კრებული - ციტატები, ამონარიდები
„წმ. წიგნებისათვის თვალის ერთი შევლებაც კი ღვთისმოსავი ცხოვრების სურვილს აღუძრავს ადამიანს“, - ამბობს წმ. ეპიფანე კვიპრელი.
წმ. მამათა წიგნები, ერთ-ერთი მათგანისავე თქმით სარკეს წააგავს: თუ სული ხშირად იხედება ამ სარკეში, საკუთარ ნაკლოვანებათა დანახვას შეძლებს. ეს წიგნები სამკურნალო მცენარეთა მდიდრულ ნაკრებსაც შეიძლება შევადაროთ: სულს შეუძლია მათგან ყო... იხილეთ სრულად
მამათა ნაწერების კითხვა, სული წმიდით მოსილი მამების უკიდურესი შემცირების გამო, გახდა უმთავრესი სახელმძღვანელო მათთვის, ვისაც ცხონება სურს - მეტიც, ვინც ქრისტიანული სრულყოფის მიღწევას ესწრაფვის.
წმ. მამათა კითხვა არის მშობელი და მეუფე ყველა სათნოებისა. მათგან ვსწავლობთ წმ. წერილის ჭეშმარიტ გულისხმისყოფას, მართალ სარწმუნოებას, სახარების მცნებებით ცხოვრებას, ამ მცნებების ღრმა პატივისცემას - ერთი სიტყვით, ცხონებას და ქრისტია... იხილეთ სრულად
წმ. მამათა ნაწერების კითხვით შეითვისე მათი აზრები და სულისკვეთება. წმ. მამებმა მიაღწიეს მიზანს - ცხონებას. შენც მიაღწიე იმავე მიზანს მოვლენათა ბუნებრივი განვითარებით: ცხონდები, როგორც წმ. მამათა თანამოაზრე და მათთან ერთსულოვანი.
წმ. მამები გვასწავლიან, როგორ მივეახლოთ სახარებას, როგორ ვიკითხოთ იგი, სწორად როგორ გავიგოთ; გვიხსნიან, რა შეეწევა და რა აბრკოლებს მის გაგებას. ამიტომ თავიდან წმ. მამების კითხვას გირჩევ, ხოლო როდესაც ისინი სახარების კითხვას გასწავ... იხილეთ სრულად
დედამიწის ყველა მდინარე ოკეანეს ერთვის; შესაძლოა, ოკეანე იყოს ამ წყლების სათავეც. ასევე ერთდებიან მამათა ნაწერებიც სახარებაში - ყოველი მათგანი იმას ცდილობს, რომ გვასწავლოს უფალ იესო ქრისტეს მცნებათა ზუსტი შესრულება. ყველა მათგანის... იხილეთ სრულად
წმ. მამათა ყოველი თხზულება სული წმიდის კარნახით არის დაწერილი. რა საოცარი თანხმობაა მათ შორის! და ის, ვინც მამათა ნაწერებით ხელმძღვანელობს, უეჭველია, თვით სული წმიდით ხელმძღვანელობს.
ზეცამ მიიღო თავის ნეტარ წიაღში წმ. მამები - ამით დაამოწმა, რომ მათი აზრები, გრძნობები და საქმეები ღმერთს სათნო-ეყო. წმ. მამებმა საკუთარი აზრები, გული, მოქმედება თავიანთ ნაწერებში გადმოსცეს. ესე იგი, რა სარწმუნო წინამძღვარნი (... იხილეთ სრულად
არ არსებობს უფრო ახლო ნაცნობობა, უფრო მჭიდრო კავშირი, ვიდრე აზრთა ერთიანობა, გრძნობათა ერთიანობა, მიზნების ერთიანობა.