ამაოდმეტყველება, უქმადმეტყველება - ციტატები, გამონათქვამები

ამაოდმეტყველება, უქმადმეტყველება - ციტატები, გამონათქვამები ამაოდმეტყველება, უქმადმეტყველება

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

650. იგივე ძმა ხედავდა რომ აბბა მომსვლელ ძმებს წმინდა ბერის საკვირველ საქმეებს უყვებოდა. ამის თაობაზე მან მეორე ბერს იოანეს ჰკითხა. გაიგო რა მისგან, თუ რა განზრახვით აკეთებდა ამას აბბა, დამშვიდდა.
651. იგივე ძმამ, იმავე ბერს ჰკითხა: ჩემო მამაო, რას ნიშნავს, როდესაც აბბა ზოგჯერ ბერების სათნოებებზე საუბრობს, მე მანუგეშებს მისი სიტყვები, ვითარცა დამრიგებლური, ხოლო ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ისინი დამრიგებლური არაა და, პირიქით, მსმენელებს აბრკოლებს, იმიტომ რომ აბბა თავად აქებს თავის მამებს, და ვწუხვარ ამაზე. სხვა მამების გამოც ვშფოთავ და ვფიქრობ, რომ მათი სიტყვები ამაოა. ამიტომ, გთხოვ ჩემო მამაო, ამიხსენი ეს და ილოცე, რათა თავი დავაღწიო ამ ბოროტ აზრს.
ძმაო! დაე, ღმერთმა მოგცეს ძალა, რომ მოისმინო, გაიაზრო და საქმით აღასრულო ის, რასაც გეუბნებიან. შენ რაზეც მწერდი, თავის მართლება და განკითხვა დევს მასში. თავის მართლება იმიტომ, რომ შენ მსგავსი მონათხრობების მოსმენის ღირსად მიგაჩნია თავი; განკითხვა კი იმიტომ, რომ შენ ამბობ: „რატომ ჰყვება ამას აბბა?“ და არ გახსენდება, რომ „სულსა ვიდრეცა უნებნ, ქრინ“ (იოანე 3, 8). აბბა, თუ შეძლება მიპასუხე, რატომ უკრძალავდა უფალი ზოგიერთ განკურნებულს ვინმესთან ლაპარაკს, ხოლო რომელიღაცას უთხრა: „წარვედ და უჩუენე თავი შენი მღვდელსა და შეწირე შესაწირავი შენი“ (მათე 8, 4). შენი განწმედისათვის, და კიდევ: „საწამებელად მათა“ (მათე 8, 4), და კიდევ: „უთხარ მათ, რაოდენი გიყო შენ უფალმან და შეგიწყალა“ (მარკ. 5, 19). ვინც აბბას ლაპარაკს ღვთის შიშით ისმენს, ის სარგებელს იღებს, ხოლო ვინც მას რწმენით არ უსმენს, განიკითხება; მაგრამ შენ ჯერ ვერ იმსჯელებ ასეთ საკითხზე, იმიტომ, რომ შენი გული ცვალებადია. მოციქული ამბობს: „ქრისტეს სულნელებანი ვართ ღმრთისა მიერ ცხორებულთა მათ შორის და წარწყმედულთა. რომელთამე სულად სიკუდილითი სიკუდილად, და სულად ცხორებითი ცხორებად. და ამის მიმართ ვინმე შემძლებელ არს? რამეთუ არა ვართ, ვითარცა იგი მრავალნი, ვაჭარ სიტყუასა მას ღმრთისასა (2 კორ. 2, 15-17). რადგან შენ ბერმა მასზე საუბარი აგიკრძალა, ხოლო აბბასთვის არ აუკრძალავს, ამიტომ ეჭვი კი არ უნდა შეიტანო ბერის ნათქვამში, არამედ უნდა დაუშვა, რომ არსებობს ამის რაღაც განსაკუთრებული მიზეზი, გულით უნდა დამდაბლდე და თქვა: „ბერმა ჩემი უღირსების გამო ამიკრძალა ეს, მას კი (აბბას), როგორც ღირსეულს, მსმენელთა სარგებლისათვის ნება დართო“. მაშ დავუკვირდეთ, ყოველმხრივ როგორ გვამდაბლებს ბერი, რათა საკუთარ თავს ვუსაყვედუროთ და უღირსად მივიჩნიოთ, მაგრამ ჩვენ არ გვსურს ქედის მოხრა. ამგვარად, დავმდაბლდეთ და ღმერთი თავის საიდუმლოებებს გაგვიცხადებს, რათა, სადაც საჭირაოა, ვისაუბროთ, ხოლო სადაც საჭირო არაა ყოველთვის დავდუმდეთ, რომ ერთიც და მეორეც ჩვენს და ჩვენი მსმენელების სარგებელს მოემსახუროს. ჩვენ მოსაუბრენი არ უნდა განვიკითხოთ და დავამციროთ, რათა დარიგების ნაცვლად მსჯავრი არ გვეწიოს. ვინაიდან, ჩვენ თუ ჩვენს ზრახვას ვკითხავთ: ვიცით თუ არა, რა ალაპარაკებს მოსაუბრეს (მასში მოქმედი სული თუ არა), მაშინ აღმოვაჩენთ, რომ საერთოდ არ ვიცით ეს. ვინაიდან ბოროტი ბოროტად ფიქრობს, ხოლო კეთილი კეთილად, ამიტომ ბოროტად კი არა, კეთილად ვიფიქროთ, ჩვენი უფლის, ქრისტე იესოს მიერ, რომელსაც უკუნისამდე შვენის დიდება, ამინ.
ძმაო! დაე, ღმერთმა მოგცეს ძალა, რომ მოისმინო

649. ერთმა ქრისტესმოყვარე კაცმა, რომელიც ავად იყო და ძლიერი ციებ-ცხელება ტანჯავდა, დიდ ბერს სთხოვა ელოცა მისთვის, რათა ავადმყოფობა შემსუბუქებოდა; რადგან ის ავადმყოფობით გამოწვეულ მაღალ სიცხეს ვერ უძლებდა; ამიტომ ამ ბერს წყალი გაუგზავნა, რომ მისი ნაკურთხი წყალი დაელია. ბერმა ილოცა მისთვის და როდესაც მან ნაკურთხი წყალი დალია, მაღალი სიცხე მაშინვე დაუცხრა და ავადმყოფობამ გაუარა. გაკვირვებულმა ძმამ ღმერთი ადიდა და ზოგიერთებს უამბო, თუ რა აღასრულა მასზე ღმერთმა, აგრეთვე, ის ქველმოქმედებაც აუწყა, რომელიც მისთვის წმინდა ბერმა გამოიჩინა. მაგრამ მეორე დღესვე მას ცხელება უფრო დიდი ძალით დაუბრუნდა, და მან კვლავ გაუგზავნა წერილი ბერს და შეწყალება ითხოვა. ბერმა კი უპასუხა:
„შენ კვლავ იმიტომ დაგიბრუნდა ავადმყოფობა, რომ შემდგომში ფუჭადმეტყველებას მოეშვა“.
სრულყოფილად განიკურნა რა წმინდა ბერის ლოცვით, იმ ძმას სხვებთან უკვე არა მარტო ამ სასწაულზე, არამედ ბერის იმ ქველ საქმეებზე საუბრისაც კი ეშინოდა, რომლებიც მან იცოდა.
შენ კვლავ იმიტომ დაგიბრუნდა ავადმყოფობა, რომ

ცუდადმეტყველებაა ყოველი უქმი, უსარგებლო, უშვერი სიტყვა, რომელიც კაცის პირისაგან გამოდის. ღმერთმა ენა იმიტომ მოგვცა, რომ ვაკურთხოთ, ვადიდოთ და მასზე ვილოცოთ, დავლოცოთ და დავარიგოთ მოყვასი ჩვენი. ნაცვლად ამისა, ჩვენ ენას ხშირად ცოდვისათვის ვიხმართ, ვამბობთ სიცრუეს, ცილს ვწამებთ ერთმანეთს, ვაგინებთ და უშვერ სიტყვებს წარმოვთქვამთ. ცუდადმეტყველებაა ყოველი უქმი, უსარგებლო

ღვთის ქმნილებათაგან ერთადერთმა ადამიანმა მიიღო მეტყველების ნიჭი. წმიდა მამები ამით ადამიანში ღვთის „ხატებას“ ხედავენ, იმიტომ, რომ თვით ღმერთი განგვეცხადა ჩვენ, როგორც სიტყვა (იოან. 1, 1). მაგრამ ეს უმაღლესი ნიჭი ამავდროულად უდიდეს საფრთხედაც გვევლინება. როდესაც ჭეშმარიტად გამოხატავს ადამიანის არსს, მის თვითგამოხატულებას, ეს ნიჭი სწორედ ამიტომ შეიძლება იქცეს დაცემის, თვითგანადგურების, სიცრუის და ცოდვის მიზეზად. სიტყვა აცხოვნებს და მოაკვდინებს; სიტყვა გააცოცხლებს და მოწამლავს. სიმართლე სიტყვით გამოიხატება, მაგრამ სიტყვით ეშმაკეული ტყუილიც სარგებლობს. რამდენადაც უმაღლეს დადებით ძალას ფლობს, ამის გამო მას უზარმაზარი უარყოფითი ძალაც აქვს. ის ქმნის დადებითსა და უარყოფითსაც. როდესაც სიტყვა თავისი საღვთო ბუნებისა და დანიშნულებისგან გადაიხრება, ის ხდება ამაო (ამაოდმეტყველება, ცუდადმეტყველება). ის განამტკიცებს უქმობის, მოწყინების (მიმომწვლილველობის) და მთავრობისმოყვარეობის სულს და ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად გადაიქცევა. მაშინ სიტყვა ჭეშმარიტად ცოდვის ბატონობის ქვეშ ექცევა. ღვთის ქმნილებათაგან ერთადერთმა ადამიანმა

განმარტოებას ამაოდმეტყველება არ ახასიათებს, რომლის გამოც სამსჯავროზე პასუხის გაცემა მოგვიწევს (მათე 12, 36) განმარტოებას ამაოდმეტყველება არ ახასიათებს

უქმმეტყველებაზე

ის ვინც ღვთსმსახურების დროს ამაოდ მეტყველებს, არა მარტო უსარგებლოდ დადის ტაძარში, არამედ თავის თავის საზიანოდაც. ის ვინც ღვთსმსახურების დროს ამაოდ მეტყველებს

ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს.
ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები და შენივე სიტყვებით განიკითხები.
თ. 12 ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი

უნდა გავექცეთ უსარგებლო საუბრებს და არ დავუკავშირდეთ მათ, ვინც ღვთის შიშს არად აგდებს. რადგან ისინი სასარგებლოს არაფერს ამბობენ, არაფერს აკეთებენ უფლისთვის; არ საუბრობენ არც სათნოებებზე, არც ღვთისმოსაობაზე, არც სიწმიდეზე. მათი საუბარი სიკვდილით სიკვდილია; მათი რჩევა ჯოჯოხეთის უფსკრული; მათთან ერთობა სულიერი დაღუპვა. უნდა გავექცეთ უსარგებლო საუბრებს და არ

ტკბილი ბაგე მეგობრებს იმრავლებს, ამაოდმეტყველი ენა კი - კეთილ განწყობას.
თ. 4-6 ტკბილი ბაგე მეგობრებს იმრავლებს

ამაოდმეტყველება, უქმადმეტყველება

2