წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

თუ გვსურს მივიღოთ მადლი ღვთისა, გავაქარვოთ რისხვა ღვთისა და კაცთა. თუ დაგჩაგრა ვინმემ გულფიცხელობით, თუ გაგინა ვინმემ, მწარე სიტყვა გითხრა, გული გაიმაგრე, ანუ, რომელიც უმჯობესი იქნება და სათნო ღვთისა, უპასუხე: „მართალია, მაგრამ თუ ისეთი ვარ, როგორც შენ ამბობ, მომიტევე“. ათასში ერთხელ არ მოხდება, თითქმის არ შეიძლება, რომ შენს დამჩაგვრელს, მაგინებელს არ შერცხვეს, არ შეიკდიმოს და არ მოინანოს. შენ იფიქრებ: „როგორ შეიძლება ასე მოქცევა! თუ ასე მოვიქცევი, მაშინ ყოველი კაცი დამჩაგრავს, ცხოვრება აღარ შემეძლება ქვეყანაზედ“. არა, ძმაო! ამას შენ იმისთვის ჰფიქრობ, რომ ცუდი, შეცდომილი აზრი გაქვს ადამიანის ხასიათზედ. ვინ იქნება ისეთი მხეცი, რომ, მხედველი ამისთანა შენი სიმშვიდისა, სიწყნარისა, არ შერცხვეს და არ შეინანოს. თუნდა სრულიად მხეცი იყოს შენი მოპირდაპირე, მაშინაც ძლიერ შესწუხდება მით, რომ მის ცუდს სიტყვას მოქმედება არა აქვს შენზედ სრულიად. როგორც ძაღლის ყეფას მიმავალი კაცი, ისე ყურადღებას შენ არ აძლევ მის სიტყვას. ის შეგატყობს, რომ შენი სულგრძელება აღემატება მის სულმოკლეობას და ამისთვის შერცხვება. ამისთანა უნდა იყოს ჭეშმარიტი ქრისტიანე. აკი თქმულ არს: „რომელმან გცეს შენ ყვრიმალსა შენსა მარჯვენესა, მიუპყარ მას ერთ კერძოცა“ (მათ. 5.39). შენ უნდა იყო სულგრძელი, მომთმენი, გონიერი. ამას გვამცნებს ჩვენ სახარება. სული და ხასიათი ქრისტიანისა უნდა იყოს აღვსებული მშვიდობითა, სიწყნარითა, სიყვარულითა. თუ გვსურს მივიღოთ მადლი ღვთისა, გავაქარვოთ

ნება ღვთისა ჩვენს მიმართ ისაა, რომ ამქვეყნად მისი სჯული და მცნებანი კეთილად აღვასრულოთ და მომავალ საუკუნეში (ცხოვრებაში) მისგან დაუსრულებელი ნეტარება მივიღოთ. ვინც წირვა-ლოცვას გულმოდგინედ ისმენს, ის შეიტყობს რა არის ნება ღვთისა, რა მცნება მოგვეცა, როგორ უნდა ვიცხოვროთ და სათნოვეყოთ ღმერთს (1, 516). ნება ღვთისა ჩვენს მიმართ ისაა, რომ ამქვეყნად

ზოგიერთნი პირნი თავის გულში ამ სახით იმართლებენ თავს: „დიახ, მზად ვარ, რომ ვიმუშაკოთ და ვიშრომოთ, მაგრამ რა ვქნათ, რომ საქმე ვერ გვიშოვნია, შესაფერი სამუშაო მასალა არა გვაქვს“. ვგონებ, რომ ეს მიზეზი არ არის პატივსადები. როგორ შეიძლება კაცმა საქმე ვერ იშოვნოს, თუ კი მართლა შრომა და მუშაობა არ ეზარება. ეს დაბრკოლება შეემთხვევა ისრეთთა პირთა, რომელნი არიან თავის მოყვარენი, დიდ–დიდ საქმეებს ეძიებენ და მცირეს საქმეს კი არ კადრულობენ. იგინი არ ჰფიქრობენ, რომ სულ უქმად ყოფნას სჯობია, რომ მცირე საქმე დაიწყოს კაცმა. ზოგიერთნი პირნი თავის გულში ამ სახით

ღმერთმან კაცს ერთის მხრით მისცა ღონე, ანუ ხერხი, რომლითაც მას შეუძლიან მუშაობა, მეორეს მხრით წინვე დაუდვა მრავალი მასალა; დანარჩენი დამოკიდებულია მის მუშაობაზედ და შრომაზედ. ყოველნი თვისი ბუნების საჭიროებანი, სახმარნი მოთხოვნილებანი კაცმან უნდა დააკმაყოფილოს თვისი შრომითა და მუშაობითა. ღმერთმან კაცს ერთის მხრით მისცა ღონე, ანუ

ბუნება ჩვენი ხორციელი, ძმანო ქრისტიანენო, ერთობ მიდრეკილია და მსურველი ზარმაცად და უქმად დროების გატარებისა. შეჰხედე და დაუკვირდი შენს თავსაც და სხვათაც, როგორ უყვარს ყოველს კაცს მოსვენებით და მხიარულად გატარება სიცოცხლისა, და თუ ეს არ შეუძლია, მაშინ ეძიებს, რომ ისეთი რაიმე მსუბუქი და ადვილი საქმე გამოირჩიოს, რომელიც მისგან დიდს შრომას არ მოითხოვს. ესრეთი არის ჩვენი ბუნების თვისება. გარნა, როდესაც ჩვენ ყოვლის მხრით და კარგად გავშინჯავთ ჩვენსა მდგომარეობასა, ჩვენის ბუნების მოთხოვნილებათა, საჭიროებათა და გარემოებათა, რომელთა შინა კაცი იშვება და ატარებს ცხოვრებასა თვისსა, მაშინ ცხადად დავინახავთ, რომ შრომა არის საძირკველი ჩვენისა კეთილმდგომარეობისა და გარეშე შრომისა სხვა საშუალება არა აქვს კაცს, რომ მოიპოვოს ბედნეიერება და კეთილდღეობა. თვით ღმერთმა შრომისათვის და მუშაობისათვის დაჰბადა კაცი ქვეყანაზედ. ბუნება ჩვენი ხორციელი, ძმანო ქრისტიანენო

ძლივს შეიძლება მოპოება ქვეყანაზედ ისეთი კაცისა, რომელიც არ დრტვინვიდეს, არ სტიროდეს, არ სჩიოდეს თვის ხვედრზედ, ანუ მდგომარეობაზედ. ყოველიფრით კმაყოფილი და მადლიერი ღმერთზედ კაცი თითქმის არ იპოვება ქვეყანაზედ. დრტვინვით, უკმაყოფილებით ვერაფერს ვერ გაასწორებს კაცი. მარადის მოწყენილი, მარადის მდრტვინველი კაცი თავის თავს თითქმის განგებ აუბედურებს. ჭკუიანი, კეთილგონიერი კაცი, მართლაც რომ ცუდ მდგომარეობაში იყოს, შეუძლია თავის დაწყნარებულს კეთილს სულში მოიპოვოს მრავალი ნუგეში და კეთილი აზრი. ნამდვილი მწუხარება და უბედურება გადიდდება და დამძიმდება წუხილით და დრტვინვით; ხოლო დამცირდება და გაჰქრება, თუ კაცი სულგრძელია და მომთმენი. გარნა სუყველაზე უარესი და საშინელი ის არის, რომ კაცი მდრტვინველი, უკმაყოფილო, ადვილად დაჰკარგავს საუკუნო ცხოვრებას და ნეტარებასაც. ეს მისთვის, რომ იმას შეუმცირდება სარწმუნოება, დააკლდება სასოება, კარგად ვერ ილოცავს, ღვთის სიყვარული აღარა აქვს, ყოველი მოყვასი ეძაგება. რა განკურნავს ამ სენს? განჰკურნავს მხოლოდ სახარება, ქრისტე იესოს სჯული. იგი გვასწავლის ჩვენ, რომ ღმერთი არის მამა ჩვენი. თუ შენ ღმერთი ცხოვლად გწამს და გახსოვს, რომ იგი არის შენი ზეციერი მამა, ეს განკურნავს ყოველს შენსა მწუხარებასა, მისთვის, რომ ადვილად მოითმენ ყოველს აქაურს მწუხარებას, რადგანაც მოელი, სასოება გაქვს მიიღო ზეციერი, დაუსრულებელი ნუგეში და ბედნიერება ძლივს შეიძლება მოპოება ქვეყანაზედ ისეთი

შრომა, მეცადინეობა კმაყოფილებას გააჩენს კაცის გულში, ზარმაცობა კი – უკმაყოფილებას. შრომა, მეცადინეობა კმაყოფილებას გააჩენს კაცის

ქრისტიანული ერი, წმიდა, მარლმადიდებელი ეკლესია არის ვენახი ღვთისა და ჩვენ ყოველნი ერთბამად მუშაკნი ღვთის ვენახისანი. ხოლო, სახელდობრ ჩვენ, ერი ქართველი და საქართველოს ეკლესია, არის ერთი უძველესთა ვენახთა ღვთისათაგანი. ჩვენ, უწინარეს მრავალთა აწინდელთა ქრისტიანულთა ერთა, გვიწოდა ზეციერმან მამამან მუშაკად თვის ვენახში. აქედგან, საკუთრად ჩვენთვის გამოდის ის სწავლა, გაფრთხილება, რომ არ დავემსგავსოთ სახარების იგავში მოყვანილს უფროსს ძმას, რომელსა მამამ თვისმა უბრძანა წასვლად ვენახში მუშაობად, და რომელმან აღუთქვა – წავალო და არ წავიდა, მოატყუა მამა. თუ ჩვენ, უწინარეს სხვათა წოდებულნი და წოდების მსმენელნი, არ ვიქმნებით კარგი მუშაკნი, ამით სწორედ დავემსგავსებით მას უფროსსა შვილსა და შევიქმნებით მტყუარნი ღვთის წინაშე, რომელიც განაშოროს ჩვენგან ღმერთმან, ამინ. ქრისტიანული ერი, წმიდა, მარლმადიდებელი

ჩვენგან ღმერთი მოელის უმაღლესსა ნაყოფსა. რა ნაყოფი უნდა მივართვათ ჩვენ, ქრისტიანეთა, ღმერთსა? წმინდა, მართალი და უბიწო ცხოვრება – აჰა ნაყოფი, რომელსა მოელის ჩვენგან ღმერთი ჩვენი. ვიდრემდის ჩვენ ვცდილობთ ესრეთისა ნაყოფისა გამოღებას, ჩვენ ვიქმნებით "შეყვარებული ღვთის ვენახი". ჩვენგან ღმერთი მოელის უმაღლესსა ნაყოფსა. რა

ნუ დაემორჩილები, ძმაო, ანგარებას. ნუ ხარ სულმოკლე, ნუ გაქვს შევიწროებული სული და გული, ნუ დაივიწყებ შენს ღირსებას და მაღალს სულიერს ხარისხს, რომელიც მოგანიჭა შენ ღმერთმან. ნუ იქცევი ისე, რომ თითქოს საუკუნოდ უნდა ცხოვრობდე ქვეყანაზე. აქ სტუმარი ხარ შენ, აქაური მცირე რამე საქონლისათვის როგორ უნდა დაჰკარგო უხრწნელი და საუკუნო ნეტარება! „რა სარგებელ არს შენდა, შეიძინო სოფელი ესე, და სული წარწყმიდო, ანუ რა მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თვისისა?" ნუ დაემორჩილები, ძმაო, ანგარებას. ხარ

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

1