ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

177. როგორ განმარტავენ წმ. მამები ფსალმუნის სიტყვებს: "ვითარცა სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურინ სულსა ჩემსა შენდამი ღმერთო"?
ირმები გემრიელად შეექცევიან ქვეწარმავლებს, რომლებიც მათ ხვრელებიდან გამოჰყავთ. და როცა ისინი, შხამისაგან დამწვარნი, წყალს მიაშურებენ, გაგრილდებიან გესლისაგან. ასევე ჩვენც, როდესაც დავიგესლებით ეშმაკთა შხამისაგან, მივალთ ეკლესიაში და დავეწაფებით წყაროს წყალს, რომელიც არის ქრისტეს სისხლი და ხორცი და განვიწმინდებით ეშმაკთა მთელი სიმწარისაგან.
ირმები გემრიელად შეექცევიან ქვეწარმავლებს

აზრი სიმდიდრის მიმნიჭებელისა შენდა ღვთისა, მდგომარეობს იმას ზედა, ჰოი კაცო, რათამცა იხმარო შენ იგი თავისა შენისათვის რაოდენიცა გესაჭიროების, ხოლო გარდამატებულისაგნ რითამცა განუყოფდე გლახაკთა, ღმერთმან მოგანიჭანა შენ ესოდენნი კეთილნი ამისთვის, რათა შენცა მისცემდე უღონოთა, (კათოლ. პავლე, თავი 4) ვითარცა იგი კეთილ;ი მნე კაცად კაცადმან ვითარცა იგი მიიღო ეგრეთვე ურთიერთარს მისცემდით მათ ვითარცა მნენი კეთილნი.
ღმერთმან მოგცნა შენ მრავალნი და სხვასა მცირე ანუ სრულებით არარა ამისთვის რათამცა კმაყოფილყვანე იგინი შენისაგან გარდამატებულისა. ესრეთ იტყვის პავლე "რათა გარდამეტებული იგი შენი იყოს ნაკლულევანებისა მათისა".
ღმერთმან დაგაწესა შენ სიმდიდრესა შინა, ხოლო სხვანი სიგლახაკესა შინა და სიობლესა, რათა შენ იყო ხელის ამპყრობელი გლახაკთა და შემწე ობოლთა, ესრეთ იტყვის სული წმიდა ფსალმუნთა შინა: (ფსალმუნი 9) წინაშე ღვთისა (სიტყვისაებრ დიდსა ვასილისა) არ არაი ესრეთ პატიოსან არს, და არარა ესრეთ უძვირფასეს ვითარცა კაცი გლახაკი და მხოლოდ რომელ დაუტევებიეს იგი ხელსა შინა შენსა ქვეშე შეურაცხებისა, თვით რაცხავს მათ ყოველთა ძმად თვისად და ამისთვისაცა გამოუცხადებს ყოველთა ვითარმედ რაოდენსაცა მოწყალებასა და კეთილმოქმედებასა აჩვენებ გლახაკთა იგი კეთილმოქმედება გიჩვენებიეს ღმერთსა ზედა, თვით ეისოსადმი (მათე 25) "რაოდენი ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა იგი მე მიყავთ": ამით გულისხმა ვყოთ ჩვენც, რაოდენ თანამდებ ვართ ზრუნვად გლახაკთათვის, და შეწევნად მათდა, რომლისთვისაცა ნატრის მეფსალმუნე (ფსალმუნ. 40) ნეტარ არს რომელ გულისხმაყოს გლახაკისა და დავრდომილისა, გარნა სიმდიდრის მოყვარემან არა უწყის კეთილი თავისა თვისისა, ამისთვის რომელ იგი არს უგუნურ ესრეთ სახელ სდებს მას სიტყვა ღვთისა: ჰოი სიმდიდრისა მოყვარეო, რაზომცა იყო შენ მდიდარი და რაზომცა უგუნური გარნა ისმინე კვალადაც: "სარწყულ არს ადგილი იგი და ფიცხელ სადაც ცხოვრობ შენ და არ არის არცა ერთი წვეთი წყალი სასმელად შენდა და მეზობელთა შენთა, და ესრეთ იტანჯებით შემწველითა ალითა წყურვილისათა სიკვდილამდევ გარნა აჩვენა ღმერთმან გარდამატებული მოწყალება თვისი რომელ აღმოაცენა მან წყარო მრავალწყლოვანი გრილი და კეთილი, თქვენთვის, დაცვად სიცოცხლისა თქვენისა გარნა აღმოაცენა წყარო ერთი დიდი მხოლოდ ადგილსა ერთსა, რომელ არს ეზოსა შინა შენსა, და არა განყო მან იგი, რათა აღმოვიდოდეს, თუმცაღა წვეთი ერთი, გარნა ყოველსა ეზოსა შინა, არა აღმოადინა წყარო დიდი და საკმაო ერთსა ადგილსა, რომელ არს მამულსა შინა შენსა, ახლა რაისა თანამდებ ხარ შენ, ჰოი კაცო, ესოდენისა მოწყალებისა ღვთისა გამოცხადებისა ზედა? სუ შენ წყაროსა მისგან რაოდენიცა გსურს შენ და მიეცა წყალსა მისგან სასმელად მოწყურებულთამეზობელთა შენთა, წყარო იგი არა საკუთარი ნაყოფი არს შრომისა შენისა, არამედ ნიჭი და წყალობა ღვთისა, მრავალ არს წყალი იგი შენთანა, საკმაო არს სახმარად სახლისა შენისა, სასმელად პირუტყვთა შენთა და სარწყავად ბაღისა შენისა და გარდამეტებულიიგი მიეც მოწყურებულთა მეზობელთა შენთა, რომელთაცა განხმელნი სასანი აღმოუტევებენ შენდამი სალმობიერსა, ხმასა ვედრებისასა, სუან მეზობელთაცა შენთა გარდამატებულისაგან შენისა და უკეთუ არა რასათვის დაითხიოს იგი უხმარად; რასთვის იგი წარვიდოდეს უქმად და შთავიდოდეს ზღვასა შინა და მეზობელნი შენნი აქა მოსყდენ წყურვილითა, რომელთაცა არა აქვსთ ერთი წვეთი წყალისა. ესე არა არსა გამოუთქმელი უგლიმობა და უკაცობრიობა შენი ჰოი სიმდიდრის მოყვარეო. აზრი სიმდიდრის მიმნიჭებელისა შენდა ღვთისა

ჩვენი მერვე შერკინება ამპარტავნების წინააღმდეგაა, რომელიც უსასტიკესია და ყველა წინარე ვნებაზე უველურესი. იგი განსაკუთრებით ებრძვის იმათ, რომლებიც სრულქმნილნი არიან და თითქოს სათნოებათა მწვერვალზე ასულნი, ცდილობს რა მათ დამხობას. მსგავსად წყლულოვანი და ხრწნილების გამომწვევი სნეულებისა, რომელიც არათუ ერთ ნაწილს, არამედ მთელ სხეულს სპობს, ამპარტავნებაც არათუ ნაწილის, არამედ მთელი სულის გამხრწნელია. ყველა სხვა ვნება თუმცა სულს აშფოთებს, მაგრამ მხოლოდ იმ ერთ სათნოებას ებრძვის, რომელიც მისი მოპირისპირეა, და სწორედ მის დამარცხებას ცდილობს, რითაც იგი მხოლოდ ნაწილობრივ აბნელებს და აშფოთებს სულს, ამპარტავნების ვნება კი მთლიანად აწყვდიადებს მას და უკიდურეს დაცემულობამდე შთააგდებს. უფრო თვალნათლივ რომ გავიაზროთ ნათქვამი, ასე ვსაჯოთ: ნაყროვანება თავშეკავების მოსპობას ცდილობს, სიძვა – უბიწოებისას, ვერცხლისმოყვარება – უპოვარებისას, მრისხანება – სიმშვიდისას და, ამგვარადვე, ბოროტების დანარჩენი სახეობანიც მათი მოპირისპირე სათნოებებისას, მაშინ როცა ამპარტავნების უკეთურება, როდესც კი იგი გაბატონდება უბადრუკ სულზე, უსასტიკესი ტირანისებრ ამხობს და საფუძვლამდე არღვევს მთელ იმ დიდსა და მაღალ „ქალაქს“, რომელსაც დაუფლებია. ამის მოწამეა თუნდაც ის ანგელოზი, რომელიც სწორედ ამპარტავნების გამო დაეცა ციდან, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ ქმნილება იყო ღვთისა და, ამასთან, ყველა სათნოებითა და სიბრძნით შემკული, არათუ ის ინება, რომ მეუფის მადლისადმი განეკუთვნა ეს ყოველივე, არამედ – თავისი ბუნებისადმი. ამიტომაც ისაზრა მან თავის თავზე ღვთის სწორობა. სწორედ მისი ამ აზრის სამხილებლად თქვა წინასწარმეტყველმა: „თქვი შენს გულში: დავჯდები მაღალ მთაზე, დავდებ ჩემს ტახტს ღრუბლებზე და მივემსგავსები უმაღლესს; მაგრამ შენ ადამიანი ხარ და არა ღმერთი“ (ეს. 14.13). კიდევ, სხვა წინასწარმეტყველი ამბობს: „რად იქადის ბოროტებაში მძლავრი?“ (ფს. 51.1) და შემდგომი ფსალმუნისა. მაშ, ვიცით რა ეს ყოველივე, გვეშინოდეს და მთელი დაცულობით შემოვიზღუდავდეთ ჩვენს გულს ამპარტავნების მომაკვდინებელი სულისგან. როდესაც კი წარვემატებით რომელიმე სათნოებაში, მარადის იმას უნდა ვეუბნებოდეთ ჩვენს თავს, რაც მოციქულს აქვს ნათქვამი: „არათუ მე, არამედ – ჩემთან მყოფი მადლი ღვთისა“ (I კორ. 15.10). ასევე, წინასწარმეტყველსაც უთქვამს: „თუ უფალი არ აღაშენებს სახლს, ფუჭად გარჯილან მაშენებლები“ (ფს. 126.1). კიდევ: „არა მსურველისა, არცთუ მსრბოლისა, არამედ – მოწყალე ღვთისა“ (რომ. 9. 16), რადგან თუნდაც რომ მეტისმეტად მდუღარე იყოს ვინმე წადიერებით და გულმოდგინე – თავისი არჩევანით, ვერ შეძლებს სრულქმნილებამდე მიღწევას, არის რა თანაშეკრული ხორცთან და სისხლთან, რომ არ შეეწეოდეს მას ქრისტეს წყალობა და მადლი. ამიტომ, იაკობიც ამბობს, რომ „ყველა კეთილი საბოძვარი ზეციდანაა“ (იაკ. 1.17). ასევე, მოციქულ პავლეს თქმითაც, „რა გაქვს, რაც არ მიგიღია, ხოლო თუ მიღებული გაქვს, რად იქადი როგორც არმიმღები და როგორც საკუთართა გამო ამაღლებული?“ (შდრ. I კორ. 4.7); ხოლო ის, რომ ღვთის მადლითა და მოწყალებით შეგვეძინება ცხონება, ამის ჭეშმარიტი მოწამეა სახარებისეული ავაზაკი, რომელმაც არათუ სათნოებათა ჯილდოდ მოიპოვა ცათა სასუფეველი, არამედ – ღვთის მადლითა და მოწყალებით (შდრ. ლკ. 23. 43). აი, ეს უწყოდნენ ჩვენმა მამებმა, ყველა მათგანმა, რის გამოც ერთსულოვნად გადმოგვცეს ისიც, რომ შეუძლებელია სხვაგვარად სათნოებითი სრულქმნილების მიღწევა, თუ არა – სიმდაბლის გზით, რაც, ჩვეულებრივ, სარწმუნოების, ღვთის შიშის, სიმშვიდისა და სრული უპოვარების შედეგად შეგვეძინება. სწორედ ამათ მიერ მიიღწევა სრული სიყვარული, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლისაც არის დიდება საუკუნეთა მიმართ, ამინ. ჩვენი მერვე შერკინება ამპარტავნების

338. რას ნიშნავს ფსალმუნის სიტყვები: "სიმდიდრე თუ გარდაგერეოდის, ნუ შეაპყრობთ გულთა თქუენთა" (ფსალმ. 61.10)?
თუ დაინახე, რომ ვინმეს გარდამეტებული სიმდიდრე აქვს, მის სიცოცხლეს ნეტარებად ნუ მიიჩნევ. უკეთუ შენთან ფული ყოველი მხრიდან და უხვი წყაროებიდან მოედინება, მის სიჭარბეს შენამდე ნუ მოუშვებ. „სიმდიდრე თუ გარდაგერეოდის!“ – გაგაოცოს ამ სიტყვებმა. სიმდიდრის თვისება მდინარებაა. უსწრაფესად ნიაღვრისა მიედინება იგი მის მფლობელთა შორიახლოს და ჩვეულებრივ ხან ერთთან მიდის და ხან მეორესთან. ვითარცა მდინარე, სიღრმიდან დაქანებული, ნაპირზე მდგომს მიუახლოვდება და შეეხება თუ არა, მყისვე განშორდება, ასევე ტკბობაც, სიმდიდრისაგან გამოწვეული, ფრიად სწრაფად ჩნდება და ქრება, რადგან ჩვევად აქვს ერთიდან მეორესთან გადავიდეს. ეს მინდორი დღეს ერთს ეკუთვნის, ხვალ მეორეს, რამდენიმე ხნის შემდეგ კი უკვე სხვისია. შეხედე ქალაქში სახლებს! თავიანთი არსებობის დღიდან უკვე რამდენი სახელი გამოუცვალეს, იხსენიებენ რა ხან ერთი და ხან მეორე პატრონის სახელით. ოქროც მუდმივად მიედინება მისი მფლობელის ხელიდან მეორის ხელში, ხოლო მეორიდან კიდევ მესამისაში და ასე განუწყვეტლივ. უფრო ადვილად შეიძლება წყლის ხელში დაჭერა, ვიდრე ის, რომ სიმდიდრე შენთან ხანგრძლივად გააჩერო. ამიტომაც მშვენივრადაა თქმული: „სიმდიდრე თუ გარდაგერეოდის, ნუ შეაპყრობთ გულთა თქუენთა“. ნუ გაგიტაცებს იგი შენ სულით, არამედ მისგან სარგებლობა მიიღე; ნუ შეიყვარებ მას ზომაზე მეტად და როგორც ერთი სიკეთეთაგანი, ნუ გაგაკვირვებს, არამედ გამოიყენე იგი ვითარცა იარაღი, რომელიც შენ უნდა გემსახუროს.
თუ დაინახე, რომ ვინმეს გარდამეტებული სიმდიდრე

648. როგორ უნდა გავიგოთ ფსალმუნის სიტყვები: „უყვარს წყალობა და მსჯავრი უფალსა“ (ფსალმ. 32.5)?
თუ სამსჯავრო ღვთისა თავისთავად იმოქმედებდა და იმისდა მიხედვით, რასაც ჩვენი საქმეები იმსახურებენ, მთელი სისასტიკით მოგვაგებდა, რისი იმედი გვექნებოდა? ან ადამიანთაგან ვინ გადარჩებოდა? მაგრამ „უყუარს წყალობა და მსჯავრი“. იქცევა რა მოწყალედ, ვითარცა მოზიარე მსაჯულის ტახტისა, ისე გამოჰყავს თითოეული სამსჯავროს წინაშე. „უკუეთუ უსჯულოებათაებრ მიაგებდე, უფალო, უფალო, ვინმე დაუთმოს“ (ფსალმ. 129.3). არც წყალობაა მისი სამსჯავროს გარეშე და არც სამსჯვარო – გარეშე წყალობისა. სამსჯავრომდე მას „უყვარს წყალობა“ და მხოლოდ წყალობის შემდეგ მოდის სამსჯავროზე. მასთან წყალობა და სამსჯავრო შეუღლებულია, რათა მხოლოდ წყალობამ არ დაგვაძაბუნოს და მხოლოდ სამსჯავრომაც სასოწარკვეთამდე არ მიგვიყვანოს. მსაჯულს სურს შეგიწყალოს და თავისი გულუხვობის მონაწილედ გაქციოს, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ნახავს, რომ ცოდვის ჩადენის შემდეგ მორჩილი და მწუხარე გახდი, შენს ბინძურ საქმეთა გამო მრავალი ცრემლიც დაღვარე, ფარულად ჩადენილი, სირცხვილის გარეშე სახალხოდ აღიარე და ძმებს სთხოვე, რომ შენთან ერთად გაეწიათ ჯაფა ?????????????და შენი განკურნებისთვის. ერთი სიტყვით, უკეთუ დაინახავს, რომ შენ ღირსი ხარ შწყალებისა, უშურველად მოგანიჭებს თავის წყალობას, მაგრამ როცა შენში სინანულის განუცდელ გულს, ამპარტავან გონებას, მომავალი საუკუნის ურწმუნოებასა და სამსჯავროს წინაშე შიშის არქონას აღმოაჩენს, მაშინ შენთვის სამსჯავროს შეიყვარებს, ვითარცა დახელოვნებული და კაცთმოყვარე ექიმი, რომელიც პირველად სიმსივნის შემსუბუქებას საფენებითა და ნაზი მალამოებით ცდილობს, მაგრამ როცა დაინახავს, რომ სიმსივნე არა თუ ცხრება, არამედ პირიქით, უფრო მაგრდება, მაშინ ზეთსა და მალამოებს განზე გადადებს და ბოლოსდაბოლოს ბასრ იარაღს გამოიყენებს. ამიტომაც უყვარს წყალობა მონანულთა ზედა, მაგრამ ამავე დროს მსჯავრი ჯიუტთა მიმართ.
თუ სამსჯავრო ღვთისა თავისთავად იმოქმედებდა და

375. როგორ უნდა გავიგოთ ფსალმუნის სიტყვები: "შეისმინე ჩუენი ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს" (ფსალმ. 64.5)?
კიდეთა ქუეყანისათა ისინი იმყოფებიან, რომლებიც სრულ ბოროტებაში არიან ჩაფლულნი, ზღვათა შინა შორს კი ისინი – ვინც უზომო სასოწარკვეთილებას შეუპყრია, ხოლო ქრისტე ღმრთი ორივე ამგვართა სასოებაა.
კიდეთა ქუეყანისათა ისინი იმყოფებიან, რომლებიც

424. როგორ უნდა გავიგოთ ფსალმუნის სიტყვები: "და ყოველნი საქმენი მისნი სარწმუნოებით არიან" (ფსალმ. 32, 4)?
რას ნიშნავს ნათქვამი? მისი საქმეა ცა, საქმეა დედამიწა, საქმეა ზღვა, ჰაერი, ყველა უსულო და სულიერი, გონიერი და არა გონიერი. ესენი ყოველნი როგორღა არიან სარწმუნოებით? როგორი რწმენა აქვთ უსულოებს? როგორია რწმენა გონების არმქონეთა? როგორია რწმენა ქვისა? როგორია რწმენა ძაღლისა? არც უსულო და არც არგონიერი რწმენით არაა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს გამონათქვამი არაფერს გამორიცხავს, პირიქით, ყოველივეს მოიცავს, როცა გვამცნობს: „ყოველნი საქმენი მისნი სარწმუნოებით არიან“. ამიტომაც, რას ნიშნავს ნათქვამი? ფსალმუნი ამბობს: უკეთუ ხედავ ზეცას და წესრიგს მისას, ეს უნდა იყოს შენთვის მეგზური რწმენისა, რადგანაც ჩვენ არა ხორციელი თვალებით შემეცნების შედეგად ვირწმუნეთ ღმერთი, არამედ ძალით გონებისა – ხილულის მეშვეობით განვჭვრიტეთ უხილავი. ამიტომაც არიან „ყოველნი საქმენი მისნი სარწმუნოებით“, ქვაც რომ შეისწავლო, შემოქმედის ძალას რამდენადმე ისიც გაჩვენებს. იმავეს აღმოაჩენ, თუკი ჭიანჭველას, კოღოს ან კიდევ ფუტკარს გამოიკვლევ. ხშირად უმცირეს საგნებშიც კი ჩანს სიბრძნე დამბადებელისა. რადგანაც, ვინც ზეცა გადაჭიმა და ზღვათა უსაზღვრო სივრცენი აღავსო, ეს არის ის, ვინც ფუტკრის უწვრილეს ნესტარს, ვითარცა სალამურს, შიგნით გასასვლელი დაუტოვა, რათა იქედან შხამი გადმოღვრილიყო. ამიტომაც არიან „ყოველნი საქმენი მისნი სარწმუნოებით“. დაე, შენ ურწმუნოებამდე ნურაფერი მიგიყვანს. ნუ იტყვი: ეს შემთხვევით მოხდა, ეს კიდევ თავისთავადო, რადგანაც იმაში, რაც არსებობს, არაფერია ქაოსური, განუსაზღვრელი, ამაო და შემთხვევითი. ნუ იტყვი სიტყვებს: "ბოროტი შემთხვევა", ან კიდევ "არა კეთილი ჟამი". ეს უბირთა სიტყვებია.
რას ნიშნავს ნათქვამი? მისი საქმეა ცა

477. რას ნიშნავს ფსალმუნის სიტყვები: „დადგა დედუფალი მარჯვენით შენსა, სამოსლითა ოქროქსოვილითა შემკულ და შემოსილ პირად–პირადად“ (ფსალმ. 44, 9)?
ამჯერად წინასწარმეტყველი ეკლესიაზე საუბრობს, რომლის შესახებაც ქება–ქებათა გვატყობინებს, რომ „ერთ არს ტრედი სრული“ (ქებ. 6.8) ქრისტესი, რომელიც კეთილი საქმეებით განთქმულებს ქრისტეს მარჯვნივ მიიღებს და ვითარცა მწყემსი ცხოვარს თხისაგან, მათ უკეთურთაგან გამოარჩევს. ამგვარად წარდგება დედოფალი ე.ი. უცოდველი სული, სიძე – სიტყვასთან შეუღლებული და ნაზიარები ქრისტეს სამწყსოსთან, წარდგება მარჯვნით მაცხოვრისა სამოსლითა ოქროქსოვილითა ანუ სულიერი მოძღვრებების მრავალფეროვანი ქსოვილით დიდებულად და წმინდად მოკაზმული. რამდენადაც დოგმატები ერთგვარნი როდია, არამედ ნაირ–ნაირი და მრავალსახოვანი, თავის თავში მოიცავენ რა ზნეობრივ, ბუნებისმეტყველურსა და დაფარულ სწავლებებს, ამიტომაც როგორც ფსალმუნი ამბობს: ფერად–ფერადია სამოსელი პატარძლისა.
ამჯერად წინასწარმეტყველი ეკლესიაზე საუბრობს

973. როგორ უნდა გავიგოთ ფსალმუნის სიტყვები: „მოშიშნი უფლისანი აქებდით მას. ყოველი ნათესავი აიაკობისი ადიდებდეთ მას. ეშინოდენ მისგან ყოველსა ნათესავსა ისრაელისასა“ (ფსალმ. 21,23)?
973. როგორ უნდა გავიგოთ ფსალმუნის სიტყვები: „მოშიშნი უფლისანი აქებდით მას. ყოველი ნათესავი აიაკობისი ადიდებდეთ მას. ეშინოდენ მისგან ყოველსა ნათესავსა ისრაელისასა“ (ფსალმ. 21,23)?
როგორ უნდა გავიგოთ ფსალმუნის სიტყვები:

549. როგორ უნდა გავიგოთ ფსალმუნის სიტყვები: „ნეტარ არს ნათესავი, რომლისა არს უფალი ღმერთი მათი, ერი, რომელ გამოირჩია სამკვიდრებელად თვისა“ (ფსალმ. 32.12)?
არავინ ჩათვლის ნეტარად იუდეველთა ერს, არამედ ხალხს, რომელიც უპირატესად სხვა ერებისგანაა ამორჩეული, რადგანაც ჩვენ ვართ ნათესავი, ვისთვისაც უფალი ღმერთია, ჩვენ ვართ ხალხი, „რომელ გამოირჩია სამკვიდრებელად თვისა“; ნათესავი იმდენად, რამდენადაც მრავალი წარმართისაგან შევიკრიბეთ, ხოლო ხალხი, რამდენადაც, გაკიცხული ხალხის ნაცვლად ვართ მოწოდებული. ხოლო რადგანაც „მრავალნი არიან ჩინებულ, და მცირედნი რჩეულ“ (მათ. 20, 16), ნეტარებას მიანიჭებს არა მოწვეულებს, არამედ რჩეულებს. „ნეტარ არს რომელ გამოირჩია“ და რა არის მიზეზი ნეტარებისა? მემკვიდრეობა მარადიულ სიკეთეთა, რომელიც გველის, ან მოციქულის მიხედვით „ვიდრემდე სავსება იგი წარმართთა შემოხდეს. და ესრეთ ყოველი ისრაელი ცხონდეს“ (რომ. 11, 25–26). პირველად ნეტარებას წარმართებს მიანიჭებს, ხოლო შემდეგ ბოლოსდაბოლოს გადარჩენილ ისრაელიანებსაც, მაგრამ არა ყველას, არამედ ნეშტს, ანუ იმას, ვისაც მადლი ამოარჩევს. ამიტომაცაა ნათქვამი „ერი რომელ გამოირჩია სამკვიდრებელად თვისა“.
არავინ ჩათვლის ნეტარად იუდეველთა ერს, არამედ

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3