თუ ამქვეყნიურ საცდურს განვერიდებით, უფალი ღირს გვყოფს, რომ ჩვენს გულში იმეფოს. რა თქმა უნდა, უბრძოლველად ეს არ მიიღწევა. თუ წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი აღიარებს: "ჩემს გონებაში ორი გონია: ერთი კეთილია და იგი შედეგია ყოველივე მშვენ...
იხილეთ სრულად
თუ ამქვეყნიურ საცდურს განვერიდებით, უფალი ღირს გვყოფს, რომ ჩვენს გულში იმეფოს. რა თქმა უნდა, უბრძოლველად ეს არ მიიღწევა. თუ წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი აღიარებს: "ჩემს გონებაში ორი გონია: ერთი კეთილია და იგი შედეგია ყოველივე მშვენიერისა; მეორე კი დაცემულია და მისდევს ყოველივე ცუდს; ერთი გონება სინათლისაკენ ილტვის და სურს, თაყვანი სცეს ქრისტეს, ხოლო მეორე, ხორცის და სისხლის გონება, ჰქრის ბნელსა შინა და მზად არის, ტყვე იქმნას ბელიარისა" (11,305), მ...
ყველაზე მეტად ვნებები და განცდები თრგუნავს გულს. სიძულვილი, შური, მრისხანება, განდიდების მანია... საშინელ წამებად ექცევა; მიწიერ სიამეთა და სიტკბოებათა მსახურებაც საბოლოოდ ფიტავს და აუხეშებს მას. ვნებები შედეგია საკუთარი თავის ...
იხილეთ სრულად
ყველაზე მეტად ვნებები და განცდები თრგუნავს გულს. სიძულვილი, შური, მრისხანება, განდიდების მანია... საშინელ წამებად ექცევა; მიწიერ სიამეთა და სიტკბოებათა მსახურებაც საბოლოოდ ფიტავს და აუხეშებს მას.ვნებები შედეგია საკუთარი თავის მოყვარების, კეთილდღეობის, განცხრომის სურვილისა; ჭეშმარიტების - ღვთის გზით სიარული კი ეგოიზმის დაძლევას, მის უარყოფას ნიშნავს. ამიტომაც გვაფრთხილებს იესო ქრისტე: "რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უვარ-ყავნ თავი თჳსი" (მათე 1...
თუ გვსურს საზოგადოების წინსვლა, უნდა ვიზრუნოთ მისი კულტურის ამაღლებაზე, რაც გულისხმობს ადამიანში ადამიანურობის გამოვლენას, ადამიანის "გაადამიანებას", რომ იგი იყოს არა მარტო მატარებელი სიკეთისა და სილამაზისა, რომლითაც დაგვაჯილდოვა ...
იხილეთ სრულად
თუ გვსურს საზოგადოების წინსვლა, უნდა ვიზრუნოთ მისი კულტურის ამაღლებაზე, რაც გულისხმობს ადამიანში ადამიანურობის გამოვლენას, ადამიანის "გაადამიანებას", რომ იგი იყოს არა მარტო მატარებელი სიკეთისა და სილამაზისა, რომლითაც დაგვაჯილდოვა შემოქმედმა, არამედ ამ მარადიულ ღირებულებათა მთესველიც.
თავისთავად მეცნიერება ღვთისგან ნაკურთხია. იგი ადამიანის ინტელექტის, ადამიანის, როგორც ღვთის ხატების, მიღწევაა. ამიტომაც მეცნიერების მონაპოვარი დალოცვილია და უნდა გამოიყენებოდეს პიროვნების სულიერი და ფიზიკური კეთილდღეობისათვის მხოლ...
იხილეთ სრულად
თავისთავად მეცნიერება ღვთისგან ნაკურთხია. იგი ადამიანის ინტელექტის, ადამიანის, როგორც ღვთის ხატების, მიღწევაა. ამიტომაც მეცნიერების მონაპოვარი დალოცვილია და უნდა გამოიყენებოდეს პიროვნების სულიერი და ფიზიკური კეთილდღეობისათვის მხოლოდ და არა მის დასათრგუნად.
განა შეიძლება მეცნიერება და რწმენა დაუპირისპირდეს ერთმანეთს, როცა ისინი ადამიანის შემოქმედებითი აზროვნების სრულიად განსხვავებულ სფეროებს მიეკუთვნებიან: ერთი ფიზიკურს, ხოლო მეორე სულიერს? ისინი კი არ უპირისპირდებიან, არამედ ავსებენ...
იხილეთ სრულად
განა შეიძლება მეცნიერება და რწმენა დაუპირისპირდეს ერთმანეთს, როცა ისინი ადამიანის შემოქმედებითი აზროვნების სრულიად განსხვავებულ სფეროებს მიეკუთვნებიან: ერთი ფიზიკურს, ხოლო მეორე სულიერს? ისინი კი არ უპირისპირდებიან, არამედ ავსებენ ერთმანეთს.
დღეს ტექნიკამ და მეცნიერებამ განვითარებით გაუსწრო კაცობრიობის სულიერ წინსვლას და დაირღვა მათ შორის თანხმობა. ჩვენი სულიერი მოუმზადებლობის გამო მეცნიერება და ტექნიკა მოსპობით ემუქრება ადამის მოდგმას, საერთოდ სიცოცხლეს დედამიწაზე და...
იხილეთ სრულად
დღეს ტექნიკამ და მეცნიერებამ განვითარებით გაუსწრო კაცობრიობის სულიერ წინსვლას და დაირღვა მათ შორის თანხმობა. ჩვენი სულიერი მოუმზადებლობის გამო მეცნიერება და ტექნიკა მოსპობით ემუქრება ადამის მოდგმას, საერთოდ სიცოცხლეს დედამიწაზე და ეს ბადებს გაუცნობიერებელი დაპირისპირების გრძნობას, რაც მისდამი ერთგვარი გულცივობით გამოიხატება.