ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) - ციტატები, გამონათქვამები
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) - ციტატები, გამონათქვამები ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) |
„სიტყვა იგი ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩუენ შორის“ (იოან. 1, 14) სიტყვა მამისა. „პირველითგან იყო სიტყუაი, და სიტყუაი იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაი იგი” (იოან. 1, 1). მოვიდა, ხორცი შეისხა და ადამიანი გახდა. სოფელი მი... იხილეთ სრულად
უფალი უშრომლად, ჯაფის გარეშე ასაზრდოებს ყოველ ცოცხალ არსებას – ადამიანებს, ცხოველებს, ფრინველებს, ქვეწარმავლებს, ზღვის ცხოველებს, მიკრობებს, მილიონობით ცოცხალ ქმნილებას. ყველასთვის ზრუნავს!
„ვინ ცნა გონება უფლისა? ანუ ვინ თანა-მზრახველ ეყო მას?" (რომ. 11, 34). ვის შეუძლია გაიგოს, თუ როგორ მოქმედებს უსაზღვრო გონი როგორც ზეცაში, ისე დედამიწასა და ქვესკნელში?
უფალი გვზრდის, გვმოსავს, გვიცავს, მფარველი ანგელოზი დაგვიდგინა, თავისი წმინდა საიდუმლოებებით – ხორცითა და სისხლით – გვასაზრდოებს, ჩვენთვის უსასრულო სასუფეველი აქვს გამზადებული, გზასაცდენილებს შეგვიწყნარებს, მონანულებს მიგვიღებს.
უკიდეგანო და უსაზღვროა ღვთის მოთმინება! რას არ ისმენს და რას არ ხედავს თითოეულ ადამიანში! როცა ვხედავთ რომელიმე ჩვენი ახლობლის უმადურობას – რა სასტიკად, არაადამიანურად, უმოწყალოდ იქცევა, ერთ მადლობასაც არ გვეუბნება – გულში საყვედუ... იხილეთ სრულად
ღვთის მოწყალებას საზღვარი არ აქვს და ბედნიერია ის ადამიანი, ვინც კეთილგონიერებით ღვთის სიყვარულის შეცნობამდე მივიდა.