სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

წმიდა გრიგოლ ნოსელი ქრისტიანებს ფერმწერებს ადარებს. "ყოველი ჩვენთაგანი საკუთარი ცხოვრების მხატვარია. ჩვენი სული მხატვრის ტილოს ჰგავს, სათნოებები - საღებავებს; იესო ქრისტე არის ნატურა, საიდანაც უნდა გადავიხატოთ". შესანიშნავი შედარებაა! როგორც მხატვარს აქვს გონებაში, წარმოსახვაში და თვალწინ ის საგანი, რომლის ტილოზე გამოსახვაც სურს, ასევე ქრისტიანი მზერას უნდა უსწორებდეს იესო ქრისტეს. ისევე, როგორც ფუნჯი, რომელსაც ფერმწერი იყენებს, ტილოზე ისეთ ფერებს დებს, რასაც ნატურაში ხედავს; ასევე ჩვენი ნება, თუ მადლით არის ძალმოცემული, იესო ქრისტეში დანახული სათნოებების აღსრულების მეშვეობით ცდილობს აღბეჭდოს მისი სახე სულში, და ჩვენ იმდენად ვხდებით ქრისტიანები, რამდენადაც მივემსგავსებით იესო ქრისტეს. წმიდა გრიგოლ ნოსელი ქრისტიანებს ფერმწერებს

ჭეშმარიტი ქრისტიანი ისაა, ვინც ქრისტეს გულით ატარებს ჭეშმარიტი ქრისტიანი ისაა, ვინც ქრისტეს გულით

ღარიბი ის ქრისტიანია, ვისაც ამა სოფელში გამდიდრება სურს ღარიბი ის ქრისტიანია, ვისაც ამა სოფელში

ღარიბია ის ქრისტიანი, ვინც ამქვეყნად ბევრს ეძებს და იმარაგებს ღარიბია ის ქრისტიანი, ვინც ამქვეყნად ბევრს

ჭეშმარიტი ქრისტიანი მუდმივად ჯვარისმტვირთველია და ქრისტიანული ცხოვრება კი - განუწყვეტელი ჯვარის ტვირთვა. ჭეშმარიტი ქრისტიანი მუდმივად

ყოველ ქრისტიანს უნდა ჰქონდეს თავისი ჯვარი, როგორც მოგზაურს - თავისი კვერთხი. ყოველ ქრისტიანს უნდა ჰქონდეს თავისი ჯვარი

ხორცისათვის სამწუხარო, მძიმეა ჭეშმარიტი ქრისტიანის ცხოვრება, მაგრამ სამაგიეროდ, იგი ღებულობს უხვ ჯილდოს და ღირსეულ მიგებას მართალი მსაჯულისაგან. ხორცისათვის სამწუხარო, მძიმეა ჭეშმარიტი

როგორც ქრისტეს ჯვარი არის სასუფევლის კარი ყველასათვის, ასევე ქრისტიანის ჯვარი არის სასუფევლის გასაღები ყველა მისი ძისათვის. როგორც ქრისტეს ჯვარი არის სასუფევლის კარი

ქრისტიანი ცხოვრებას მწუხარებაში ატარებს, სამაგიეროდ - კვდება სიხარულში ქრისტიანი ცხოვრებას მწუხარებაში ატარებს

ქრისტიანს შეუძლია, კადნიერი სიხარულით უთხრას კარსმომდგარ სიკვდილსაც: "სიკვდილო, სადა არს საწერტელი შენი" (1 კორ. 15, 55). ქრისტიანს შეუძლია, კადნიერი სიხარულით უთხრას

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2