უკვე მოციქულთა დროს ეკლესიაში დადგინდა ეპისკოპოსის, მღვდლის, დიაკვნის, იერარქიული წესი; დადგინდა ასევე ამა თუ იმ ხარისხში კურთხევის, ხელდასხმის კანონი.
ღმერთი იმდენად მიუახლოვდა ადამიანს, რომ მასში შევიდა და კაცობრივი ხორცით შეიმოსა. ამიტომაცაა ქრისტეს სახელით შეერთებულ მორწმუნეთა კრებული - ეკლესია - სხეულია ქრისტესი.
სამწუხაროდ, დაბალი საღვთისმეტყველო განათლების გამო ჩვენს თანამედროვეთა შორის, თვით ინტელიგენციის დიდ ნაწილშიც კი, რელიგიათა შორის განსხვავებას აზრი აქვს დაკარგული. მათთვის საკმარისია ღმერთის აღიარება, აღმსარებლობას კი მნიშვნელობას...
იხილეთ სრულად
სამწუხაროდ, დაბალი საღვთისმეტყველო განათლების გამო ჩვენს თანამედროვეთა შორის, თვით ინტელიგენციის დიდ ნაწილშიც კი, რელიგიათა შორის განსხვავებას აზრი აქვს დაკარგული. მათთვის საკმარისია ღმერთის აღიარება, აღმსარებლობას კი მნიშვნელობას არ ანიჭებენ, რაც დიდი შეცდომაა.
კათოლიკე ეკლესია გულისხმობს მის ყოვლისმომცველობას; იმას, რომ იგი არის არა მარტო კაცობრიობის, არამედ გარემომცველი სამყაროს, ღვთის მთელი ქმნილების გამაერთიანებელი და გადამრჩენელი ძალა. ამიტომაც ამბობს ვლადიმერ სოლოვიოვი: ქრისტიანობა...
იხილეთ სრულად
კათოლიკე ეკლესია გულისხმობს მის ყოვლისმომცველობას; იმას, რომ იგი არის არა მარტო კაცობრიობის, არამედ გარემომცველი სამყაროს, ღვთის მთელი ქმნილების გამაერთიანებელი და გადამრჩენელი ძალა. ამიტომაც ამბობს ვლადიმერ სოლოვიოვი: ქრისტიანობაში სამყარო ხელახლა იბადება. ამიტომაც ბრძანებს წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილი: "სადაც ქრისტეა, იქ კათოლიკე ეკლესიაა".
თანამედროვე მსოფლიოც ალტერნატივის წინაშე დგას, ან ბირთვული კატასტროფა, ანდა სახელმწიფოთა მშვიდობიანი თანაარსებობა. ჩვენ ყველანი მოწმენი ვართ იმისა, თუ როგორ დაარღვია სიმშვიდე და საერთაშორისო ცხოვრების რიტმი გამალებულმა შეიარაღე...
იხილეთ სრულად
თანამედროვე მსოფლიოც ალტერნატივის წინაშე დგას, ან ბირთვული კატასტროფა, ანდა სახელმწიფოთა მშვიდობიანი თანაარსებობა.ჩვენ ყველანი მოწმენი ვართ იმისა, თუ როგორ დაარღვია სიმშვიდე და საერთაშორისო ცხოვრების რიტმი გამალებულმა შეიარაღებამ. ცხადია, მომავალში შექმნილი ყოველი ახალი სისტემის იარაღი კიდევ უფრო გაამწვავებს მდგომარეობას და ბირთვული ომის საფრთხეს მოაახლოებს.
ბედნიერია, ვინც თავისი ცხოვრების გზად "გზა ჭეშმარიტი" აირჩია, ვინც არა მარტო ხორცისთვის ზრუნავს, თუ რა ჭამოს, რა სვას და რა შეიმოსოს, არამედ ემზადება საუკუნო ცხოვრებისათვის.
ძალიან ხშირად ადამიანი ვერ ხედავს ღმერთს სხვადასხვა შინაგანი თუ გარეგანი ზღუდეებისა და დაბრკოლებების გამო, მაგრამ ამ შემთხვევაშიც აქვს სწრაფვა უზენაესისაკენ, სულიერობისა და ღვთაებრივობისაკენ და ამ სულიერი წყურვილის მოკვლას ხან მეც...
იხილეთ სრულად
ძალიან ხშირად ადამიანი ვერ ხედავს ღმერთს სხვადასხვა შინაგანი თუ გარეგანი ზღუდეებისა და დაბრკოლებების გამო, მაგრამ ამ შემთხვევაშიც აქვს სწრაფვა უზენაესისაკენ, სულიერობისა და ღვთაებრივობისაკენ და ამ სულიერი წყურვილის მოკვლას ხან მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევებით, ხან კი სიმდიდრითა და ვნებების დაკმაყოფილებით ცდილობს, ან კიდევ მისი ეპოქის რომელიმე სხვა კერპს მიმართავს.
ჩვენი ბავშვები უნდა ასახავდნენ თავიანთ თავში ყველაფერს, რაც შეადგენს კულტურულ სიმდიდრეს ჩვენი ერისას. დედის რძესა და ალერსთან ერთად ბავშვებმა უნდა შეისისხლხორცონ ყველაფერი, რაც ახასიათებს ჩვენს ქრისტესმოყვარე ერს: ღრმა რწმენა, მხუ...
იხილეთ სრულად
ჩვენი ბავშვები უნდა ასახავდნენ თავიანთ თავში ყველაფერს, რაც შეადგენს კულტურულ სიმდიდრეს ჩვენი ერისას. დედის რძესა და ალერსთან ერთად ბავშვებმა უნდა შეისისხლხორცონ ყველაფერი, რაც ახასიათებს ჩვენს ქრისტესმოყვარე ერს: ღრმა რწმენა, მხურვალე სიყვარული ღვთისა და ადამიანისა, ჩვენი სამშობლოსი, პატივისცემა სხვა ერებისა და მათი კულტურისა, ყველა ის სიკეთე, რითაც ამაყობდნენ ჩვენი სახელოვანი წინაპრები.
არიან ორმაგი სტანდარტებით მცხოვრები პიროვნებებიც, რომლებიც უშუალოდ თვითონ მომაკვდინებელ ცოდვებს ერიდებიან, მაგრამ უზნეო გზით, ან სხვათა ტანჯვა-წამების ხარჯზე მოპოვებული შემოსავლით ცხოვრობენ, რითაც უდიდეს სასჯელს უმზადებენ საკუთარ ...
იხილეთ სრულად
არიან ორმაგი სტანდარტებით მცხოვრები პიროვნებებიც, რომლებიც უშუალოდ თვითონ მომაკვდინებელ ცოდვებს ერიდებიან, მაგრამ უზნეო გზით, ან სხვათა ტანჯვა-წამების ხარჯზე მოპოვებული შემოსავლით ცხოვრობენ, რითაც უდიდეს სასჯელს უმზადებენ საკუთარ თავს.
ეროვნული ცნობიერების აღორძინებას ხელისუფლებისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევა და გარკვეული დრო სჭირდება. პროცესი ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს, რადგან ყოველ სახელმწიფოში იგი ქმნის იმ გარემოს, რომელმაც საზოგადოება აქტიური ქმედებე...
იხილეთ სრულად
ეროვნული ცნობიერების აღორძინებას ხელისუფლებისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევა და გარკვეული დრო სჭირდება. პროცესი ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს, რადგან ყოველ სახელმწიფოში იგი ქმნის იმ გარემოს, რომელმაც საზოგადოება აქტიური ქმედებებისათვის უნდა განაწყოს.საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მიუხედავად, ამ საკითხს სათანადო ყურადღება დღემდე არ დათმობია, მაშინ, როცა ამის გარეშე ეკონომიკური, სოციალური და კულტურული პროექტების წარმატებით განხორციელების შ...