სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

სადაც კეთილი და სასარგებლო არ არის, იქ არც მშვენიერებაა სადაც კეთილი და სასარგებლო არ არის, იქ არც

ჭეშმარიტად სასარგებლო ის არის, რაც შესაძლოა, მარადიულ ცხოვრებას ემსახურებოდეს და არა - კეთილდღეობასა და მიწიერ სიხარულს. ჭეშმარიტად სასარგებლო ის არის, რაც შესაძლოა

არ არის საჭირო მეცნიერებაზე მსჯელობა, ანდა საგნების შეცნობა; ცოდნა თავისთავად კარგია და იგი ღვთისგანაა დადგენილი; მაგრამ მას ყოველთვის კეთილი სინდისი და ღვთივსათნო ცხოვრება უნდა ამჯობინო. არ არის საჭირო მეცნიერებაზე მსჯელობა, ანდა

დროებით ცხოვრებაშიც კი ჩვენ საკუთარი თავის მტრები ვართ: მტრები საკუთარი სიმშვიდისა, საკუთარი ცხოვრებისა, როდესაც მხედველობიდან ვკარგავთ საკუთარი სულის ცხონებას. დროებით ცხოვრებაშიც კი ჩვენ საკუთარი თავის

ცოდვა გვიზიდავს იმით, რომ სასიამოვნოა, სათნოების გზა კი ეკლითაა მოფენილი, მაგრამ ვინც ორივეს ნაყოფს შეიცნობს, იპოვის სიტკბოებას სათნოების სიმწარეში და ცოდვის სიტკბოების სიმწარეს. ცოდვა გვიზიდავს იმით, რომ სასიამოვნოა

ძალზე უგუნურია ის, ვინც მეტნაკლებად ზრუნავს იმაზე, რაც მის ცხონებას არ ემსახურება. ძალზე უგუნურია ის, ვინც მეტნაკლებად ზრუნავს

თუ ხორციელად იცხოვრებ, სულსაც დაღუპავ და ხორცსაც; ხოლო თუ ღვთივსათნოდ იცხოვრებ, ორივეს აცხოვნებ. თუ ხორციელად იცხოვრებ, სულსაც დაღუპავ და

სოკრატე სათნოებას ცოდნას უწოდებდა: ყოველგვარ ნაკლოვანებას შეიძლება, ეწოდოს უვიცობა, რამეთუ იგი არის გონების სიბრმავე, რადგან მასში ბევრად მეტია ტანჯვა, ვიდრე სიამე. სოკრატე სათნოებას ცოდნას უწოდებდა: ყოველგვარ

სათნოება დიდებულია პორფირში, ის ძონძებშიც სასიამოვნო სანახავია; ძლევამოსილია ჩაფხუტითა და ფარით აღჭურვილი, საცნობია ყანაშიც, საქებარია ტაძარში - წმიდა საკურთხეველთან; დალოცვილია სახლშიც, ქალაქში და ყველგან, საიდანაც არ უნდა შევხედოთ მას, ყველა მხრიდან სუფთა, მშვენიერი და ღვთაებრივი მოჩანს. სათნოება დიდებულია პორფირში, ის ძონძებშიც

ნაკლის სისაძაგლესა და საკუთარ არარაობას მხოლოდ მაშინ ვგრძნობთ, როდესაც სათნოების სილამაზე და ყოვლისშემძლე შემოქმედის დაუსრულებელი სრულყოფილებანი დაგვატყვევებს. ნაკლის სისაძაგლესა და საკუთარ არარაობას

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2