სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ღვთისადმი სიყვარული გამოულეველი საგანძურია; ვინც მას ფლობს, მდიდარია; ვისაც არა აქვს - ღატაკი. ღვთისადმი სიყვარული გამოულეველი საგანძურია;

ღვთის გარეშე, რასაც არ უნდა ვეთაყვანებოდეთ, ყოველთვის რაღაც გვაკლია, ჩვენი გული ყოველთვის რაღაცას ეძიებს, და ნეტარი ავგუსტინეს შესანიშნავი სიტყვებით: "მანამდე მღელვარებს, ვიდრე ღვთაებრივ სიყვარულს არ მიაღწევ". ღვთის გარეშე, რასაც არ უნდა ვეთაყვანებოდეთ

თუ მოწყენილი ხარ, ეს იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არ გიყვარს უფალი. თუ სასძლოს თავისი სასიძო უყვარს, მაშინ საყვარელ ადამიანთან ერთად მისთვის არც სიღარიბე, არც უბედურებები, არც ჯურღმული არაა ძნელი; მხოლოდ მასთან განშორება უძნელდება: მაშინ ვერც სიმდიდრე, ვერც სიხარული ვერ ანუგეშებს მას. თუკი ადამიანურ სიყვარულს ეს შეუძლია, მაშინ რას არ გააკეთებს ღვთაებრივი სიყვარული? შეიყვარეთ ღმერთი და დაავანეთ იგი თქვენს გულებში და მაშინ არ მოიწყენთ, არამედ ყოველთვის ენითაუღწერელ სიხარულსა და სიტკბოებას იგრძნობთ, ყოველთვის სულიერი ნუგეში გექნებათ (ფს. 33, 9). თუ მოწყენილი ხარ, ეს იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არ

ღვთისადმი სიყვარულით ადამიანისთვის ყველგან სამოთხეა; მის გარეშე კი - ყველგან ჯოჯოხეთი. ღვთისადმი სიყვარულით ადამიანისთვის ყველგან

ადამიანი სულისა და სხეულისაგან შედგება. ამიტომ ჩვენი ურთიერთობა ღმერთთან, როგორც ყოვლადსრულყოფილ არსებასთან, ჩვენი ყოფიერების, ცხონებისა და ნეტარების (შემოქმედთან) მიზეზთან, უნდა გამოვხატოთ არა მხოლოდ სულიერად, არამედ - სხეულითაც, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ღვთის თაყვანისცემა არა მხოლოდ შინაგანი, არამედ გარეგნულიც უნდა იყოს. ადამიანი სულისა და სხეულისაგან შედგება.

თუკი ხეში არის სიცოცხლე, მაშინ ეს სიცოცხლე აუცილებლად გამომჟღავნდება, ანუ ხე ფოთლებს, ყვავილებს და ნაყოფს გამოიღებს: ასევე ღვთის, შინაგანი, ცოცხალი, ნამდვილი თაყვანისცემა, აუცილებლობისას გარეგნულ თაყვანისცემას გამოამჟღავნებს. თუკი ხეში არის სიცოცხლე, მაშინ ეს აუცილებლად

განა არსებობს ღარიბი კაცის მიმართ თანაგრძნობით აღსავსე თუნდაც ერთი ადამიანი, რომელიც თანაგრძნობას რაიმე გარეგნული ნიშნით მაინც არ გამოხატავდეს? განა არსებობს კი თუნდაც ერთი მორჩილი შვილი, რომელიც თავის მორჩილებას მშობლებისადმი გარეგნულად არ გამოხატავდა? რომელი ერი იყო ისეთი, რომელიც მეფეს პატივს სცემდა და ამას გარეგნული ქმედებით არ ამჟღავნებდა? განა არსებობს ღარიბი კაცის მიმართ

ვინ არ იცის სულის მოძრაობასა და მის გამოვლინებას შორის არსებული კავშირის შესახებ? ვისთვის არაა ცნობილი, რომ ადამიანს, რომელიც რაიმე ძლიერი გრძნობით არის შეპყრობილი, არ შეუძლია სრულიად დაფაროს თავისი სულის ძლიერი მოძრაობა. ვინ არ იცის სულის მოძრაობასა და მის

მოწამეობრივი სიკვდილი ჭეშმარიტებისთვის - გაუქრობელი ლამპარია ერისთვის, იგი აღვიძებს და აღორძინებს ერთი მაღალ ძალებს, იგი დვრიტაა ურთიერთისადმი სამსახურისა, საზოგადო სიკეთისადმი თავდადებულობისა, სამშობლოს ბედნიერებისათვის მსხვერპლად შეწირვისა, ქვეყანაზე სისწორისა, საღმრთო ზნეობისა და გონებრივი სინათლის მოფენა-გავრცელებისა. მოწამეობრივი სიკვდილი ჭეშმარიტებისთვის -

მოწამეობა, ე.ი. დევნულება-წვალებათა დათმენა, ცხოვრებაში სიმართლის დაცვა-გამოჩენისთვის უკვდავი ღაღადი, სამარადისო ქადაგება, მუდამ მოუძვველებელი მოძღვრებაა ყველა იმის შესახებ, რითაც ძვირფასია კაცის ცხოვრება, რითაც ადამიანი ემსგავსება ღმერთს, რაც კაცის ცხოვრებას აძლევს აზრსა და მნიშვნელობას. მოწამეობა, ე.ი. დევნულება-წვალებათა დათმენა

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2