იფიქრე იმაზე, რა მძიმე შრომა გასწია ჩვენმა მაცხოვარმა იმისათვის, რომ ჩვენთვის ჭეშმარიტება ესწავლებინა. ყოველი ცოცხალი არსების შესაქმნელად მისთვის საკმარისი იყო მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა: "მან თქუა და იქმნეს, თავადმან ბრძანა და დაებ...
იხილეთ სრულად
იფიქრე იმაზე, რა მძიმე შრომა გასწია ჩვენმა მაცხოვარმა იმისათვის, რომ ჩვენთვის ჭეშმარიტება ესწავლებინა. ყოველი ცოცხალი არსების შესაქმნელად მისთვის საკმარისი იყო მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა: "მან თქუა და იქმნეს, თავადმან ბრძანა და დაებადნეს" (ფს. 148, 5), მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენთვის თავისი ნება ესწავლებინა და თავისი სიბრძნის საგანძური გაეხსნა, იგი განერიდა დიდებას და მონის სახე მიიღო, როგორც ბრძანებს მოციქული პავლე (ფილ. 2, 7). მან ცოდვილი ადამიან...
link
მოციქული ბართლომე ძალიან ხშირად უწოდებდა სახარებას ერთდოულად მცირესაც და დიდსაც. მცირეს – მოცულობით და დიდს – შინაარსითა და სწავლების სიმაღლით. წმიდა ამბროსი მედიოლანელის სიტყვით, სახარება ჰგავს მორევს, რომელშიც შეგვიძლია მოვძებნო...
იხილეთ სრულად
მოციქული ბართლომე ძალიან ხშირად უწოდებდა სახარებას ერთდოულად მცირესაც და დიდსაც. მცირეს – მოცულობით და დიდს – შინაარსითა და სწავლების სიმაღლით. წმიდა ამბროსი მედიოლანელის სიტყვით, სახარება ჰგავს მორევს, რომელშიც შეგვიძლია მოვძებნოთ ნიჭთა სისრულე; იგი თითქოსდა სულიერ საიდუმლოებათა ზღვაა, რომელშიც დაცურავს იდუმალი თევზი – იესო ქრისტე, ძე ღვთისა, მაცხოვარი. ნეტარი იერონიმე სახარებას შემოკლებულ ღვთისმეტყველებას უწოდებს, ორიგენე – მთელი წმიდა წერილის ...
link
სახარების სწავლების სარგებლიანობა იქიდანაც ჩანს, რომ მასში არის სწავლება და ცოდნა, რომელსაც ცხონებისა და ცხოვრებისაკენ მივყავართ, ვითარცა წერილ არს: "მიცემად მეცნიერებაი ცხოვრებისაი ერსა თვისსა" (ლუკა 1, 77). და კიდევ: "სიტყუათა რ...
იხილეთ სრულად
სახარების სწავლების სარგებლიანობა იქიდანაც ჩანს, რომ მასში არის სწავლება და ცოდნა, რომელსაც ცხონებისა და ცხოვრებისაკენ მივყავართ, ვითარცა წერილ არს: "მიცემად მეცნიერებაი ცხოვრებისაი ერსა თვისსა" (ლუკა 1, 77). და კიდევ: "სიტყუათა რომელთა გეტყვი თქუენ, სულ არიან და ცხოვრება" (იოანე 6, 63), რადგან ისინი შეიცავენ ქრისტიანული ზნეობის ყველა საფუძველს. ისინი გვიჩვენებენ, რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება და ვიმოსავთ ახალ ადამიანს, "ღმრთისა მიერ დაბადებ...
link
იფიქრე, საყვარელო, იმის შესახებ, რომ სახარების მასწავლებელი, იესო ქრისტე, ყველა მასწავლებელთა და მოძღვართა მასწავლებელია. მხოლოდ ისაა ერთადერთი ღმერთი და მასწავლებელი, როგორც ღამით მასთან მისულმა ნიკოდიმოსმა უწოდა: "რაბი, უწყით, რ...
იხილეთ სრულად
იფიქრე, საყვარელო, იმის შესახებ, რომ სახარების მასწავლებელი, იესო ქრისტე, ყველა მასწავლებელთა და მოძღვართა მასწავლებელია. მხოლოდ ისაა ერთადერთი ღმერთი და მასწავლებელი, როგორც ღამით მასთან მისულმა ნიკოდიმოსმა უწოდა: "რაბი, უწყით, რამეთუ ღმრთისა მიერ მოსრულ ხარ მოძღურად" (იოანე 3, 2) და როგორც თვით უფალმა ბრძანა საკუთარი თავის შესახებ: "ხოლო თქუენ ნუ იწოდებით რაბი, რამეთუ ერთი არს მოძღუარი თქუენი ქრისტე" (მათე 23, 8). იგი სამყაროში მხოლოდ ჩვენს გამ...
link
საკუთარი რწმენა პრაქტიკაში უნდა გამოიყენო, რადგანაც თეორიულად "ეშმაკთაცა ჰრწამს და ძრწიან მისგან" (იაკ. 2, 19). საქმიანი რწმენა მხოლოდ ქრისტიანთა დამახასიათებელი ნიშანია: "მე გიჩუენო შენ საქმეთაგან ჩემთა სარწმუნოებაი ჩემი" (იაკ. 2...
იხილეთ სრულად
საკუთარი რწმენა პრაქტიკაში უნდა გამოიყენო, რადგანაც თეორიულად "ეშმაკთაცა ჰრწამს და ძრწიან მისგან" (იაკ. 2, 19). საქმიანი რწმენა მხოლოდ ქრისტიანთა დამახასიათებელი ნიშანია: "მე გიჩუენო შენ საქმეთაგან ჩემთა სარწმუნოებაი ჩემი" (იაკ. 2, 18).
link
როდესაც სახარება თეორიულ ჭეშმარიტებებსა და რწმენის დოგმატებს გასწავლის, შენ აღიარებ მათ უდიდეს ღირსებას, თუმცაღა, იგი გთავაზობს პრაქტიკულ რჩევებს შენი ჩვევების გამოსასწორებლად, შენში კი იღვიძებს ყველა შენი ჟინი და შენზე ზეწოლას იწ...
იხილეთ სრულად
როდესაც სახარება თეორიულ ჭეშმარიტებებსა და რწმენის დოგმატებს გასწავლის, შენ აღიარებ მათ უდიდეს ღირსებას, თუმცაღა, იგი გთავაზობს პრაქტიკულ რჩევებს შენი ჩვევების გამოსასწორებლად, შენში კი იღვიძებს ყველა შენი ჟინი და შენზე ზეწოლას იწყებს, რადგანაც არ სურს სახარებისეული მცნებების მორჩილება. ასე რომ, იცოდე, როგორც უფალი ბრძანებს, "რომელმან შეურაცხმყოს მე და არა შეიწყნარნეს სიტყუანი ჩემნი, აქუს მსაჯული თვისი: სიტყუასა, რომელსა ვიტყოდე, მან საჯოს იგი უკ...
link
სახარებისეული სწავლება ჭეშმარიტია იმიტომ, რომ იგი თვით უზენაესის ყოვლადბრძენი ბაგეებიდან გამოდის, რომელიც არის ჭეშმარიტება, როგორც ბრძანებს სიბრძნე ზირაქისა: "მე (ანუ სიბრძნე) გამოვედი უზენაესის პირიდან" (ზირ. 24, 3). და მართლაც, ...
იხილეთ სრულად
სახარებისეული სწავლება ჭეშმარიტია იმიტომ, რომ იგი თვით უზენაესის ყოვლადბრძენი ბაგეებიდან გამოდის, რომელიც არის ჭეშმარიტება, როგორც ბრძანებს სიბრძნე ზირაქისა: "მე (ანუ სიბრძნე) გამოვედი უზენაესის პირიდან" (ზირ. 24, 3). და მართლაც, ყველა ადამიანი – ადამიდან სამყაროს აღსასრულამდე – ცრუ აღმოჩნდება, მხოლოდ ღმერთი არაა ცრუ, არამედ ყოველთვის ჭეშმარიტია როგორც პავლე მოციქული ამბობს: "იყავნ ღმერთი მხოლოი ჭეშმარიტ, და ყოველი კაცი ცრუ" (რომ. 3, 4).
link
ქრისტეს მიერ დაწყებული ბრძოლა
დავფიქრდეთ კიდევ ერთ ბოროტებაზე, რომელიც ცოდვამ მოგვიტანა – მარადიულ სატანჯველზე. თუ ჩვენ ერთი წუთითაც კი არ შეგვიძლია, გავუძლოთ მცირე ცეცხლით წვას, მაშ რას შევადაროთ ჯოჯოხეთის კოცონი, როგორ შევძლებთ, დავითმინოთ მარადიული ცეცხლი?!...
იხილეთ სრულად
დავფიქრდეთ კიდევ ერთ ბოროტებაზე, რომელიც ცოდვამ მოგვიტანა – მარადიულ სატანჯველზე. თუ ჩვენ ერთი წუთითაც კი არ შეგვიძლია, გავუძლოთ მცირე ცეცხლით წვას, მაშ რას შევადაროთ ჯოჯოხეთის კოცონი, როგორ შევძლებთ, დავითმინოთ მარადიული ცეცხლი?! ესაია წინასწარმეტყველმა, რომელიც ხედავდა მარადიული ცეცხლის ენით აუწერელ ტანჯვას, უდიდესი შიშითა და განცვიფრებით თქვა: "რომელი ჩვენგანი გაუძლებს მშთანთქმელ ცეცხლს? რომელი ჩვენგანი გაუძლებს მარადიულ სახმილს?!" (ის. 33, 14...
link