წმ. იოანე ოქროპირი - ციტატები, ამონარიდები
ნუ აცთუნებ თავსა შენსა, რამეთუ გიღირს შენ შრომით ბრძოლაი წინააღდგომასა მუცლისა განძღომისასა და მოკუდინებაი - ხორცთა გულისთქუმასა და მონებაი და მორჩილებაი - დატკებნად ნებასა და განსვენებასა. და ყოველი საქმე შენი სიწმიდით იყოს სახელ... იხილეთ სრულად
აღვირ-ასხენ გულის-თქუმასა ხორცთასა კითხვითა წიგნთა საღმრთოთაითა და ხსენებითა სასჯელისა მის მომავალისაითა
იქმოდე საქმესა დაუშრომელსა, და უწყოდე, ვითარმედ ძილითა გვირგვინი ვერ მოიგების, რამეთუ მღვიძარენი და მშრომელნი და მლოცველნი გვირგვინოსან იქმნებიან, და არავინ უშრომელად კეთილსა მიემთხუევის კაცთაგანი
აწ უკუე მოსწრაფე იყავ ლოცვისა, რაითა დააჯერო უფალი შენი, და მიეც მიზეზი მოწყალესა ღმერთსა ცოდვათა შენთა შესანანებელი ცოდვათა შესანანებელი შესანდობელად, ნუმცა უკუე სახიერებაი მისი შენითა უდებებითა უქმ იქმნების. დაღათუ ქვესკნელთა ჯო... იხილეთ სრულად
გეშინოდენ მსაჯულისა და დღისა მისთვის საშინელისა და მსაჯულისა საზარელისა, სადა-იგი იყოს ძრწოლაი, და ტირილი თვალთაი და ბნელი წარსაწყმედელისაი, სადა იყოს სულ-თქუმაი დაუცხრომელი და ვაებაი დაუდუმებელი. მოიხსენენ, ჰოი უბადრუკო, ესევითარ... იხილეთ სრულად
უჩვენე მკურნალსა წყლულებაი შენი და გამოუცხადე მას ცოდვაი სულისა შენისაი, რამეთუ იგი არს სულთა მკურნალი და ლხინაბასა მიმცემელი
აწ უკუე მოიგონენ საქმენი შენნი ყოველნი და შეასწორენ კეთილნი იგი ბოროტთა მათ და, უკუეთუ ჰპოვნე ბოროტნი იგი უფროის კეთილთასა, დაჰფლვენ იგინი აწვე სათნოებითა. თვალნიმცა შენნი მარადის მხედველ არიან მატლსა მას დაუძინებელსა და ცეცხლსა მ... იხილეთ სრულად
გულს-ეტყოდე მარადის, საყვარელო, განსვლისათვის შენისა ამიერ სოფლით და დღისა მისთვის საშინელისა. და ვითარ იყო ჟამსა მას, ოდეს სული შენი გვამისა შენისაგან განეშორებოდის, დავრდომილი სარეცელსა ზედა შენსა, ძმაო, და ვერ შემძლებელ იყო ყოვ... იხილეთ სრულად
ლოცვასა შინა მარადის ნუ იტყვი, ვითარმედ "ვევედრე ერტ გზის და ორ გზის, გინა მრავალ გზის და ვერ მივემთხვივე სათხოველსა ჩემსა". ნუ დააცადებ ლოცვასა ვიდრემდის მოიღო საწადელი შენი. და ოდეს თაყვანის სცემდე, ნუმცა პირი შენი ილოცავს და გო... იხილეთ სრულად
მოიგე უკუე წიგნის კითხვაი მოუწყინებელად, დაღაცათუ მცირედ დაშურე, არამედ გული შენი განათლდეს, უკუეთუ იღუაწო სარწმუნოებითა ჭეშმარიტითა, ლოცვითა და მღვიძარებითა და მოთმინებითა