სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ვინაიდან ყოვლისშემძლე შემოქმედს თანასწორი არა ჰყავს, ამიტომ ჩვენი სიყვარულის გაყოფა არავისთან უნდა და ჩვენგან მთელ გულს მოითხოვს. არ სურს, რომ ეს სიყვარული ღვთისადმი სრულყოფილ სიყვარულს თუნდაც მცირეოდენ დაბრკოლებად ექცეს. ვინაიდან ყოვლისშემძლე შემოქმედს თანასწორი არა

მოყვასს ნუ გაანაწყენებ და ნურც გააღმერთებ, ნურც საკუთარ თავს გააღმერთებ. ღმერთი კი გიყვარდეს მტკიცე სულით, ანუ - მთელი გულითა და გონებით. მოყვასს ნუ გაანაწყენებ და ნურც გააღმერთებ

საკუთარი თავი უნდა გვიყვარდეს უფლისათვის და ნაწილობრივ მოყვასისათვის: მოყვასი უფლისათვის უნდა გვიყვარდეს: ღმერთი კი უნდა გვიყვარდეს თვით მისთვის და ყველაზე ძლიერ. საკუთარი თავი უნდა გვიყვარდეს უფლისათვის და

საკუთარი თავისადმი სიყვარული მსხვეროლად იწირავს მოყვასისადმი სიყვარულს. საკუთარი თავისა და მოყვასის სიყვარული კი მსხვერპლად ღვთისადმი სიყვარულს შეიწირავს. საკუთარი თავისადმი სიყვარული მსხვეროლად

ღვთაებრივი სიყვარულის ცეცხლში იწვოდე, რომ არ დაიწვა იმით, რითაც - დემონები ღვთაებრივი სიყვარულის ცეცხლში იწვოდე, რომ არ

შეიყვარე უფალი მთელი გულით, მთელი სულით და მთელი შენი არსებით, თუ გსურს, თავიდან აიცილო მარადიული ტანჯვა-წამება სიკვდილის შემდეგ, თუ გსურს, იგემო მარადიული სიხარული, მარადიული ნეტარება - ჯერ კიდევ დედამიწაზე, რომელიც, დამიჯერე, ისეთი დიდებულია, ისე აკმაყოფილებს ჩვენი გულის მოთხოვნილებებს, რომ უკვე ვერაფერი მოგხიბლავს ამქვეყნად. შეიყვარე უფალი მთელი გულით, სულით და შენი

თუ გულწრფელად შეიყვარებ უფალს და განმტკიცდები ამ სიყვარულში, ვერანაირი ვნება ვერ დაგეუფლება. თუ გულწრფელად შეიყვარებ უფალს და განმტკიცდები

ქვეყანა და ყველაფერი, რაც ამქვეყნადაა, არაფერს ნიშნავს იმისათვის, ვისთვისაც უფალი ყველაფერია. ქვეყანა და ყველაფერი, რაც ამქვეყნადაა

"როგორ დავიცვათ თავი ცდუნებებისგან?" - ჰკითხა ერთმა ამბა პიმენს. წმიდა ბერმა უპასუხა: "ქვაბში, რომელიც მუდმივად თუხთუხებს, ბუზი ვერ ჩავარდება: და სულაც, რომელიც უფლისადმი სიყვარულით არის მხურვალე, ვერაფერი აცდუნებს. როგორ დავიცვათ თავი ცდუნებებისგან? - ჰკითხა

ამქვეყნად არაფერია ისეთი, რაც შეძლებდა ღვთისადმი სიყვარული ამოეძირკვა იმ გულიდან, რომელშიც იგი დასახლდა. ამქვეყნად არაფერია ისეთი, რაც შეძლებდა

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2