სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

რა ბედნიერნი ვიქნებოდით, ძვირფასო მსმენელნო, ყველა ჩვენგანი წმ. ევსტათივით გულისმოდგინებით და ხალისით რომ ვეტანებოდეთ ჩვენი ღვთაებრივი სარწმუნოების მოძღვრების ცოდნას! მაგრამ ვინ თქვა ჩვენში ასეთი ხალისი! დიდს უმრავლესობას სრულებით არავითარი ცოდნა არა აქვს სახარებისა და არც დაეძებს, რომ ოდესმე მაინც გაეცნოს მას; ბევრს, თუ ყური მოუკრავს საქმე ქრისტეს ორი-სამი იგავისათვის, ეკლესიაშიც აღარ სურს მოსვლა, - იმაზე მეტს ვეღარ გავიგონებ, რაც უკვე ვიციო! რა ბედნიერნი ვიქნებოდით, ძვირფასო მსმენელნო

ქრისტიანული სახელი ქრისტიანული ცხოვრების გარეშე მლიქვნელობაა ქრისტიანული სახელი ცხოვრების გარეშე

შეუძლებელია, იყო ქრისტიანი, თუ არ ცხოვრობ ქრისტიანულად შეუძლებელია, იყო ქრისტიანი, თუ არ ცხოვრობ

ის, ვინც ჭეშმარიტად ქრისტიანულად არ ცხოვრობს, ზნეობრივი კერპთაყვანისმცემლობის მდგომარეობაში იმყოფება. ის ან ქმნილებათა მსხვერპლია, უფლის ნაცვლად სიმდიდრეს ემსახურება, მუცელს აღმერთებს, ან პირიქით, - საკუთარ თავს აყენებს კერპად, და მსხვერპლად მოითხოვს ყველაფერს, რაც კი ამქვეყნად შობილა. ის, ვინც ჭეშმარიტად ქრისტიანულად არ ცხოვრობს

ქრისტიანო, იყავი ნამდვილი და არა მოჩვენებითი ქრისტიანი. აი, შენი ერთ-ერთი კანონი. ქრისტიანო, იყავი ნამდვილი და არა მოჩვენებითი

როგორც იუდა, რომელსაც ბოროტი აზრები, განზრახვები და მიზნები ჰქონდა, მოციქულის სახელმა ვერ დაიცვა მარადიული სასჯელისაგან, ასევე ჩვენ ქრისტიანის სახელი ვერ გამოგვისყიდის მსგავსი სასჯელისაგან, თუკი ცხოვრებას ქრისტეს სჯულის შესაბამისად არ წარვმართავთ. როგორც იუდა, რომელსაც ბოროტი აზრები

მაღალია ქრისტიანის წოდება: ბევრი უნდა იშრომო, რომ აღასრულო იგი მაღალია ქრისტიანის წოდება: ბევრი უნდა იშრომო

ქრისტიანი არ უნდა დაკმაყოფილდეს იმით, რომ იგი მოკვდა კერთაყვანისმცემლობისათვის, ამა ქვეყნის ხმაურისათვის, ფუფუნებისა და დროსტარებისათვის, სიამაყისათვის და სხვა. ვისაც სურს, ძველი სამყაროდან ახალში გაცუროს, მისთვის საკმარისი არაა, ავიდეს ხომალდზე და გეზი ახალი სამყაროსკენ აიღოს. არამედ მან განუწყვეტლივ უნდა იცუროს წინ, ვიდრე მართლაც არ მიაღწევს იმ ადგილს. სწორედ ასევე ხდება ძველ და ახალ ცხოვრებაშიც. თუკი ძველი ადამიანის გარეგნული ცხოვრება საჭიროებისამებს განიწმიდა, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ სრულიად შევიმოსოთ ახალი ადამიანი, სრულიად განვიწმიდოთ და გავნათლდეთ სულის შინაგან სიღრმეში ქრისტიანი არ უნდა დაკმაყოფილდეს იმით, რომ იგი

ქრისტიანი, რომელიც ქრისტიანობაში ვერ წარემატება, ქრისტიანი არ არის ქრისტიანი, რომელიც ქრისტიანობაში ვერ

ქრისტიანი, სიამოვნებაზე უარის თქმით ან ნაკლულევანებით იტანჯება, ან თუ სიამოვნებას დაუშვებს, სინანულით უნდა დაიტანჯოს. ქრისტიანი, სიამოვნებაზე უარის თქმით ან

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2