სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ნეტარი ავგუსტინე, რომელიც ფსალმუნის სიტყვებს განმარტავდა (ფს. 41, 2), ამბობს: ირემი აკვდინებს გველს, რომელიც მას წყლისკენ მიმავალ გზაზე ხვდება, რის გამოც კიდევ უფრო მეტ წყურვილს გრძნობს და უფრო დიდი სიჩქარით გარბის წყაროსკენ. "გინდათ იცოდეთ, - აგრძელებს ეკლესიის ნეტარი მამა, - რატომ არაა თქვენში სრულყოფილების ესოდენ დიდი სურვილი და ესოდენ შეუკავებელი მისწრაფება ღვთისაკენ? ეს იმიტომ, რომ თქვენ არ თრგუნავთ თქვენს გველებს: თქვენი გველები გრძნობადი, ხორციელი ვნებებია: მოაკვდინეთ ეს სიცრუის გველები და მაშინ მეტი გულმოდგინებით ისწრაფებთ ცხოვრებისა და ჭეშმარიტების წყაროსკენ. ნეტარი ავგუსტინე, რომელიც ფსალმუნის სიტყვებს

ცეცხლი, რომელიც მიწაზე ანთია, მიწისკენ კი არ მიილტვის, არამედ - ყოველთვის ზემოთ მიემართება. ასევე შენი სიყვარული შენშივე კი არ უნდა დარჩეს, არამედ ყოველთვის უფლისადმი ამაღლდეს. ცეცხლი, რომელიც მიწაზე ანთია, მიწისკენ კი არ

ღმერთისთვის არაფერია სიყვარულზე სასურველი. არაფერი ისე არ ესათნოება უფალს, როგორც ადამიანის გული, რომელშიც მისდამი სიყვარული გიზგიზებს. სიყვარულის გარეშე ადამიანის ყველა ქმედება, რაც არ უნდა კეთილად გამოიყურებოდეს იგი გარეგნულად და თუნდაც დიდებულიც კი გვეჩვენებოდეს, არაფერს ნიშნავს უფლის თვალისთვის და ღმერთს სძულს იგი. ღმერთისთვის არაფერია სიყვარულზე სასურველი.

ღვთისადმი სიყვარულის საზომი უზომო სიყვარულია ღვთისადმი სიყვარულის საზომი უზომო სიყვარულია

სამი გული უნდა გვქონდეს: ღმერთისთვის - გული წმიდა; მოყვასისთვის - გული მოწყალე; საკუთარი თავისთვის - გული ბოროტი. სამი გული უნდა გვქონდეს: ღმერთისთვის - წმიდა;

image
image თემა: გული
წყარო: სულიერი მდელო

ჩვენ იმდენად ვართ ვალდებულნი, გვიყვარდეს ღმერთი საკუთარ თავზე მეტად, რამდენადაც იგი ჩვენზე აღმატებულია ჩვენ იმდენად ვართ ვალდებულნი, გვიყვარდეს

წვიმა მაშინ კი არაა სასარგებლო ნიადაგისთვის, როცა იგი ჯერ კიდევ სრულებით არ გათავისუფლებულა თოვლისა და ყინულისაგან, არამედ მაშინ, როცა გამთბარია მზის სხივებით: სწორედ ასევე ღვთის სიკეთეს საკმარისად მხოლოდ ის გულები ღებულობენ, რომლებიც უფლისადმი სიყვარულით არიან გამთბარნი. წვიმა მაშინ კი არაა სასარგებლო ნიადაგისთვის

უფლისადმი სიყვარული ყველაფერს ჩვენი ცხონებისა და ნეტარების საშუალებად აქცევს; მის გარეშე ყველა საშუალება არ აღწევს მიზანს. კანდელი უზეთოდ ვერ დაენთება და ლოცვაც ვერ გაანათლებს სულს უსიყვარულოდ. ის სიყვარულის გარეშე ვერ ავა ღმერთამდე. უფლისადმი სიყვარული ყველაფერს ჩვენი ცხონებისა

ყველაზე მართალი ნიშანი იმისა, რომ ჩვენში ჯერ კიდევ არ არის უფლისადმი სიყვარულის ჩანასახებიც კი, ისაა, რომ გვიძნელდება ღვთისადმი მსახურება, არ გვსურს, ავასრულოთ, და უფრო უარესი, საერთოდ არ ვასრულებთ მისდამი ჩვენს მოვალეობებს. ნეტარი ავგუსტინე სამართლიანად აღნიშნავს: "მოყვარულთათვის შრომა მძიმე არ არის: ის ახარებს მათ, როგორც მხეცებზე, ფრინველებზე მონადირეებს, მეთევზეებს. როცა რაიმე გვიყვარს, ჩვენ ან ვერ ვგრძნობთ შრომას, ან თავად შრომა გვიყვარს. ყველაზე მართალი ნიშანი იმისა, რომ ჩვენში ჯერ

სადაც არის ჭეშმარიტი სიყვარული უფლის მიმართ, იქ ბაგე იშვიათად გაიხსნება ისე, რომ არ მადლობდეს და არ ადიდებდეს უფალს. სადაც არის ჭეშმარიტი სიყვარული უფლის მიმართ

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2