წმ. ეფრემ ასური - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეფრემ ასური - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეფრემ ასური | გამონათქვამები, ციტატები
იმ კეთილი საქმის შესახებ, რომლის ქმნაც განგიზრახავს, ნურავის ნუ ეტყვი წინდაწინ, არამედ ჯერ მოიმოქმედე იგი
წარმოიდგინე, რომ ვიღაც, მეფის წინაშე წარსდგა და ესაუბრება მას, მაგრამ მონის ძახილზე ტოვებს მეფეს და მასთან იწყებს საუბარს; ასეთია ისიც, ვინც საუბრობს და დაბნეული ხდება ღვთისმსახურების დროს
ყოველ საქმეს მიუჩინე განწესებული დრო, რომ ყოველივე თავის რიგზე დაცულ იყოს: სმა-ჭამა, ლაპარაკი, ლოცვა და წიგნის კითხვა.
კარებს მიღმა რჩება (ღმერთამდე ვერ აღწევს და შესმენილი არ არის) ის ლოცვები, რომლებსაც (უფალთან ასულებს) სიყვარული არა აქვთ, რადგან მხოლოდ სიყვარული უხსნის კარს ლოცვას
მოიპოვე ბეჯითობა, ეს დიდი საუნჯე სიბრძნისა; და განეშორე სიზარმაცეს, ყოველივე უბედურების შესაკრებელს.
კეთილ არს სიბრძნე უფროის ჭურჭელთა ბროლისათა (ეკლ. 9. 18). სწავლა უმჯობეს არს სიმდიდრეზე. პატარა, მაგრამ ბრძენი ჭაბუკი, უმჯობესია მოხუცებულ, მაგრამ სულელ მეფეზე.
თუ გაქვს ოქრო და ვერცხლი, ნუ აღიმაღლებ თავსა შენსა და ნუ გამედიდურდები, არამედ ყოველთა გზათა შენთა ხვიდოდე სიბრძნით.
ზომით შეიძინე შენთვის ოქრო, ხოლო სწავლა უზომოდ; როცა გამრავლდეს მწუხარება, ის (სწავლა) იქნება შენთვის განსვენება და სიტკბოებაც.