ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) - ციტატები, გამონათქვამები
ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) - ციტატები, გამონათქვამები ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი
უფალი იშვა ამქვეყნად, რათა ჩვენს სულებს მისცემოდათ საშუალება, ეკლესიის წყალობით მარადიული ნეტარებისთვის შობილიყვნენ ცათა შინა.
თვითმკვლელობა საშინელი ცოდვაა. ესაა დანაშაული, რომელიც ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანს ღვთისაგან არ ეპატიება. მისი შედეგი მარადიული სატანჯველია. უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი იმაზე დიდ ტვირთს არ მოგვცემს, რისი ტარებაც არ შეგვიძლია. ვისაც ა... იხილეთ სრულად
ჩვენ სიკვდილისა და გაქრობისთვის ნამდვილად არა ვართ გაჩენილნი. თითოეული ჩვენგანის მიზანი მარადიული სოცოცხლის მოპოვება, უფალთან მიახლებაა, ღმერთში სიცოცხლეა და საუკუნო ნეტარებაა. ამქვეყნიური ცხოვრება კი არის გამოცდა ჩვენი სულისა.
ცაზე კვლავ ბრწყინავს ახალი ცხოვრების მაუწყებელი ვარსკვლავი, ანგელოზნი კვლავ გალობენ ზეციურ საგალობელს და კვლავ თავისკენ გვიხმობს ახალშობილი ყრმა – იესო ქრისტე.
დრო სწრაფად გადის. ჩვენი ამქვეყნიური სიცოცხლე ხომ წამისყოფაა იმ მარადიულ ცხოვრებასთან შედარებით, რომელიც გარდაცვალების შემდეგ იწყება. თითოეული წუთი უძვირფასესია. არავინ იცის, ხვალ ვინ წარდგება უფლის სამსჯავროს წინაშე.
სათნოებანი მრავალია. ერთ-ერთი დიდი მადლია შემცოდეთადმი ცოდვების მიტევება. უფლის ლოცვა ყოველდღიურად გვახსენებს, რომ როგორ მოწყალებასაც გამოვიჩენთ ჩვენს წინაშე დანაშაულის ჩამდენთადმი, უფალიც ისევე მოიღებს მოწყალებას ჩვენზე, გვაპატიე... იხილეთ სრულად
ბაგაში იშვა მაცხოვარი ქვეყნისა, მიტოვებული გამოქვაბული იქცა განხორციელებული სიტყვის პირველ საცხოვრისად;
მხოლოდ ეკლესიაში პოვებს კაცი ცხოვრების აზრს და შინაგან მშვიდობას, რადგან აქ ხდება ადამიანის შეხვედრა უფალთან. ერთ პიროვნებას, რომელსაც დიდი განსაცდელი შეხვდა, ჰკითხეს: საიდან გაქვს ასეთი შინაგანი სიმტკიცე და ღრმა რწმენა? პასუხი ას... იხილეთ სრულად
მოციქული პავლე მას მეორე ადამს უწოდებს: "პირველი კაცი ადამი შეიქმნა ცოცხალ მშვინვად; უკანასკნელი ადამი კი - ცხოველსმყოფელ სულად. პირველი კაცი - მიწისაგან, მიწიერი; მეორე კაცი - ზეციერი. და როგორც ვატარებთ მიწიერის ხატს, ასევე ვატა... იხილეთ სრულად