სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

არა მხოლოდ ბოროტების ქმნა, არამედ - სიკეთის აღუსრულებლობაც მკაცრად განისჯება. არა მხოლოდ ბოროტების ქმნა, არამედ - სიკეთის

ერთნაირად ცუდია - ცუდის გასაკეთებლად მზადყოფნა და სიკეთის ქმნის დაყოვნება ერთნაირად ცუდია - ცუდის გასაკეთებლად

თუ ცოდვას არ ჩავიდენთ და ღვთის წინაშე გულმოდგინედ არ ვიღვაწებთ, ჰაერში ატაცებული ნახერხივით ვიტრიალებთ ზეცასა და მიწას შორის. ვერც ზეცისაკენ ავმაღლდებით და ვერც მიწაზე ვიდგებით მყარად. თუ ცოდვას არ ჩავიდენთ და ღვთის წინაშე

არასასიამოვნოა ხეების ყურება გაშიშვლებული ტანითა და ტოტებით; არასასიამოვნოა ცქერა გაყინული მინდვრისა, რომელზეც ერთი ბალახიც კი არ არის მწვანე, მაგრამ კიდევ უფრო სევდისმომგვრელია სიკეთისადმი გაციებული გულის ცქერა, რომელსაც სასიკეთო ძალები, სიცოცხლის ხალისი და სიმართლის ნაყოფი აღარ აქვს. არასასიამოვნოა ხეების ყურება გაშიშვლებული

საკმარისი არ არის, რომ ბოროტებას არ აკეთებდე; სიკეთეს უნდა იქმოდე, შემთხვევასაც კი უნდა ეძებდე მის საკეთებლად - ვინც ეძებს ასეთ შემთხვევებს, ყოველთვის პოულობს მას. საკმარისი არ არის, რომ ბოროტებას აკეთებდე;

ზოგიერთს მხოლოდ სიკეთის აღსასრულებლად არ ჰყოფნის ძალა და არა - კეთილი სურვილი. სიკეთე ზოგიერთს მხოლოდ სიკეთის აღსასრულებლად არ

კეთილი სურვილი მაშინ არის მაცხოვნებელი, როდესაც მტკიცედ და დაუზარებლად აღესრულება. არიან ადამიანები, რომელთა გზა კეთილი ზრახვებით იყო მოფენილი; მაგრამ კეთილი ზრახვები აღუსრულებელი დარჩა და მათი გზა ჯოჯოხეთისაკენ წარემართა. კეთილი სურვილი მაშინ არის მაცხოვნებელი

მხოლოდ საკვების მოთხოვნილება შიმშილის გრძნობას ვერ აკმაყოფილებს და მხოლოდ დალევის სურვილი წყურვილს ვერ კლავს; ვერც მხოლოდ ვაჭრობის სურვილი ამდიდრებს; ასევე მხოლოდ ცხონების სურვილი ვერ გვაცხოვნებს. მხოლოდ საკვების მოთხოვნილება შიმშილის

შეუძლებელია ცხონება, თუ საქმით არ დადგები ცხონების ჭეშმარიტ გზაზე შეუძლებელია ცხონება, თუ საქმით არ დადგები

ნუ დაკმაყოფილდები აზრით, გრძნობით, სიტყვით იქ, სადაც შესაძლებელი და საჭიროც კია საქმე. კარგია, თუ ქვის გული არ გაქვს, მაგრამ ცუდია, თუ გაქვს მშრალი და მომჭირნე ხელი, რომელიც გლახაკს არ განიკითხავს. ნუ დაკმაყოფილდები აზრით, გრძნობით, სიტყვით

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2