რაკი ადამიანის ხასიათის ჩამოყალიბება ადრეული ასაკიდან იწყება, კარგი იქნება, თუ საბავშვო ბაღებში, ბატონ დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიაზე დაყრდნობით, პატარებს გავუღვივებთ როგორც ერთმანეთის, ისე საერთოდ, ადამიანის თანადგომის სურვილ...
იხილეთ სრულად
რაკი ადამიანის ხასიათის ჩამოყალიბება ადრეული ასაკიდან იწყება, კარგი იქნება, თუ საბავშვო ბაღებში, ბატონ დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიაზე დაყრდნობით, პატარებს გავუღვივებთ როგორც ერთმანეთის, ისე საერთოდ, ადამიანის თანადგომის სურვილს, პატიების უნარს, უფროსის პატივისცემას, მამულის სიყვარულს. ეს დამოკიდებულება გაჰყვება მათ სკოლაშიც და მთელ ცხოვრებაშიც.
სკოლაში აუცილებლად უნდა იყოს ფსიქოლოგი, რომელიც პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად დააკვირდება მოსწავლეს და დაეხმარება ღვთისაგან ბოძებული ნიჭის გამოვლენასა და განვითარებაში.
აღზრდის საქმეში მასწავლებელს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც არ შეიძლება სკოლაში შემთხვევითი ადამიანები მუშაობდნენ. სამწუხაროდ, ამას ჩვენთან სათანადო ყურადღება არ ექცევა, რის გამოც ყველაზე მეტად მომავალი თაობა ზიანდება.
ტექნოლოგიური პროცესების განვითარებამ ადამიანის ცნობიერებისა და ცხოვრების წესის განსაზღვრის ყველაზე მძლავრ ბერკეტად მასმედია აქცია; ამიტომაც, აუცილებელია, რომ აღმზრდელობითი ფუნქცია მანაც იტვირთოს.
ჩვენი ტელესივრცე ძირითადად დატვირთულია პოლიტიკური და საინფორმაციო მიმართულებებით. საზოგადოებას კი ასევე სურს უყუროს ისტორიულ, სამეცნიერო, შემეცნებით-კულტურულსა და ახალგაზრდულ გადაცემებს. ეს იყო ჩვენი მიზანი, როდესაც მხარი დავუჭირე...
იხილეთ სრულად
ჩვენი ტელესივრცე ძირითადად დატვირთულია პოლიტიკური და საინფორმაციო მიმართულებებით. საზოგადოებას კი ასევე სურს უყუროს ისტორიულ, სამეცნიერო, შემეცნებით-კულტურულსა და ახალგაზრდულ გადაცემებს. ეს იყო ჩვენი მიზანი, როდესაც მხარი დავუჭირეთ დამოუკიდებელი ტელემაუწყებლობის, "ივერიის"-ს შექმნას, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო ფონდის პატრონაჟით საცდელი გადაცემებით უკვე გადის ეთერში. იგი უნდა იქცეს ოჯახის ტელევიზიად, რომელიც ყველა თაობისათვის მისაღე...
ყოველი ადამიანის სულიერი წინსვლა და წარმატება დიდად განაპირობებს მთელი ქვეყნის აღორძინებასა და კეთილდღეობას. ერთმანეთის დახმარებითა და თანადგომით, გულმოდგინე შრომით მრავალი სასიკეთო საქმის კეთება შეიძლება. თითოეულ ჩვენგანს სხვადას...
იხილეთ სრულად
ყოველი ადამიანის სულიერი წინსვლა და წარმატება დიდად განაპირობებს მთელი ქვეყნის აღორძინებასა და კეთილდღეობას. ერთმანეთის დახმარებითა და თანადგომით, გულმოდგინე შრომით მრავალი სასიკეთო საქმის კეთება შეიძლება. თითოეულ ჩვენგანს სხვადასხვა ნიჭი აქვს ბოძებული უფლისაგან და იგი ღვთისა და ქვეყნის სამსახურისათვის უნდა გამოვიყენოთ.
ღვთის განკაცების მიუწვდომელ საიდუმლოს მხოლოდ ის შეიგრძნობს, ვინც ჭეშმარიტი რწმენითა და სიყვარულით შეიმოსება, რადგანაც ღმერთი სიყვარულია და რომელიც სიყვარულით მყოფობს, ღმერთი მასთანაა და იგი ღმერთთან, ხოლო ღმერთი მასში (1 ინ. 4.16)...
იხილეთ სრულად
ღვთის განკაცების მიუწვდომელ საიდუმლოს მხოლოდ ის შეიგრძნობს, ვინც ჭეშმარიტი რწმენითა და სიყვარულით შეიმოსება, რადგანაც ღმერთი სიყვარულია და რომელიც სიყვარულით მყოფობს, ღმერთი მასთანაა და იგი ღმერთთან, ხოლო ღმერთი მასში (1 ინ. 4.16). ამავე დროს ღმერთი ნათელია ჭეშმარიტი "რომელი განანათლებს ყოველსა მომავალსა სოფლად" (ინ. 19) და ჰყოფს მას ძედ ნათლისა.როგორი სიღრმეა სინათლისა და სიყვარულის ერთობაში და რაოდენ ბედნიერია ის, ვინც მონაწილეა ამ იდუმალი კავშ...