სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ქრისტიანი ცხოვრებას მწუხარებაში ატარებს, სამაგიეროდ - კვდება სიხარულში ქრისტიანი ცხოვრებას მწუხარებაში ატარებს

ქრისტიანს შეუძლია, კადნიერი სიხარულით უთხრას კარსმომდგარ სიკვდილსაც: "სიკვდილო, სადა არს საწერტელი შენი" (1 კორ. 15, 55). ქრისტიანს შეუძლია, კადნიერი სიხარულით უთხრას

ჭეშმარიტი ქრისტიანი მიწაზე ცხოვრებისას უარს ეუბნება საკუთარ თავს გრძნობად სიამოვნებებზე, რომლითაც ეს სოფელი თავის მონებსა და თაყვანისმცემლებს უმასპინძლდება, მაგრამ სამაგიეროდ იგი სიკვდილის შემდეგ ისეთ სიკეთეებს დაიმსახურებს ზეცაში, რომლებიც აქ, მოციქულის სიტყვისამებრ: "თვალმა არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუხდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა მისთა" (1 კორ. 2, 9) - მათი წარმოდგენაც კი შეუძლებელია ჭეშმარიტი ქრისტიანი მიწაზე ცხოვრებისას უარს

ქრისტიანი მიწაზეც კი ღებულობს ნუგეშს ღვთისაგან, რაც აიძულებს, დაივიწყოს დარდი და თითქოსდა ხარობს და სულგრძელებას იჩენს მწუხარებაში. "მაგინებელთა ჩუენთა ვაკურთხევთ; ვიდევნებით და თავს ვიდებთ; მგმობართა ჩუენთა ულოცავთ" (1 კორ. 4, 12. 13)! ამბობენ საკუთარი თავის შესახებ ქრისტეს მიმდევრები. ქრისტიანი მიწაზეც კი ღებულობს ნუგეშს

ქრისტიანი მოძულებულია წუთისოფლისგან, სამაგიეროდ შეყვარებულია უფლისგან ქრისტიანი მოძულებულია წუთისოფლისგან

ყველაფერი ამსოფლიური, რაოდენ მნიშვნელოვნად და დიდადაც არ უნდა გვეჩვენებოდეს, სრულიად უმნიშვნელოა. ყველა საქმეზე უპირველესი და უმნიშვნელოვანესი ჩვენი ცხონების საქმე უნდა იყოს. ყველაფერი ამსოფლიური, რაოდენ მნიშვნელოვნად და

ქრისტიანი სულის ცხონებას თავის უმთავრეს, თვით ერთადერთ მიზნადაც უნდა მიიჩნევდეს, ყველა დანარჩენს კი - ამ მიზნის მისაღწევ საშუალებად. ქრისტიანი სულის ცხონებას თავის უმთავრეს, თვით

ქრისტიანს მხოლოდ ერთი უბედურება, ერთი საშინელება შეიძლება შეემთხვეს - უფალი განარისხოს. ქრისტიანს მხოლოდ ერთი უბედურება, საშინელება

არ არის საჭირო მეცნიერებაზე მსჯელობა, ანდა საგნების შეცნობა; ცოდნა თავისთავად კარგია და იგი ღვთისგანაა დადგენილი; მაგრამ მას ყოველთვის კეთილი სინდისი და ღვთივსათნო ცხოვრება უნდა ამჯობინო. არ არის საჭირო მეცნიერებაზე მსჯელობა, ანდა

ჭეშმარიტად სასარგებლო ის არის, რაც შესაძლოა, მარადიულ ცხოვრებას ემსახურებოდეს და არა - კეთილდღეობასა და მიწიერ სიხარულს. ჭეშმარიტად სასარგებლო ის არის, რაც შესაძლოა

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2