ევედრე უფალს, შემუსვრილი გულით, რომ თვალი აგიხილოს იმ დიდი სასწაულების დასანახად, რომლებიც მის სჯულში ან სახარებაშია დამარხული. და როგორც კი ადამიანს თვალი აეხილება, მაშინვე იგრძნობს სულის სასწაულებრივ განკურნებას ცოდვისაგან, რასა...
იხილეთ სრულად
ევედრე უფალს, შემუსვრილი გულით, რომ თვალი აგიხილოს იმ დიდი სასწაულების დასანახად, რომლებიც მის სჯულში ან სახარებაშია დამარხული. და როგორც კი ადამიანს თვალი აეხილება, მაშინვე იგრძნობს სულის სასწაულებრივ განკურნებას ცოდვისაგან, რასაც ქრისტე აღასრულებს. ხორციელ სალმობათა კურნება მხოლოდ სულის კურნების დასტური იყო, რომელიც ხორციელ ადამიანებს, გრძნობადით დაბრმავებულ გონებას სჭირდებოდა.
link
იკითხე სახარება უკიდურესი მოწიწებითა და ყურადღებით, ნურაფერს მიიჩნევ მასში ნაკლებად მნიშვნელოვნად - თითქოს რაიმე არც იყოს სერიოზული დაკვირვების ღირსი. სახარების ყოველი იოტაც კი სიცოცხლეს ასხივებს, ხოლო სიცოცხლის უგულებელყოფა სიკვდ...
იხილეთ სრულად
იკითხე სახარება უკიდურესი მოწიწებითა და ყურადღებით, ნურაფერს მიიჩნევ მასში ნაკლებად მნიშვნელოვნად - თითქოს რაიმე არც იყოს სერიოზული დაკვირვების ღირსი. სახარების ყოველი იოტაც კი სიცოცხლეს ასხივებს, ხოლო სიცოცხლის უგულებელყოფა სიკვდილის ტოლფასია.
link
როდესაც კითხულობ უფლის მიერ განკურნებულ კეთროვანთა, განრღვეულთა, ბრმათა, მკელობელთა, ეშმაკეულთა შესახებ, იფიქრე, რომ შენი სული - ათასი ცოდვით მოწყლული, დემონთა ტყვეობაში მყოფი - სწორედ იმ სნეულთა მსგავსია. სახარებიდან ისწავლე რწმე...
იხილეთ სრულად
როდესაც კითხულობ უფლის მიერ განკურნებულ კეთროვანთა, განრღვეულთა, ბრმათა, მკელობელთა, ეშმაკეულთა შესახებ, იფიქრე, რომ შენი სული - ათასი ცოდვით მოწყლული, დემონთა ტყვეობაში მყოფი - სწორედ იმ სნეულთა მსგავსია. სახარებიდან ისწავლე რწმენა, რომ უფალი, რომელმაც ისინი განკურნა, შენც გიწამლებს, თუკი შენ თვითონ შესთხოვ შეწევნას.
link
ერთ-ერთმა მეუდაბნოე ბერმა თქვა, რომ სახარება წმინდა გონებით იკითხება, მისი გაგება კი მცნებების საქმით შესრულების გზით შეიძლება. მაგრამ სახარების ზუსტი და სრული წვდომა საკუთარი ძალებით შეუძლებელია - ეს ქრისტეს ნიჭია.
ღირსმა პახომი დიდმა, ძველი დროის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა მეუდაბნოე მამამ, ზეპირად იცოდა მთელი სახარება და, ღმერთის მითითებით, თავის მოწაფეებსაც აუცილებელ პირობად უყენებდა მის შესწავლას. ამრიგად, სახარება მათ ყველგან თან ახლდა დ...
იხილეთ სრულად
ღირსმა პახომი დიდმა, ძველი დროის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა მეუდაბნოე მამამ, ზეპირად იცოდა მთელი სახარება და, ღმერთის მითითებით, თავის მოწაფეებსაც აუცილებელ პირობად უყენებდა მის შესწავლას. ამრიგად, სახარება მათ ყველგან თან ახლდა და ხელმძღვანელობდა.და ახლაც, განა არა სჯობს, ქრისტიანმა აღმზრდელმა უმანკო ბავშვის გონება სახარებით გამოკვებოს, ვიდრე ეზოპეს იგავ-არაკებით და ათასი სხვა სისულელეებით დაუნაგვიანოს?
link
ნუ გაკადნიერდები საკუთარი გონებით განმარტო სახარება და წმიდა წერილის სხვა წიგნები. წმ. წერილი წინასწარმეტყველთა და მოციქულთა გამოთქმულია არა თვითნებურად, არამედ სული წმიდის კარნახით. მაშ, განა უგუნურება არ არის მისი თვითნებური გან...
იხილეთ სრულად
ნუ გაკადნიერდები საკუთარი გონებით განმარტო სახარება და წმიდა წერილის სხვა წიგნები. წმ. წერილი წინასწარმეტყველთა და მოციქულთა გამოთქმულია არა თვითნებურად, არამედ სული წმიდის კარნახით. მაშ, განა უგუნურება არ არის მისი თვითნებური განმარტება?
link
რა ბედნიერება, რა სიმდიდრეა სახარების ზეპირად ცოდნა! შეუძლებელია წინასწარ განჭვრიტო ყოველი მოულოდნელობა, ყოველი ბედუკუღმართობა, ამა სოფლის გზაზე რომ შეიძლება შეგემთხვეს. მეხსიერებაში შენახული სახარების წაკითხვა უსინათლოსაც შეუძლია...
იხილეთ სრულად
რა ბედნიერება, რა სიმდიდრეა სახარების ზეპირად ცოდნა! შეუძლებელია წინასწარ განჭვრიტო ყოველი მოულოდნელობა, ყოველი ბედუკუღმართობა, ამა სოფლის გზაზე რომ შეიძლება შეგემთხვეს. მეხსიერებაში შენახული სახარების წაკითხვა უსინათლოსაც შეუძლია, ტუსაღსაც თან მიჰყვება საკანში, გლეხსაც ესაუბრება, როცა ის ყანაში მუშაობს და ოფლს ღვრის, მსაჯულსაც ხელმძღვანელობს სასამართლოში საქმის გარჩევისას, ვაჭარსაც ჭკუას არიგებს და ავადმყოფსაც ნუგეშს სცემს გულისწამღები უძილობის ...
link
სული წმიდამ, რომელმაც წმიდა წერილი წინასწარმეტყველთა და მოციქულთა მეშვეობით წარმოთქვა, განმარტა კიდეც იგი წმიდა მამათა პირით. წმიდა წერილიც და მისი განმარტებაც სული წმიდის ნიჭია. მხოლოდ ამ ერთადერთ განმარტებას ღებულობს წმიდა ეკლეს...
იხილეთ სრულად
სული წმიდამ, რომელმაც წმიდა წერილი წინასწარმეტყველთა და მოციქულთა მეშვეობით წარმოთქვა, განმარტა კიდეც იგი წმიდა მამათა პირით. წმიდა წერილიც და მისი განმარტებაც სული წმიდის ნიჭია. მხოლოდ ამ ერთადერთ განმარტებას ღებულობს წმიდა ეკლესია! მხოლოდ ამ ერთადერთ განმარტებას ღებულობენ ეკლესიის ჭეშმარიტი შვილები!
link
თქვენ, ვინც ცოდვების მყრალ და ბინძურ ჭაობში ხართ ჩაფლულნი და ეს მდგომარეობა მოგწონთ კიდეც - თავი ასწიეთ, შეხედეთ კრიალა ზეცას - იქ არის თქვენი ადგილი! ღმერთი გაძლევთ ღმრთეებრივ ღირსებას, თქვენ კი, უარყოფთ რა ამ ღირსებას, სხვა რამე...
იხილეთ სრულად
თქვენ, ვინც ცოდვების მყრალ და ბინძურ ჭაობში ხართ ჩაფლულნი და ეს მდგომარეობა მოგწონთ კიდეც - თავი ასწიეთ, შეხედეთ კრიალა ზეცას - იქ არის თქვენი ადგილი! ღმერთი გაძლევთ ღმრთეებრივ ღირსებას, თქვენ კი, უარყოფთ რა ამ ღირსებას, სხვა რამეს ირჩევთ: ცხოველთა - და თანაც ყველაზე უწმინდურ ცხოველთა - ღირსებას. გონს მოდით! მიატოვეთ მყრალი ჭაობი, ცოდვების აღიარებით განიწმინდეთ, სინანულის საბანელში განიბანეთ, ლმობიერების ცრემლით შეიმკეთ თავი, ასცილდით მიწას და ზე...
link
მიატოვე ცოდვილი ცხოვრება, მიატოვე მიწიერი სიამენი და მიკერძოების საგნები, უარყავი შენი სული - მაშინ გახდება შენთვის სახარება მისაწვდომი და გასაგები.