ნეტარ არს კაცი, ვინც მდაბალ მიწას დაემსგავსა; მიწას, რომელსაც თუმც ყველა თელავს, მაგრამ ყველას მაინც სიყვარულით ტვირთულობს და სათუთად ასაზრდოებს – ვით მზრუნველი დედა, სხეულისათვის რომ ნივთიერება მოუცია ჩვენი შექმნისას. იგი სიხარულ...
იხილეთ სრულად
ნეტარ არს კაცი, ვინც მდაბალ მიწას დაემსგავსა; მიწას, რომელსაც თუმც ყველა თელავს, მაგრამ ყველას მაინც სიყვარულით ტვირთულობს და სათუთად ასაზრდოებს – ვით მზრუნველი დედა, სხეულისათვის რომ ნივთიერება მოუცია ჩვენი შექმნისას. იგი სიხარულით იღებს ყოველივეს, რასაც კი მის ზედაპირზე ვყრით – კარგი ნაყოფიდან ბინძურ ნარეცხამდე; შემდეგ კი ყველაფერ ამას იგი ჩუმად და უდრტვინველად ვიტამინებად გადაამუშავებს და ნაყოფთან ერთად, განურჩევლად კეთილისა და ბოროტისა, ყველა...
link
უძლიერესი ქვეყნიერებაზე თურმე მდაბალი ყოფილა – ის თვითონაც იმარჯვებს და თავისი მსუბუქი სინდისის მეშვეობით სხვათა უამრავ სიმძიმესაც ეზიდება. მართალია, სხვების შეცოდებებისათვის – რომლებსაც იგი სიყვარულით ითავისებს – სხვათა უგულისხმო...
იხილეთ სრულად
უძლიერესი ქვეყნიერებაზე თურმე მდაბალი ყოფილა – ის თვითონაც იმარჯვებს და თავისი მსუბუქი სინდისის მეშვეობით სხვათა უამრავ სიმძიმესაც ეზიდება. მართალია, სხვების შეცოდებებისათვის – რომლებსაც იგი სიყვარულით ითავისებს – სხვათა უგულისხმოებასა და უსამართლობას განიცდის, მაგრამ შინაგანად უდიდესი სიხარულის შეგრძნება აქვს, რამეთუ შეძლო ამაო წუთისოფელი უგულებელყო.
link
ზრდასრული ადამიანები როცა შეუაცხყოფებსა და მკაცრ შენიშვნებს უკადრისობენ და არ სურთ განიკურნონ, ან ჯილდო მიიღონ (უდანაშაულობის შემთხვევაში), პატარა ბავშვებს ემსგავსებიან, რომლებსაც ნემსების ეშინიათ და ექიმების დაჯერება არ სურთ (ნემ...
იხილეთ სრულად
ზრდასრული ადამიანები როცა შეუაცხყოფებსა და მკაცრ შენიშვნებს უკადრისობენ და არ სურთ განიკურნონ, ან ჯილდო მიიღონ (უდანაშაულობის შემთხვევაში), პატარა ბავშვებს ემსგავსებიან, რომლებსაც ნემსების ეშინიათ და ექიმების დაჯერება არ სურთ (ნემსი რომ არ უჩხვლიტონ) და ამიტომ ყოველთვის სიცხისა და ხველებისაგან იტანჯებიან.მეტი მადლიერი უნდა ვიყოთ იმათი, ვინც ნემსი გვიჩხვლიტა და რომელთა წყალობითაც ჩვენი სულიდან ხიწვები გამოვიდა, ვიდრე იმათი, ვინც უსასყიდლოდ ჩვენი ყ...
link
არაფერი სარგებელია, თუ ადამიანი აუარებელი მუხლდრეკით მუხლის თავებს იბეგვავს და ამავე დროს სიმდაბლის მეშვეობით (შინაგანი მუხლდრეკით) თავისთავს თავსაბანს (აქ სიტყვათა თამაშია. ბერი პაისი იყენებს იდიომატურ გამოთქმას "ცხვირპირის დაბეგ...
იხილეთ სრულად
არაფერი სარგებელია, თუ ადამიანი აუარებელი მუხლდრეკით მუხლის თავებს იბეგვავს და ამავე დროს სიმდაბლის მეშვეობით (შინაგანი მუხლდრეკით) თავისთავს თავსაბანს (აქ სიტყვათა თამაშია. ბერი პაისი იყენებს იდიომატურ გამოთქმას "ცხვირპირის დაბეგვა", რაც ნიშნავს "თავსაბანის მოწყობას".) არ უმზადებს.
link
შემცოდებელი კაცისათვის ყველა ლანცეტს შორის საუკეთესოა შეურაცხყოფა, უსამართლობა და მისთანები, რადგან მათი საშუალებით ძველი წყლულები განიწმინდება; ხოლო უბრალოებისათვის ისინი ჯალათის ნაჯახს წარმოადგენენ და ვინც ქრისტეს სიყვარულის გამ...
იხილეთ სრულად
შემცოდებელი კაცისათვის ყველა ლანცეტს შორის საუკეთესოა შეურაცხყოფა, უსამართლობა და მისთანები, რადგან მათი საშუალებით ძველი წყლულები განიწმინდება; ხოლო უბრალოებისათვის ისინი ჯალათის ნაჯახს წარმოადგენენ და ვინც ქრისტეს სიყვარულის გამო მათ სიხარულით დაითმენს, მოწამეებად შეიძლება ჩაითვალონ.
link
დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ ხელსაქმეზე მთელი ჩვენი სხეულებრივი ძალები არ დავხარჯოთ, თორემ ვეღარ შევძლებთ სულიერი ვალდებულებების შესრულებას, ან შევასრულებთ მათ წადიერების გარეშე და იმის ცქერაში ვიქნებით, როდის გამოჩნდება სკვნილზე...
იხილეთ სრულად
დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ ხელსაქმეზე მთელი ჩვენი სხეულებრივი ძალები არ დავხარჯოთ, თორემ ვეღარ შევძლებთ სულიერი ვალდებულებების შესრულებას, ან შევასრულებთ მათ წადიერების გარეშე და იმის ცქერაში ვიქნებით, როდის გამოჩნდება სკვნილზე ჯვარი, რომ მეტანიები დავასრულოთ, მაშინ როდესაც მეტანიები ყველა სხვა სულიერ ვარჯიშებზე უფრო სასარგებლოა.
link
თუ ხელსაქმე ხმაურს წარმოშობს, მაშინ ფრიად სასარგებლოა დაბალ ხმაზე ფსალმუნთა გალობა, სანამ სული საღმრთო გამიჯვნას არ მიაღწევს – როცა მას უკვე ხმაური აღარ ესმის, ან ესმის, როცა ამას თავად მოისურვებს, ანდა, უფრო სწორად რომ გამოვთქვათ...
იხილეთ სრულად
თუ ხელსაქმე ხმაურს წარმოშობს, მაშინ ფრიად სასარგებლოა დაბალ ხმაზე ფსალმუნთა გალობა, სანამ სული საღმრთო გამიჯვნას არ მიაღწევს – როცა მას უკვე ხმაური აღარ ესმის, ან ესმის, როცა ამას თავად მოისურვებს, ანდა, უფრო სწორად რომ გამოვთქვათ: როცა გონება ზეციდან დაეშვება. ხელსაქმე უბრალო უნდა იყოს, რომ ხელები მიეჩვივნონ თავისთავად მუშაობას და გონების დახმარებას არ საჭიროებდნენ.
link
უზომო ფიზიკური შრომა და მისგან გამოწვეული დაღლილობა და გაფანტულობა სიფხიზლეს განგვაშორებს და სულს აუხეშებს. განსაკუთრებით, თუ ეს სამუშაო სიჩქარით კეთდება, რადგან როცა იესოს ლოცვასა და სხვა სულიერ ვალდებულებებს ვტოვებთ, მაშინ მტერი...
იხილეთ სრულად
უზომო ფიზიკური შრომა და მისგან გამოწვეული დაღლილობა და გაფანტულობა სიფხიზლეს განგვაშორებს და სულს აუხეშებს. განსაკუთრებით, თუ ეს სამუშაო სიჩქარით კეთდება, რადგან როცა იესოს ლოცვასა და სხვა სულიერ ვალდებულებებს ვტოვებთ, მაშინ მტერი თანდათან იპყრობს ჩვენს სულიერ სიმაღლეებს და გვებრძვის უკვე როგორც ხორცის, ასევე ზრახვების საშუალებითაც. მას მწყობრიდან გამოჰყავს ყველა ჩვენი ხორციელი და სულიერი ძალები და ღმერთთან ჩვენს ურთიერთობას არღვევს. ამის შედეგი...
link
მღვიძარებისას ფრიად სასარგებლოა მრავალსახეობა. თუ ადამიანი მარტოა, დაე, თავიდან გრძელი მეტანიები გააკეთოს, მერე მოკლე და შემდეგ დაიწყოს იესოს ლოცვა – მჯდომარემ ან მუხლმოყრილმა. ყოველივე ეს რამდენჯერმე გაიმეოროს იმ დროის გათვალისწი...
იხილეთ სრულად
მღვიძარებისას ფრიად სასარგებლოა მრავალსახეობა. თუ ადამიანი მარტოა, დაე, თავიდან გრძელი მეტანიები გააკეთოს, მერე მოკლე და შემდეგ დაიწყოს იესოს ლოცვა – მჯდომარემ ან მუხლმოყრილმა. ყოველივე ეს რამდენჯერმე გაიმეოროს იმ დროის გათვალისწინებით, რაც მის განკარგულებაშია. ასეთი მეთოდი უაღრესად სასარგებლოა, რამეთუ სულიერ გამოცოცხლებას იწვევს და სულიერი მოძრაობების – მეტანიების – დახმარებით უმოძრაობისაგან გამოწვეულ დაღლილობას დევნის. ამით, აგრეთვე, ძილქუში გა...
link
ლოცვისას, როცა გონება უჯერო საგნებზე გადაერთვება ან ისინი თვითონვე, სურვილსგარე გვახსენებენ თავს, არ არის საჭირო მტერთან კამათში შესვლა, რადგან ყველა ადვოკატიც რომ ერთად შეიკრიბოს, მაინც ვერაფერს გააწყობს ერთ პატარა ეშმაკთანაც კი....
იხილეთ სრულად
ლოცვისას, როცა გონება უჯერო საგნებზე გადაერთვება ან ისინი თვითონვე, სურვილსგარე გვახსენებენ თავს, არ არის საჭირო მტერთან კამათში შესვლა, რადგან ყველა ადვოკატიც რომ ერთად შეიკრიბოს, მაინც ვერაფერს გააწყობს ერთ პატარა ეშმაკთანაც კი. ეს ზრახვები შეიძლება განიდევნოს მხოლოდ მათი უგულებელყოფით, ზუსტად ისევე, როგორც მკრეხელური აზრები (რა თქმა უნდა, მტერი კიდევ საკმაო ხანს იყეფებს, მაგრამ მერე გაგვშორდება). ადამიანს არ უნდა აბრკოლებდეს ეშმაკის მკრეხელობა...
link