სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

დაე, ღვთის შიში გვქონდეს. მაშინ ვერაფერი დაგვამწუხრებს, იქნება სიღატაკე, ავადმყოფობა თუ ტყვეობა, ან - სხვა სამწუხარო რამ. დაე, ღვთის შიში გვქონდეს. მაშინ ვერაფერი

ღვთის მოშიში უძლიერესია, ვიდრე - ყველა დემონი ერთად ღვთის მოშიში უძლიერესია, ვიდრე - ყველა დემონი

ვისაც ჭეშმარიტად ეშინია ღმერთის, მას არავისი ეშინია, თუნდაც სიკვდილის აჩრდილთა შორის ვიდოდეს. ვისაც ჭეშმარიტად ეშინია ღმერთის, მას არავისი

წმიდა ანტონის მოწაფე მამა მაკარი ძმასთან ერთად მიდიოდა, დაინახა ბიჭუნა, რომელიც დედას ეუბნებოდა: "ერთ მდიდარს ვუყვარვარ, მე კი არ ვიცი, რატომ, მძულს იგი; მაგრამ ერთ ღატაკს ვძულვარ, მე კი ის მიყვარს". ეს რომ მოისმინა, მაკარი გაოცდა და დაფიქრდა. "რა მოგივიდა?" - ჰკითხა ძმამ. "ჩემს მიერ გაგონილი სიტყვები - უპასუხა ბერმა, - ნიშნავს: უფალი ღმერთი მდიდარია მოწყალებით, და ყოველდღიურად გვივლენს თავისი მამობრივი სიყვარულის მტკიცებულებას, ჩვენ კი, უგუნურთ, არ შეგვიძლია დავაფასოთ მისი ძღვენი; მაგრამ წარწყმედის სულს - ღატაკსა და ბოროტს, ვძულვართ და როგორც ცოფიანი მგელი, ჩასანთქმელად გვეძებს, ჩვენ კი, დაბრმავებულებს, გვიყვარს იგი და არ გვრცხვენია მისი მონობა!" წმიდა ანტონის მოწაფე მამა მაკარი ძმასთან

რომ გვენახა, სწრაფ დინებას ქაღალდის ნაგლეჯი როგორ აღუდგა წინ, გაოცებას ვერ დამალავდით. მსგავს სანახაობას წარმოვადგენთ ჩვენ, როცა უსულო ნივთები ჩენს ყურადღებას უფალს აშორებს, გონებას ფუჭი საგნებისადმი მიმართავს და ხელს გვიშლის, დავუახლოვდეთ უფალს სიყვარულის ერთობაში. რომ გვენახა, სწრაფ დინებას ქაღალდის ნაგლეჯი

უფლისადმი სიყვარულს არ უნდა შევუერთოთ მიწისა და მიწიერი საგნებისადმი ვნება. უფლისადმი სიყვარულს არ უნდა შევუერთოთ მიწისა

ვისი გონებაც მიჯაჭვულია რომელიმე მიწიერი საგნისადმი, მას არ უყვარს უფალი ვისი გონებაც მიჯაჭვულია რომელიმე მიწიერი

როგორც ორ სულს არ ძალუძს ერთი სხეულის განსულიერება, ასევე ორ - ღვთისა და ამასოფლისადმი სიყვარულს - არ შეუძლია ერთი სულის განსულიერება. როგორც ორ სულს არ ძალუძს ერთი სხეულის

ბუნებაში ყველა საგანი თავისი მიდრეკილების მიხედვით მოძრაობს: მსუბუქები სიმაღლეზე ადიან. მძიმეები კი მიწისკენ მიიზიდებიან. გონიერ ქმნილებებში ეს მიდრეკილება სიყვარულია და ისინი იქეთ მიისწრაფიან, საითაც მათ გულში არსებული ეს ვნება იზიდავს. ამგვარად, თუკი ჩვენში ბატონობს ხრწნადი სიკეთეებისადმი სიყვარული, ხორციელი სიამოვნებების წყურვილი, პატივისა და დიდების სურვილი, მაშინ სრულებით მიწას მივეკუთვნებით და ზეციურ საგნებამდე ამაღლება ჩვენთვის ისევე ძნელი იქნება, როგორც ქვისთვის მაღლა ატყორცნა: მაგრამ თუ ხორცის მოკვდინებით ყველა მიწიერ სურვილს დავთრგუნავთ, მაშინ ჩვენი ღვთივმიმსგავსებული სული, დაუბრკოლებლად, უსწრაფესად აღიტყორცნება ღვთისაკენ, ვიდრე - ქვა სიმაღლიდან თავის ადგილს დაუბრუნდებოდეს. ბუნებაში ყველა საგანი თავისი მიდრეკილების

ორი სახის სიყვარული ორი სახის მოქალაქეობას წარმოშობს: უფლისადმი სიყვარული იერუსალიმის (ზეციური ქალაქის) მოქალაქეებად გვაქცევს, ამასოფლისადმი სიყვარული კი - ბაბილონის მოქალაქეებად (ცოდვილი ქალაქი). დაე, ჰკითხოს ყოველმა ჩვენთაგანმა საკუთარ თავს: რა უყვარს და მიხვდება, რომელი ქალაქის მოქალაქეა იგი. ორი სახის სიყვარული მოქალაქეობას წარმოშობს:

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2