თემა: კეთილი საქმეები, ცოდვა
ღირსი დანიელის იგავი კაცთა საქმეების შესახებ.
ერთ ბერს სენაკში ზეციდან ხმა მოესმა:
-მოდი, ადამიანთა საქმეებს გიჩვენებ.
ბერი გამოვიდა და მის წინაშე გამოცხადებულმა ანგელოზმა უჩვენა შეშის მჭრელი, რომელსაც მოჭრილი შეშა შეეკრა და მის ზურგზე მოკიდებას ცდილობდა, თუმცა ეს მის ძალებს აღემატებოდა. იმის ნაცვლად, რომ შეშა მოეკლო, მან კიდევ უფრო მეტი დაჭრა და ტვირთი მოიმატა, შემდეგ კი მის აწევას შეეცადა. რასაკვირველია, კვლავ ვერ შეძლო. ასე გამეორდა მრავალგზის.
მცირე მანძილის გავლის შემდეგ ანგელოზმა კვლავ უჩვენა ბერს მეორე კაცი, რომელიც ჭასთან იდგა, წყალს ხაპავდა და მეორე ჭურჭელში ასხამდა, რომელსაც წყალი გასდიოდა და კვლავ ჭაში ჩადიოდა.
გაოცებულმა ბერმა გზა განაგრძო. უეცრად დაინახა ეკლესია და ვიღაც ორი კაცი, რომლებიც ცხენებზე ისხდნენ და ხის მსხვილი გადანაჭერი კარის გარდიგარდმო ეჭირათ, თან მის ტაძარში შეტანას ცდილობდნენ. მაგრამ რამდენსაც არ ეცადნენ, მათი შრომა ამაო იყო, რამეთუ კუნძი კარის ფართობს ბევრად აღემატებოდა, კარის გასწვრივ შეშის შემობრუნება კი მათ არ სურდათ.
განმარტება:
შეშის მჭრელი არის ცოდვებში მცხოვრები კაცი, რომელიც სინანულის ნაცვლად განუწყვეტლივ ზრდის მათ რიცხვს. წყლის მხაპავი არის ის, ვინც, მრავალი სიკეთის აღსრულების მიუხედავად, თავის ცოდვებზე უარს მაინც არ ამბობს; ამიტომაც ვერ იღებს პატივს ღვთის რჩეულებთან ერთად. შეშის გადანაჭრის მზიდავი ორი კაცი კი არის ქველმოქმედი, მაგრამ ამაყი ადამიანი