შეცდომას ვუშვებდით, როცა მექანიკურად გადმოგვქონდა ამა თუ იმ ქვეყნის ცხოვრების წესი. საქართველო აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის გზაჯვარედინზე მდებარეობს, და ბუნებრივია, განიცდის მათ გავლენას...
იხილეთ სრულად
ჩვენ ყოველთვის დიდ შეცდომას ვუშვებდით, როცა მექანიკურად გადმოგვქონდა ამა თუ იმ ქვეყნის ცხოვრების წესი. საქართველო აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის გზაჯვარედინზე მდებარეობს, და ბუნებრივია, განიცდის მათ გავლენას, მაგრამ ჩვენი ღირსება სწორედ ის იქნება, თუ ჭეშმარიტ რწმენასა და ეროვნულ ღირებულებებს შევინარჩუნებთ, სხვათა გამოცდილებას გავითვალისწინებთ და ამ ყოველივეს დროის მოთხოვნილებებს შევუსაბამებთ.
მონურ ყოფაში მცხოვრები საზოგადოება ორიენტირს კარგავს და ხშირად ძალადობას მიიჩნევს ძალად, რაც დიდი შეცდომაა. ძალადობა, როგორც აღვნიშნეთ, გაბატონებული ადამიანის მანკიერი თვისებაა, ძალა კი სიდიადეა ღვთისა და გულისხმობს სიყვარულით,...
იხილეთ სრულად
მონურ ყოფაში მცხოვრები საზოგადოება ორიენტირს კარგავს და ხშირად ძალადობას მიიჩნევს ძალად, რაც დიდი შეცდომაა.ძალადობა, როგორც აღვნიშნეთ, გაბატონებული ადამიანის მანკიერი თვისებაა, ძალა კი სიდიადეა ღვთისა და გულისხმობს სიყვარულით, დარწმუნებით და შინაგანი ერთობით ამა თუ იმ პიროვნებაზე გავლენის მოხდენას.
იესო ქრისტე მოგვიწოდებს, მივსდიოთ მას. ამაოდ გაქვს იმედი შენი განსწავლულობისა, სიმდიდრისა და ამსოფლიური დიდებისა; როდესაც ნამდვილად გაგიჭირდება, ეს ყოველივე ვერარას გარგებს. დღეს შენი თაყვანისმცემელნი ხვალ დაგივიწყებენ და ახლა სხვ...
იხილეთ სრულად
იესო ქრისტე მოგვიწოდებს, მივსდიოთ მას. ამაოდ გაქვს იმედი შენი განსწავლულობისა, სიმდიდრისა და ამსოფლიური დიდებისა; როდესაც ნამდვილად გაგიჭირდება, ეს ყოველივე ვერარას გარგებს. დღეს შენი თაყვანისმცემელნი ხვალ დაგივიწყებენ და ახლა სხვას შეასხამენ ხოტბას. თვით ნაპოლეონი ამბობდა: ყველაზე დიადიდან სასაცილომდე ერთი ნაბიჯიაო. ერთადერთი იმედი ჩვენი შემოქმედი უფალია.
ის, ვინც ოჯახს ქმნის, მზად უნდა იყოს, მსხვერპლად გაიღოს ყოველივე სხვისი ბედნიერებისათვის: უნდა შეეძლოს, ებრძოლოს ეგოიზმს, დაძლიოს თავისი ჩვევები, მოთხოვნილებები, სურვილები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში თავიც გაწიროს. ცოლ-ქმარს ერთმ...
იხილეთ სრულად
ის, ვინც ოჯახს ქმნის, მზად უნდა იყოს, მსხვერპლად გაიღოს ყოველივე სხვისი ბედნიერებისათვის: უნდა შეეძლოს, ებრძოლოს ეგოიზმს, დაძლიოს თავისი ჩვევები, მოთხოვნილებები, სურვილები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში თავიც გაწიროს. ცოლ-ქმარს ერთმანეთისა უნდა სჯეროდეს.