წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

სასუფეველი ღვთისა იმ კაცს აქვს გულში, რომელმაც მიითვისა ქრისტეს სჯული, მისი მადლი, ანუ იესო ქრისტესაგან მონიჭებული სახარება. სასუფეველი ღვთისა იმ კაცს აქვს გულში

რაი არს სიმართლე? ამ სიტყვას აქვს, ძმანო ჩემნო, განიერი, ვრცელი და მრავალგვარი მნიშვნელობა. გარნა ჩვენ ქრიტიანეთათვის უფრო საჭიროა გვახსოვდეს და ვიცოდეთ ერთი უმთავრესი მისი მნიშვნელობა. საღმრთო წერილი ამ სიტყვით ჩვენ გვიჩვენებს იმ სიმართლეს, ანუ განმართლებას, რომელი მოგვანიჭა ჩვენ უფალმა იესო ქრისტემ თვისითა სიტყვითა და საქმითა, ესე იგი, განმართლება უფლისა იესო ქრისტეს სისხლითა და ხორცითა, რომელი მან შესწირა ჩვენთვის. მაშასადამე, სიმართლე არის მრთელი ქრისტიანობა. რაი არს სიმართლე? ამ სიტყვას აქვს, ძმანო

„არა არს სასუფეველი ღვთისა საჭმელ და სასმელ, არამედ სიმართლე და მშვიდობა და სიხარულ სულითა წმიდითა“ (რომაელ. 14.17). ამ სიტყვებით წმინდა მოციქული პავლე შეგვაგონებს ჩვენ, რომელ სასუფეველი ღვთისა არ არის რომელიმე გარეგანი ნივთიერება, ანუ ხილული საგანი. იგი არა მდგომარეობს არცა სასმელსა და საჭმელსა შინა, არცა ტანისამოსსა, არცა სიმდიდრესა შინა, არცა ქვეყნიურსა ღირსებასა ანუ დიდებასა შინა. მაშასადამე, იგი არის უხილავი, შინაგანი თვისება გულისა და სულისა. არა არს სასუფეველი ღვთისა საჭმელ და სასმელ

ნუ დაიჯერებ ძმაო, ცრუ აზრებს, ნუ იქნები ამაოდ მორწმუნე, არამედ ირწმუნე მხოლოდ სიტყვა ღვთისა, საღმრთო წერილი და ყოველი სხვა სიტყვა და აზრიც, არა წინააღმდეგი მისი. ნუ დაიჯერებ ძმაო, ცრუ აზრებს, იქნები ამაოდ

უბედურება არის ხშირად საგზალი, ანუ სასჯელი ცოდვისა. კაცს სასჯელი, უბედურება ხშირად მისი ცოდვით დაემართება. როდესაც შეგემთხვევა შენ, ძმაო ჩემო, რომელიმე ჭირი, მწუხარება, უბედურება, მაშინ კარგად დაფიქრდი და პირმოუფერებლად გამოიკვლიე, რა იყო მაგის მიზეზი? სიდგან მოგევლინა ის მწუხარება? თუ შეატყო და სინდისმა შენმა პირმოუთნევლად გითხრას, რომ თვითონ შენ იყავი მიზეზი ამისა, მაშინ ეცადე მოსპო შენ შორის ის მიზეზი, დასტოვო ის ჩვეულება, გაისწორე ის თვისება, განეშორე იმ ვნებას, რომელნი არიან უმთავრესნი მიზეზნი შენთა უბედურებათა. გარნა, თუ ჭკუამან და სვინიდისმან შენმან დაგარწმუნოს, რომ შენ თვითონ არ იყავი პირდაპირ მიზეზი შემთხვეულისა უბედურებისა, მაშინ იგი მიიღე, ვითარცა ღვთისაგან მოვლინებული სწავლა და გაფრთხილება, რომლითაც ღმერთს ჰსურს წინ წაგიყვანოს შენ სულიერსა მოქალაქობასა შინა, მოგიმატოს გონიერება, გამოცდილება, სულიერი სისრულე, რათა იყო ძვირფასი, ვითარცა ოქრო, გამოხურვებული ცეცხლსა შინა. უბედურება არის ხშირად საგზალი, ანუ სასჯელი

ჭირი, მწუხარება განაღვიძებს კაცსა, დააფიქრებს, მიაქცევს მის გონებას მის თავზე, სინანულში შეიყვანს. ჭირსა, უბედურებასა, მწუხარებასა დიდი გავლენა აქვს კაცის გულზე და სულზე; მრავალნი პირნი, რომელნი იყვნენ სრულიად განრყვნილნი და უსჯულონი, ღმერთმან მოაქცია და განსწმიდა უბედურებითა და მწუხარებითა, რომელი მიაყენა მათ. შეიძლება დარწმუნებით ვსთქვათ, რომ ჭირი და მწუხარება არის უმჯობესი მასწავლებელი კაცის ჭკუისა, მზრდელი, გამაფრთხილებელი, გამაღვიძებელი კაცის გონებისა, განმამტკიცებელი მისი ღონისა და ნიჭიერებისა. უმეტეს ნაწილად კაცი ბედნიერებასა, მოსვენებასა და ფუფუნებასა შინა მყოფი, ფუჭდება სულით და გულით, გარნა ჭირი და განსაცდელი გამოაფხიზლებს მას და გამოაჩენს უმჯობესთა დაფარულთა მისთა ღონეთა და ნიჭთა. მაშასადამე, უბედურება და მწუხარება ზოგჯერ არის საქმე და განგებულება ღვთისა კაცთა ზედა. ჭირი, მწუხარება განაღვიძებს კაცსა

ნათლისღების საიდუმლოს აღსრულებისას კაცი სულიერად იბადება, განიწმინდება და ღმერთს უერთდება. მას რომ იმ სიწმინდისა და მადლის დაცვა შეეძლოს, რომელიც ნათლისღებისას მიიღო, მონანიება და აღსარება აღარ დასჭირდებოდა; მაგრამ რამდენადაც ეს ამქვეყნად მცხოვრებისათვის შეუძლებელია, ჩვენი უბიწოებისა და ზეციურ მამასთან შესარიგებლად მხოლოდ ერთი საშუალება - მონანიება და აღსარება დაგვრჩენია. ამიტომ უწოდებენ წმინდა მამები მონანიებას "მეორე ნათლისღებას" ნათლისღების საიდუმლოს აღსრულებისას კაცი

ეცადე და ისე დააწყვე შენი ცხოვრება, რომელ ყოველი შენი სიტყვა და საქმე, დიდი და მცირე, იყოს ღვთის თაყვანისცემა და პატივისცემა. ისრეთი საქმე არც ერთი არ უნდა ჰქმნა, რომელშიც ერთის მხრით ღვთის მსახურება არ გამოდიოდეს. ეცადე და ისე დააწყვე შენი ცხოვრება, რომელ

ყოველივე უბრალო სოფლიურ საქმეს თუ აასრულებ გულმოდგინედ, იქნება მადლიანი და სათნო ღვთისა: „ყოველსავე, რასაცა იქმოდეთ, გულითად იქმოდეთ, ვითარცა უფლისასა და ნუ ვითარცა კაცთასა (კოლ. 3.23). ყოველი საქმე დიდი ანუ მცირე, რომელსა იქმ, ღვთისმსახურება იქნება, თუ კეთილი გულით იქმ და ღვთის სასოებით. ყოველივე უბრალო სოფლიურ საქმეს თუ აასრულებ

ჭამა და სმა ხორციელი საქმე არის, მაგრამ ისმინე, რასა იტყვის მოციქული პავლე: „გინა თუ სჭამდეთ, გინა თუ ჰსმიდეთ, გინა თუ რასაცა იქმოდეთ, ყოველსავე სადიდებელად ღვთისა იქმოდეთ“ (Iკორ. 10.31). მართლა, თუ შენ სჭამ და სვამ ზომიერად და არა განსაცხრომელად ხორცისა შენისა, სჭამ და სვამ ღვთის მადლობით, და ღონესა, რომელიც მოგემატება საჭმელით და სასმელით, მოიხმარ ღვთი სადიდებელად, არა ცუდისა, არამედ კეთილისა საქმისათვის, მაშინ ჭამა და სმა გადაიქცევა ღვთის სადიდებელად. ჭამა და სმა ხორციელი საქმე არის, მაგრამ

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

1