სინანული - ციტატები, გამონათქვამები

სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

სინანული და აღსარება დღეს ყველაზე აუცილებელი რამ არის. ისინი იმისთვისაა საჭირო, რომ ეშმაკმა დაკარგოს უფლებები, ადამიანებმა საკუთარი ნებით რომ მიანიჭეს მას. ასეა: ადამიანები უფლებას აძლევენ ეშმაკს, ამის შედეგად კი ის მთელ ქვეყნიერებას ტანჯავს სინანული და აღსარება დღეს ყველაზე აუცილებელი

22. ყურადღება მიაქციე შენს თავს, რომ დამღუპველმა რამ საქმემ არ განგაყენოს შენ ღვთის სიყვარულისგან, იპყარ შენ გული, ნუ მოტყდები და ნუ იტყვი: როგორ დავიცვა იგი, როდესაც ადამიანი ვარ ცოდვილი? რადგან რაჟამს ადამიანი ტოვებს თავის ცოდვებს და ღვთისკენ მიიქცევა, სინანული ხელახლა შობს და მთლიანად ახალს ხდის მას. ყურადღება მიაქციე შენს თავს, რომ დამღუპველმა

როგორც ცეცხლი ეწინააღმდეგება წყალს, ასევე არ არის მონანულის საქმე განსჯა. რომც ნახო ვინმე, რომელიც თვით სულის ამოსვლის დროს სცოდავდეს, მაშინაც კი არ განსაჯო იგი, რადგან ღვთიური სამართალი კაცთათვის მიუწვდომელია როგორც ცეცხლი ეწინააღმდეგება წყალს, ასევე არ

და როცა შენ ტირიხარ სულის მწარე ტკივილით, რადგან შესცოდე, რადგან ღმერთი დაამწუხრე, ტირილთან ერთად შენ ნუგეში და სიხარული გფარავს. და მაშინ გეხსნება ლოცვის კარი.
მინახავს მტირალი ადამიანი, რომელსაც ცრემლის შეკავება სურდა, რადგან ვიღაც შემოვიდა, მაგრამ ვერ შეძლო მათი შეჩერება. რადგან ისინი ისეთი ძალით მოედინებიან, თითქოს ადამიანი ვიღაცამ სასიკვდილოდ დაჭრაო.
მტკივნეული ლოცვა გლოვას შობს. გლოვას ცრემლები მოაქვს. ცრემლები, თავის მხრივ, უფრო სუფთა ლოცვას შობს. რადგან ცრემლები, როგორც კეთილსურნელოვანი მირონი, ჩამორეცხავს ჭუჭყს, და იწმინდება ღმრთის სუნთქვა, რომელიც, როგორც მტრედი, გამომწყვდეულია ოთხ კედელს შორის, როგორც ოთხ სტიქიაში... და მაშინ, როგორც კი დაირღვევა და დაეცემა კედლები, მტრედი აფრინდება თავის მამასთან, რომლისგანაც გამოვიდა და როცა შენ ტირიხარ სულის მწარე ტკივილით

ო, ზეციური დიდებულება! ო, პატივი და სუდიადე ადამიანისა! იგი მოკრძალებული თიხაა, მაგრამ ღმრთაებრივი სუნთქვაცაა! მოვა ჟამი, როცა ის შეიცვლება. "მიწა ხარ და მიწადცა მიიქცე". აღსრულდება ჩვენი შემოქმედის სიტყვები. მაგრამ ღმრთაებრივი ქროლვა, ღმრთაებრივი სუნთქვა - რა მოუვა მას? როგორც მიწა დაუბრუნდება მიწას, ისე სული - ღმრთის ქროლვა - დაუბრუნდება ღმერთს. კი მაგრამ, როგორ? როცა სული ღმერთისგან წარმოიშვა, იგი კეთილსურნელოვანი ღმრთაებრივი ღმრთაებრივი სუნთქვა იყო, მაგრამ ახლაც ისევ ისეთია? არა, ისეთი აღარ არის. მაშ, როგორღა იქნება? აუცილებელია განწმენდა. ცრემლები, გლოვა, ტკივილი, რადგან შენ ესოდენ კეთილი და ქველისმოქმედი მამა დაამწუხრე, ღმერთი, რომელმაც შენ - თიხა - ეგზომ განგადიდა და მოგანიჭა თავისი ღმრთაებრივი სუნთქვა, სინანულის ეს შრომა განგწმენდს მისი მადლით. ამრიგად, ურვა და გლოვა, რათა მან ისევ უწინდელ მდგომარეობაში დაგაბრუნოს.
და როცა შენ ტირიხარ სულის მწარე ტკივილით, რადგან შესცოდე, რადგან ღმერთი დაამწუხრე, ტირილთან ერთად შენ ნუგეში და სიხარული გფარავს. და მაშინ გეხსნება ლოცვის კარი ო, ზეციური დიდებულება! , პატივი და სუდიადე

ყველას, ვინც შინაგანად ლოცულობს და არ ინანიებს, ან ლოცვა შეუწყდება, ან თავად ჩავარდება ხიბლში ყველას, ვინც შინაგანად ლოცულობს და არ

ცოდვა ღმრთის წინაშე კადნიერებას განაგდებს, მაგრამ სინანული მყის უკან აბრუნებს მას. მადლი უსასოობას არ გვანებებს, არამედ დაცემულს მარად სიხარულად აღძრავს. ეშმაკის სიტყვები კი მაშინვე სასოწარკვეთილებაში აგდებს, ღუპავს, როგორც სეტყვა, ნაზ, ახლადგაფურჩქნულ ფოთლებს რომ ეცემა ცოდვა ღმრთის წინაშე კადნიერებას განაგდებს

მხოლოდ მან, ვისაც უხილავს და შეუცვნია ღმერთის მეცნიერება და მადლი, იცის, თუ რაოდენ დაშორებულია ადამიანთა წარმოდგენები ღმრთის მსჯავრისაგან, რომლითაც იგი სოფელს განსჯის. თუკი კაცთმოყვარე მოკიდებს ხელს მხოლოდ ადამიანის სინანულს, მაშინ უკვე თავად უწყის, როგორ სიბრძნით განაგოს ყოველივე დანარჩენი საცხონებლად მხოლოდ მან, ვისაც უხილავს და შეუცვნია ღმერთის

მაშინვე, როგორც კი ადამიანი ჭეშმარიტად მოინანიებს, მას მადლი უახლოვდება და მოშურნეობით მრავლდება. გამოცდილება კი მრავალწლიან ღვაწლს საჭიროებს მაშინვე, როგორც კი ადამიანი ჭეშმარიტად


სწავლა ო. კვალად სინანულისათვისვე

სინანული განმაახლებელი არს დაძველებულისა მის კაცისა. სინანული განმწმენდელი არს სულისა. სინანული აღდგომა არს დაცემულისა. აწ უკვე ვიცნათ, ძმანო, თავნი ჩვენნი, განვიცადნეთ წყლულებანი ჩვენნი, რათა წამლისაცა დადებად ვისწრაფოთ. რამეთუ რომელი წყლულებათა თვისთა უმეცარ იყოს, ვითარ ისწრაფოს დადებად წამლისა? მეავალთა ცოდვათა მიერ შებღალულ ვართ. არამედ არა გამოხვებულ ვართ სინანულისაგან, უკეთუ გვენებოს (შესაძლოა), რამეთუ ჯერეთ სავაჭრო ჰსდგას (არის დრო მონანებისა), და ქადაგება სინანულისა იქადაგების, ვითარმედ "შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა".
უკეთუ დაბერებულხარ და მიახლებულ ბჭეთა სიკვდილისათა, ნუ ჰგონებ თU განვრდომილ ხარ სინანულისაგან, ნუცა წარიკვეთ სასოებასა შენისა ცხოვნებისასა. არამედ გულის-ხმა-ჰყავ ავაზაკი იგი, რომელი ჯვარსა ზედა წამსა შინა ერთსა განთავისუფლდა ცოდვათაგან. რამეთუ რაიმცა იყო უმოკლეს ჟამისა მის, ოდეს იგი ეკიდა ჯვარსა ზედა, არამედ კმა ეყო მას მცირე იგი ჟამი სინანულად და განთავისუფლდა ცოდვათაგან. უკეთუ ჭაბუკი ხარ, ნუ მიენდობი სიჭაბუკესა შენსა და იტყვი, ვითარმედ შორს არს ჟამი იგი სიკვდილისაო. რამეთუ დღე იგი უფლისა, ვითარცა მპარავი ღამისა, მოიწიოს. ამისთვის უცნაურ ჰყო (დაჰფარა) ჟამი აღსასრულისა ჩვენისა უფალმან, რათა საცნაურ და ჭეშმარიტ ვჰყოთ მოსწრაფება ჩვენი, და მოქცევა ცოდვათაგან არა ვადროოთ. არა ჰხედავა, ვითარ ჩჩვილნიცა წარიტაცებიან სიკვდილისაგან და ჭაბუკნი უცნაურად მოსწყდებიან? ამისთვის წერილ არს: "ნუ ჰყოვნი მოქცევად უფლისა, ნუცა ჰსდროებ დღითი დღედ, ნუ უკვე ვიდრე იგი ჰყოვნიდე წარიტაცო ხელითა მით წარმყვანებელისათა". ესრეთ ბერთაცა და ჭაბუკთა ისწავენ კაცად-კაცადმან მოძღვრება ესე, რათა არცა ვინ ჭაბუკი უზრუნველ იყოს, არცა ბერი სასო-წარკვეთილ. რამეთუ დაღაცათუ მრავალ არიან ცოდვანი ჩვენნი, არამედ უკეთუ შევინანოთ ღირსად, არა მოტევება ხოლო ვჰპოვოთ, არამედ ცხოვრება საუკუნო დავიმკვიდროთ და გვირგვინი სასუფეველისა მოგვეცეს. რამეთუ ნუ ამას ოდენ ვჰხედავთ, ვითარმედ ცოდვითა შებღალულ ვართ, არამედ ესეცა ვიხილოთ, ვითარმედ მეუფე ჩვენი კაცთ-მოყვარე არს. უკეთუ შევინანოთ, ყოველივე აღგვიხოცოს ცოდვანი ჩვენნი. ამისთვის გევედრები, ძმანო, პირველნი ცოდვანი ჩვენნი შევინანნე ჯეროვნად, და მომავალთაგან დავიცვნეთ თავნი ჩვენნი, რათა საუკუნეთა მათ სატანჯველთა განვერნეთ, და გვირგვინი დაუჭონობელი მივიღოთმადლითა და კაცთ მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი სინანული განმაახლებელი არს დაძველებულისა მის

სინანული, გამონათქვამები, ციტატები

2