ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები ცოდვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ცოდვით დაცემის ფიზიკური შედეგებია: სნეულებანი, ჯაფა, სიკვდილი. სენი მივიღეთ, როგორც ზნეობრივი დაცემის, ღმერთისგან გაუცხოებისა და მისგან ადამიანთა განდგომის ბუნებრივი შედეგი. ადამიანები დაემორჩილნენ სამყაროს ხრწნად საწყისებს, სადაც... იხილეთ სრულად
ცოდვების გამო გმართებთ გონივრულად მწუხარება. არსებობს ცოდვათა გამო მიწიერი (მსოფლიო, ცოდვილი) წუხილი: როდესაც საკუთარი ცოდვით უფრო ხარ გართული, ვიდრე უფალზე ფიქრით, სწორედ მაშინ სცოდავ.
ცოდვაში მყოფს თავად არ შეუძლია ხორციელ მიდრეკილებათა დაძლევა, რამეთუ განუწყვეტელი და ასოთამომცველი განხურვება აქვს.
ცოდვაში დაყოვნებით, ანუ ცოდვის მრავალჯერ გამეორებით, ამ ცოდვის მიმართ მიდრეკილება ანუ ჩვეულება წარმოიშვება. ასე ჩნდება ვნებიანი მიდრეკილება ლოთობისადმი, ქურდობისადმი, ანგარებისადმი, სიძვისადმი, ცილისწამებისადმი, განკითხვისა და სხვ... იხილეთ სრულად
ცოდვას უყვარს სრული ძალაუფლება. თუ ჩვენი გული შეყვარებულია მასზე, მაშინ იგი სრულიად ეუფლება გულს და ადამიანს მთლიანად თავის ბოროტი ძალით ფარავს. ცოდვილი ადამიანისთვისაც და კაცობრიობისთვისაც ერთი წარწერა არსებობს: „ტერფიდან თხემამდ... იხილეთ სრულად
ცოდვას აქვს მიდრეკილება ბოროტისაკენ, მაგრამ თუ შეყოვნდება მასში და უფრო დიდ ბოროტებას ჩაიდენს, ამით სინდისის ხმასაც ჩაახშობს, ეჭვს შეიტანს უფლის აღთქმაში, მათ სამართლიანობაში და, ბოლოს და ბოლოს, სულ კარგავს რწმენას, უარყოფს ეკლესი... იხილეთ სრულად
რა მწუხარებაც უნდა შეგემთხვეს, ნურავის დაადანაშაულებ, საკუთარი თავის გარდა, და თქვი: "ეს ჩემი ცოდვების გამო დამემართა".
მეტად საცოდავია ის, ვინც ბევრს სცოდავს და აქვე მადლიერებით არ დაითმენს მწუხარებას, რომელიც ცოდვათა გამო მოევლინა, არამედ, მუდამ სურს, რომ ყოველივე მისი სურვილით ხდებოდეს. იცოდე, რომ ამგვარი კაცი, თუმცა კი არ სურს, მაინც დაიტანჯება... იხილეთ სრულად
ღვთის სიმართლე მოითხოვს, რომ ცოდვილი თავისი ცოდვების გამო დაისაჯოს. და თუკი ცოდვილი აუცილებლად დაისჯება, მისთვის უკეთესია დაისაჯოს აქ და მადლიერებით ითმინოს დროებითი სასჯელი, ვიდრე მომავალ საუკუნეში უსასრულოდ დაიტანჯოს.