რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის - ციტატები, ამონარიდები
იფიქრე, საყვარელო, იმაზე, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე მას შემდეგ, რაც იმ ასაკს მიაღწია, როცა ფიზიკური შრომა შეეძლო, უქმად არ ატარებდა ცხოვრებას, არამედ თავისი ხელით მუშაობდა – იყო დურგალი, ამუშავებდა ხეს, აკეთებდა კარ-ფანჯრებს და ... იხილეთ სრულად
მუდამ ჩაბეჭდილი გქონდეს გონებაში სიტყვები, რომლებსაც ერთი მოძღვარი ამბობდა ყოველი დღის დაწყებისას: "სხეულო, იმუშავე, რათა იკვებო. სულო, იფხიზლე, რათა ცხონდე!"
მას, ვინც შრომობს, ნაკლები ვნებები და ცბიერება აწუხებს, ხოლო ვინც მცონარობაშია, ხშირად დაპყრობილია მძვინვარე ვნებებით.
ყველა მამა, რომელთაც "მოღვაწე" ეწოდებათ, როგორც მაგალითად, იოანე კიბისაღმწერელი, ეფრემი, ესაია, ევაგრე, განსაკუთრებით კი ბასილი დიდი (ძალიან ხშირად თავის "წესები მონაზვნებისას" განყოფილებებში) წმიდა წერილიდან უფლის მაგალითით გვიჩვ... იხილეთ სრულად
ხელსაქმე, წმიდა ისააკის სიტყვებით, როგორც ალიკაპი, ისე ეღობება მცონარობის გაჩენას. გამომუშავებული ფულით კი შეგიძლია, გაჭირვებულ ძმებს დაეხმარო.
ხელის სამუშაო აძლიერებს სხეულს და აჯანსაღებს მას, ხოლო უქმად ყოფნა და მცონარობა აუძლურებენ, ადუნებენ და აავადმყოფებენ მას.
ვისაც მუშაობა არ უნდა, მან არც უნდა ჭამოს, როგორც ამცნო პავლე მოციქულმა თესალონიკელ ქრისტიანებს: "უკუეთუ ვისმე არა ენების საქმის, ნუცა ჭამნ" (2 თეს. 3, 8).
ჭეშმარიტად, საოცარი იყო მისი ხილვა, რომელსაც ხელისგულით ეპყრა მთელი სამყარო, იგი დგებოდა ადრიანად, იღებდა ხელსაწყოებით სავსე კალათას და ხან ერთ და ხან მეორე სახლში დადიოდა. მუშაობით დაღლილი, ზაფხულში ოფლით გახვითქული და ზამთარში ს... იხილეთ სრულად